ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№46

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 24.11, 2022 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 2000 წლის 15 მარტს, პირველ საათსა და ოც წუთზე. რა არის ჩემი კარმული მისია, რომელ პროფესიაში მელის წარმატება და რომელი ქვეყანაა უკეთესი ჩემთვის?

პასუხი: თქვენ თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული. ეს ნიშანი კი ამ წლის ფავორიტია. თქვენი კოსმიური მისია უცხოეთთან კონტაქტია. რაღაც პერიოდით იქ ცხოვრება, მოღვაწეობა და კაპიტალის შოვნა წინსვლაში დაგეხმარებათ. სამშობლოში ყოფნის დროსაც მუდმივი კონტაქტი უნდა გქონდეთ უცხო ქვეყნებთან. პროფესიებიდან კარგია: სპორტი, პოლიტიკა, პროფესიონალური დიპლომატია, ტურიზმი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, იურისპრუდენცია, პედაგოგიური მოღვაწეობა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფოტოგრაფიის ხელოვნება, დიზაინი, სამოდელო სფერო, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, არქიტექტურა, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, ენდოკრინოლოგია. უცხოეთიდან კი კარგია – იტალია, არგენტინა, ჩინეთი, ეგვიპტე, სან-მარინო, მონაკო, ლატვია, ეთიოპია, ჰავაის კუნძულები, გვატემალა, ავსტრია, ავსტრალია, სერბეთი, სლოვენია, კუნძული მადაგასკარი, პორტუგალია, კუნძული მალტა, უნგრეთი. ეს ქვეყნები წამოწიეთ წინა პლანზე.

კითხვა: როგორი პერიოდია 2022 წლის მიწურული 1994 წლის 15 სექტემბერს დაბადებული, დასაოჯახებელი მამაკაცის სასიყვარულო და კარიერული სფეროსთვის?

პასუხი: ეს პერიოდი წარმატებების შანსს ნამდვილად გაძლევთ როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე კარიერაში. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გაითვალისწინოთ, კერძოდ, თქვენი კარმული მისია უკავშირდება უცხოეთს. უცხოეთი აუცილებელია განვითარებისთვის და წარმატებებისთვის. სამშობლოში შესაძლოა, მეტი წინაღობებისა და ბარიერების გადალახვა მოგიწიოთ. ამიტომ, უმჯობესია, კონტაქტი უცხოეთთან. იქ დაგროვილი ცოდნა და კაპიტალი, სამშობლოში ცხოვრებას გაგიიოლებთ, სირთულეებსა და ბარიერებსაც ადვილად გადალახავთ და პირად ურთიერთობებსაც მოიწესრიგებთ. ასე რომ, ამ წლის მიწურული თქვენთვის კარგია, უბრალოდ, საჭიროა კონტაქტი უცხოეთთან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი