ჰოროსკოპი და შეუცნობელი

სიზმრებს კავშირი აქვს ჯანმრთელობასთან

№15

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 17.04

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

ზოგი ადამიანი შავ-თეთრ სიზმრებს ხედავს, ზოგიც – ფერადს – ეს ადამიანში არსებულ შემოქმედებით პოტენციალზე მეტყველებს. თუმცა, იმას, თუ რას მოასწავებს ან, კონკრეტულად, რა მინიშნებებს გვაძლევს ესა თუ ის სიზმარი, ხშირად განაპირობებს, მთვარის დღე. კონკრეტული მთვარის დღეებში ნანახი სიზმრით ბევრი რამის გათვლაა შესაძლებელი.

დაძინებისას ჩვენ უჩვეულო, ირეალურ სივრცეში ვხვდებით და ხან კოშმარული ზმანებები გვსტუმრობს, ხან კი საოცრად ლამაზი ხილვები, ვხედავთ უცხო თუ ნაცნობ ადამიანებს, ვსაუბრობთ მათთან, ვმოგზაურობთ აქამდე უცნობ ადგილებში, ზოგჯერ დავფრინავთ კიდეც. ზოგადად, სიზმრები, საკუთარი თავისა და ბედის შეცნობაში გვიწყობს ხელს.

კლებადი მთვარის ფაზაში ნანახი სიზმრები „წარმავალს“ მოასწავებს. თუ თქვენ ამ პერიოდში უსიამოვნო რამ გესიზმრათ, დიდ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. კლებადი მთვარის ღამეს ნანახი საგნები ან ადამიანები თქვენი ცხოვრებიდან მალე გაქრებიან ან მათ მიმართ ინტერესს თავად დაკარგავთ.

მზარდი მთვარის ღამის სიზმრები კი პირიქით, იმას მოასწავებს, რომ ამ დროს ნანახი ადამიანები, ნივთები თუ მოვლენები, თქვენს ცხოვრებაში სულ მალე მტკიცე პოზიციებს დაიკავებენ.

სავსე მთვარისა და ახალი მთვარის პერიოდში ნანახ სიზმრებს ადამიანებისთვის შფოთვა და ნერვიულობა მოაქვთ. ისინი, მეტწილად, იმ პრობლემებს გამოხატავენ, რომლებიც მიმდინარე ეტაპზე არ გადაიჭრება, მათი დრო ჯერ არ დამდგარა.

ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს, რომლებიც მთვარის მე-14, მე-15, მე-16, 24-ე და 28-ე დღეს გესიზმრებათ. ეს სიზმრები, როგორც წესი, აგიხდებათ. სამაგიეროდ, მე-2, მე-9, მე-13 მთვარის დღის სიზმრები არაფერს მოასწავებენ და ყურადღებას ნუ მიაქცევთ. დანარჩენი დღეების სიზმრები კი, ნეიტრალურად ითვლება და მათ ახდენაზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებთ.

ახალ მთვარემდე ნანახი სიზმარი გვიან ახდება, ხოლო ახალი მთვარის შემდგომი პერიოდის სიზმარი – მალე.

სიზმარი ჩვენი ყოველდღიური თანამგზავრი და სინამდვილის ანარეკლია, ერთგვარი დათრგუნული სურვილების კოდირებული ხილვის ამოფრქვევაა, ყოველდღიური ინფორმაციის გადამუშავების პროცესი. ადამიანის ასტრალური სხეული ძილის პროცესში ტოვებს ფიზიკურ არსს, სეირნობს კოსმიურ სამყაროში, იღებს სხვადასხვა ინფორმაციას და შემოაქვს ადამიანის გონებაში.

სიზმრები იყოფა ორ ტიპად – ცარიელ და მნიშვნელოვან სიზმრებად. ცარიელი სიზმარი ადამიანს არ ამახსოვრდება, მნიშვნელოვანი სიზმარი კი, თავის მხრივ, ორად იყოფა – რეალურ და სიმბოლურ სიზმრებად. აქედან, დიდი შანსია, სიმბოლური სიზმარი ადამიანს რეალურ ცხოვრებაში აუხდეს.

სიზმრებს პირდაპირი კავშირი აქვს ჯანმრთელობასთან. დააკვირდით და მიხვდებით, რომ კუჭის გადატვირთვა ყოველთვის ხელს უწყობს კოშმარულ სიზმრებს. ზოგადად, კოშმარული სიზმრები გვაფრთხილებს ჯანმრთელობის შესუსტებაზე ან რომელიმე დაავადების განვითარებაზე. თუ სიზმარში ტკივილს გრძნობთ, ყურადღება მიაქციეთ გულისა და წნევის ცვალებადობას, რადგან ინსულტის დიდი საფრთხეა. სიმაღლიდან გადმოვარდნა კი გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოშლაზე მეტყველებს.

დღის ამბების ღამით ხილვა, მიუთითებს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, კერძოდ, მდგრადობაზე. ამასვე მეტყველებს ვარსკვლავების ნახვა სიზმრად.

რაც შეეხება ფერად სიზმრებს, ისინი ხშირად წინასწარმეტყველურია. ყველაზე ხშირად ასეთ სიზმრებს თევზების, კირჩხიბის, მორიელის, მერწყულისა და კუროს ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები ხედავენ. წინასწარმეტყველური სიზმრები ადამიანს, ძირითადად, სავსემთვარეობის დღეებში ესიზმრება, კერძოდ კი მაშინ, როცა მთვარე იმყოფება თევზების ან მორიელის ზოდიაქოს ნიშანში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

20-26 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი