ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№18

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 11.05

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2006 წლის 28 აგვისტოს, ღამის 2-იდან 3 საათამდე. რომელი სფერო აირჩიოს პროფესიად, რომ მომავალში წარმატებებს მიაღწიოს?

პასუხი: მისთვის კარგია შემდეგი პროფესიები: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, იურისპრუდენცია, პოლიტიკის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო, კომერციული საქმიანობა, პედაგოგიკა, საინჟინრო საქმე.

კითხვა: ჩემი ძმა დაიბადა 1997 წლის 24 მაისს, ღამის საათებში. რომელი პროფესიებია მისთვის წარმატების მომტანი? უცხოეთის რომელ ქვეყნებში ურჩევთ გამგზავრებას და ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ჯობია, შექმნას ოჯახი?

პასუხი: მისთვის მისაღებია ურთიერთობა ისეთ ასტროლოგიურ ნიშნებთან, როგორებიცაა: ლომი, კირჩხიბი, სასწორი და ვერძი. უფრთხილდეს მერწყულს. უცხოეთი კი მისთვის საშუალოა. ქვეყნებიდან უმჯობესია: ჩეხეთი, საფრანგეთი, რუმინეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილო ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – კალიფორნიის შტატი, ავსტრია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ისლანდია, მექსიკა, ლიტვა, საბერძნეთი, ბოლივია, ინდოეთი, ჩინეთის სამხრეთი ნაწილი, სირია, ალბანეთი და მაკედონია. მოერიდოს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა: რუსეთი, პოლონეთი, ჩილე, ნიკარაგუა, კოლუმბია, სლოვაკეთი, ეთიოპია, კანადა და ფინეთი. დანარჩენი ქვეყნები კი საშუალოა. რაც შეეხება პროფესიებს, მისთვის კარგი, მისაღები და წარმატების მომტანია: სტომატოლოგია, პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, სახელმწიფო ზემაღალ სტრუქტურებში ორგანიზატორული საქმიანობა, იურისპრუდენცია, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, დიზაინი, მოდელირება, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სადალაქო სფერო, სამასაჟო საქმე, ჟურნალისტიკა, გასართობი ინდუსტრია, საგამომცემლო საქმიანობა, პოლიტიკის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული სავაჭრო საქმიანობა და მშენებლობა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სფეროში წარმატებების მაღალი შანსი აქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №23

5-11 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 29 მაისი – 4 ივნისი