ჰოროსკოპი და შეუცნობელი

სიზმრებს პირდაპირი კავშირი აქვს ჯანმრთელობასთან

№30

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 31.07

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

სიზმარი სინამდვილის ანარეკლია, ერთგვარი დათრგუნული სურვილების კოდირებული ხილვის ამოფრქვევაა, ყოველდღიური ინფორმაციის გადამუშავების პროცესი. ადამიანის ასტრალური სხეული ძილის პროცესში ტოვებს ფიზიკურ არსს, სეირნობს კოსმიურ სამყაროში და იღებს სხვადასხვა ინფორმაციას, რომელიც შემოაქვს ადამიანის გონებაში. სიზმრები იყოფა ორ ტიპად – ცარიელ და მნიშვნელოვან სიზმრებად. ცარიელი სიზმარი ადამიანს არ ამახსოვრდება, მნიშვნელოვანი სიზმარი კი, თავის მხრივ, ორად იყოფა – რეალურ და სიმბოლურ სიზმრებად. აქედან, დიდი შანსია, სიმბოლური სიზმარი ადამიანს რეალურ ცხოვრებაში აუხდეს. რეალური სიზმრები ხშირად მეორდება. არ არის გამორიცხული, ასეთმა სიზმარმა ადამიანი დათრგუნოს და ქვეცნობიერად დააკომპლექსოს კიდეც. რეალური სიზმრები ძალიან სახიფათოა და გირჩევთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ. თუ გსურთ, ქვეცნობიერიდან გამოდევნოთ სიზმარი, გაღვიძებისთანავე გადაიტანეთ ის ფურცელზე და ამ დროს ის ქვეცნობიერს ტოვებს.

სიზმრებს პირდაპირი კავშირი აქვს ჯანმრთელობასთან. დააკვირდით და მიხვდებით, რომ კუჭის გადატვირთვა ყოველთვის ხელს უწყობს კოშმარულ სიზმრებს. დღის ამბების ღამით ხილვა, მიუთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, კერძოდ, მდგრადობაზე. ამასვე მეტყველებს ვარსკვლავების ნახვა სიზმრად. კოშმარული სიზმრები გვაფრთხილებს ჯანმრთელობის შესუსტებაზე ან რომელიმე დაავადების განვითარებაზე. თუ სიზმარში ტკივილს გრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ გულისა და წნევის ცვალებადობას, რადგან ინსულტის დიდი საფრთხეა. სიმაღლიდან გადმოვარდნა კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოშლაზე მეტყველებს.

ფერადი სიზმრები ხშირად წინასწარმეტყველურია. ყველაზე ხშირად ასეთ სიზმრებს თევზების, კირჩხიბის, მორიელის, მერწყულისა და კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები ხედავენ. წინასწარმეტყველური სიზმრები ადამიანს, ძირითადად, სავსემთვარეობის დღეებში ესიზმრება, კერძოდ კი მაშინ, როცა მთვარე იმყოფება თევზების ან მორიელის ზოდიაქოს ნიშანში.

ნებისმიერი ჩვენგანი ხედავს სიზმრებს, ზოგი შავ-თეთრს, ზოგი კი - ფერადს, რაც ადამიანში არსებულ შემოქმედებით პოტენციალზე მეტყველებს. თუმცა, იმას, თუ რას მოასწავებს ან კონკრეტულად რა მინიშნებებს გვაძლევს ესა თუ ის სიზმარი, ხშირად განაპირობებს მთვარის დღე. კონკრეტული მთვარის დღეებში ნანახი სიზმრით ბევრი რამის გათვლაა შესაძლებელი.

კლებადი მთვარის ფაზაში ნანახი სიზმრები „წარმავალს“ მოასწავებს. თუ თქვენ ამ პერიოდში უსიამოვნო რამ გესიზმრათ, დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. კლებადი მთვარის ღამეს ნანახი საგნები ან ადამიანები თქვენი ცხოვრებიდან მალე გაქრებიან ან მათ მიმართ ინტერესს თავად დაკარგავთ.

მზარდი მთვარის ღამის სიზმრები კი, პირიქით, იმას მოასწავებს, რომ ამ დროს ნანახი ადამიანები, ნივთები თუ მოვლენები, თქვენს ცხოვრებაში სულ მალე მტკიცე პოზიციებს დაიკავებენ.

სავსე მთვარისა და ახალი მთვარის პერიოდში ნანახი სიზმრები ხშირად გაფორიაქებენ. ისინი, მეტწილად, იმ პრობლემებს გამოხატავენ, რომლებიც მიმდინარე ეტაპზე არ გადაიჭრება, მათი დრო ჯერ არ დამდგარა.

ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს, რომლებიც მთვარის მე-14, მე-15, მე-16, 24-ე და 28-ე დღეს გესიზმრებათ. ეს სიზმრები, როგორც წესი, აგიხდებათ. სამაგიეროდ, მე-2, მე-9, მე-13 მთვარის დღის სიზმრები ფუჭია. დანარჩენი დღეების სიზმრები კი ნეიტრალურად ითვლება. მათ ახდენაზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ.

ახალ მთვარემდე ნანახი სიზმარი გვიან, ხოლო ახალი მთვარის შემდგომი პერიოდის სიზმარი მალე ახდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა