ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№9

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 09.03, 2023 წელი

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1999 წლის 29 აგვისტოს, დილის 6 საათსა და 35 წუთზე. რომელ პროფესიებში მელის წარმატება?

პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის მისაღებია: სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აუდიო და მობილური სისტემების ბიზნესი, საკომუნიკაციო სისტემები, ჟურნალისტიკა, ტელევიზია, პრესა, რადიო, სარეკლამო და საგამომცემლო საქმიანობა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, საკონსტრუქტორო საქმე, დიზაინი, არქიტექტურა, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, მედიცინიდან კი პედიატრია. ყველა ეს სფერო თქვენთვის წარმატების მომტანია.

კითხვა: დავიბადე 1989 წლის 5 აგვისტოს, დილის საათებში. მინდა უცხოეთში წასვლა და იქ ძალების მოსინჯვა. გთხოვთ მითხრათ, განსაკუთრებით რომელი ქვეყნებია ჩემთვის მისაღები და რომელ სფეროში მელის წარმატება?

პასუხი: გეტყვით, რომ უცხოეთში თქვენთვის ძალების მოსინჯვა ნამდვილად ღირს და წარმატების მომტანიცაა. ქვეყნებიდან კი კარგია ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, პორტუგალია. რაც შეეხება პროფესიებს, თქვენთვის კარგია და მისაღები გასართობი ინდუსტრია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ადმინისტრაციული საქმიანობა, სამასაჟო საქმე, დიზაინი, არქიტექტურა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია.

კითხვა: დავიბადე 1991 წლის 24 სექტემბერს, დილის 9 საათზე. მაინტერესებს, რომელ პროფესიას დავეუფლო, რომ ცხოვრებაში წარმატებას მივაღწიო?

პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის კარგია პლასტიკური ქირურგია, კარდიოლოგია, სტომატოლოგია, სამასაჟო საქმე, სცენარისტობა, რეჟისურა და დრამატურგია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი