ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№1

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 14.01, 2021 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კითხვა: ძალიან დიდი ხანია, ვცდილობ, გავიგო ზუსტი ინფორმაცია საკუთარი უცნაური ასტროლოგიური ფენომენის შესახებ, მაგრამ პასუხს ვერ ვიღებ. ვარ ლომების ზოდიაქოს შვილი:  დედაც და მამაც ლომია,  მამაჩემის მშობლებიც, ლომის ზოდიაქოს ქვეშ არიან დაბადებული, მე თვითონაც ლომი ვარ. ველოდები შვილს, რომელსაც ლომის თვეში უწევს დაბადება. იქნებ როგორმე ამიხსნათ, რასთან მაქვს საქმე და ვარსკვლავურად რა ხდება?

პასუხი: აუცილებელია დაბადების წლის, თვისა და დაბადების მომენტის მიხედვით შედგეს პირადი რუკა და მასზე დაყრდნობით გარკვევა, რა ხდება ასტროლოგიურად კონკრეტულად თქვენს თავს. ასევე, საჭიროა ახლობლების დაბადების წლებისა და საათების ცოდნა, რათა ასტროლოგიურად, ფაქტებზე დაყრდნობით მოხდეს გარკვევა და არა ზეპირად.
კითხვა: დავიბადე 1978 წლის 10 ივნისს, დღის 12 საათზე. რომელი ქვა მომიტანს წარმატებას პირად ცხოვრებაში და რა არის ჩემი კარმული მისია? ასევე, რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან მექნება სასურველი ქორწინება?
პასუხი: თქვენ ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით ხართ დაბადებული. კარგია ურთიერთობა კირჩხიბის, მერწყულის, სასწორის, ვერძის, ზოდიაქოს ნიშნებთან, მოერიდეთ ტყუპების, თევზებისა და ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. ქვებიდან კარგია: ზურმუხტი, საფირონი, აკვამარინი, ძოწი, ცირკონი. ეს ქვები სასიკეთოდ წაგადგებათ. რაც შეეხება კარმულ მისიას, თუ მეტად გამოავლენთ ხასიათში ორგანიზებულობას, შეუპოვრობას, მოთმინებას, მიზანსწრაფვას, შრომისუნარიანობას, პრაქტიკულობას, დახარჯავთ ფულს ყაირათიანად, ცხოვრებაში მეტ წარმატებას მიაღწევთ. ასევე, იყავით მიზანდასახული, შეგეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ლიდერულ-ორგანიზატორული ნიჭის გამოვლენა. უნდა იყოთ მარტოხელა მებრძოლი. საქმეს მეტი სერიოზულობით და პასუხისმგებლობით მიუდექით. უნდა იყოთ დიპლომატიური. ურთიერთობების დროს, დემოკრატიული, თავისუფალი არჩევნის უფლება სხვებსაც დაუტოვეთ. იყავით უანგარო მეგობარი, რეფორმატორული სულისკვეთების ადამიანი, დაიცავით ტრადიციები, ხოლო სადაც საჭიროა, იმოქმედეთ იმპროვიზებულად. ეს თქვენი კოსმიური მისიის შესრულებისთვის მთავარი ფაქტორი და წარმატების მომტანი თვისებებია.
კითხვა: დავიბადე 2000 წლის 21 აგვისტოს, საღამოს საათებში. მინდა, სწავლა უცხოეთში გავაგრძელო. რომელი ქვეყანაა ჩემთვის ყველაზე კარგი?
პასუხი: თქვენი კარმული მისია უცხოეთი არ არის, მაგრამ ის არც ცუდია, საშუალოა. ქვეყნებიდან კარგია და წარმატების მომტანი: ჩეხეთი, საფრანგეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილო ნაწილი, კალიფორნიის შტატი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრია, თურქეთის დასავლეთი მხარე, რუსეთიდან – სანკტ-პეტერბურგი; პოლონეთი, შვედეთი, ჩილე, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკა, სლოვაკეთი, კანადა, ახალი ზელანდია, ფინეთი. ამ ქვეყნებს მიანიჭეთ უპირატესობა, რადგან წარმატებების შანსი თქვენთვის გაცილებით მეტია.
კითხვა: დავიბადე 1977 წლის 14 დეკემბერს, 18 საათსა და 50 წუთზე. მიჭირს თავის რეალიზება საქმეში და შესაბამისად, წარმატებასაც ვერ ვაღწევ. კოლეგებთან თუ ახლობლებთანაც ურთიერთობებში ვერ ვიხსნები და რას მირჩევთ?
პასუხი: თქვენთვის საჭიროა აქტიურობა, ენერგიულობა, ინიციატივიანობა. ასევე, უნდა შეგეძლოთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. უნდა იყოთ უშიშარი, მებრძოლი სულისკვეთების. იმავდროულად, დემოკრატი, რადგან სხვებსაც მისცეთ არჩევნის გაკეთების საშუალება. ურთიერთობის დროს გამოავლინეთ დიპლომატია. დაეყრდენით ინტუიციას, უანგარო მეგობრულ კონტაქტებს. თუ შეძლებთ იყოთ უფრო მეტად ორგანიზებული, შეუპოვარი, შრომისუნარიანი, ფულის ყაირათიანად მხარჯველი, დაიცავთ საკუთარ საიდუმლოს, მაშინ თქვენ წარმატებას ნამდვილად მიაღწევთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი