ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№29

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 28.07, 2022 წელი

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1989 წლის 5 დეკემბერს, დილის საათებში. რომელ ასტროლოგიურ ნიშანთან მექნება სასურველი თანაცხოვრება და რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია?

პასუხი: თქვენთვის კარგია ურთიერთობა კუროსთან, რომელიც მოგიტანთ სტაბილურობას; ქალწულთან, რომლის გონებამახვილობა გაგიტაცებთ; მორიელთან, რომლის შინაგანი სიმტკიცე მიგიზიდავთ; თევზებთან, რომლის სირბილე და ემოციურობაც თქვენ გაკლიათ. რაც შეეხება კოსმიურ მისიას, გეტყვით, რომ აუცილებლად უნდა იყოთ მაქსიმალისტი, არ უნდა დაკმაყოფილდეთ იმით, რაც სხვას წარმატებად მიაჩნია. დაეყრდენით ორგანიზებულობას, დისციპლინას, შეუპოვრობას, მოთმინებას, შრომისუნარიანობას, ნებისყოფას. ისწავლეთ ფულის ყაირათიანი ხარჯვა. იყავით მიზანსწრაფული, სერიოზულად მიუდექით ნებისმიერ საქმეს და გაიორმაგეთ პასუხისმგებლობის გრძნობა. ამ შემთხვევაში გაიზრდება თქვენი წარმატების შანსი.

კითხვა: დავიბადე 1963 წლის 3 მაისს. გთხოვთ მითხრათ, რა არის ჩემი კარმული მისია?

პასუხი: აუცილებელია, ცხოვრებაში შეუპოვრობის, დისციპლინის, ორგანიზებულობის, მიზანსწრაფვის, მოთმინების, შრომისუნარიანობის გამოვლენა. იყავით მეტად პრაქტიკული. ნუ იქნებით ჯიუტი, ზარმაცი, უკონტროლო. გამოიჩინეთ მაქსიმალური სიფრთხილე და წინდახედულობა ყველგან და ყველაფერში. ეცადეთ, სტაბილური გახადოთ ცხოვრება – ოჯახში იქნება ეს თუ სამსახურში, სამეგობროსა თუ ნათესავთა წრეში. სადაც შეხვალთ, სიმშვიდე და ჰარმონია უნდა შეიტანოთ და არა დისჰარმონია და დეპრესია. ეს არის ის თვისებები, რომელთა გამოვლენის შემთხვევაში, წარმატების შანსი ერთიორად გაიზრდება.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი