ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№19

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 18.05, 2023 წელი

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1999 წლის 5 აგვისტოს, დილის 8 საათსა და 35 წუთზე. მინდა უცხოეთში წასვლა და იქ ძალების მოსინჯვა. გთხოვთ, მითხრათ, რომელი ქვეყნებია ჩემთვის განსაკუთრებით მისაღები და რომელ სფეროში მელის წარმატება?

პასუხი: გეტყვით, რომ უცხოეთში თქვენთვის ძალების მოსინჯვა ნამდვილად ღირს და წარმატების მომტანიცაა. ქვეყნებიდან კი კარგია ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, პორტუგალია. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის კარგია და მისაღები გასართობი ინდუსტრია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ადმინისტრაციული საქმიანობა, სამასაჟო საქმე, დიზაინი, არქიტექტურა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია.

კითხვა: დავიბადე 1984 წლის 27 თებერვალს, დაახლოებით, დილით 6 საათსა და 30 წუთზე. გთხოვთ მითხრათ, რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე?

პასუხი: თქვენი კოსმიურ-კარმული მისიაა, რომ ხასიათში გამოავლინოთ ისეთი შტრიხები, როგორიცაა: აქტიურობა, ენერგიულობა, კომუნიკაბელურობა, ოპტიმიზმი, გულღიაობა. ასევე, გამოიჩინოთ უშიშარი მებრძოლის სულისკვეთება. იყავით იუმორით აღსავსე, ოპტიმისტი, დაეყრდენით ცოდნის ბაზას, იყავით დემოკრატიული პრინციპების გამტარებელი. შეძელით ნოვატორული, რეფორმატორული ტენდენციების გამოვლენა, სპონტანური იმპროვიზაციები, ორიგინალური თვითგამოხატვა, არასტანდარტული მოქმედება და დაეყრდენით უანგარო პრინციპებს ურთიერთობების დროს. ეს თქვენთვის წარმატების მომტანიცაა და ამით კოსმიურ მისიასაც შეასრულებთ.

კითხვა: დავიბადე 1983 წლის 21 მაისს, 13 საათსა და 43 წუთზე. მაინტერესებს, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ვარ დაბადებული?

პასუხი: თქვენ კუროს ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული. თუმცა, აქვე გეტყვით, რომ თქვენზე დიდია ტყუპების ზეგავლენა, რადგან თქვენი დაბადების მომენტიდან 3-4 წუთის შემდეგ მზე ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი