ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№24

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 23.06

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1985 წლის 27 დეკემბერს, საღამოს, დაახლოებით, 5-ის ნახევრიდან 6-ის ნახევრამდე. ვაპირებ უცხოეთში გამგზავრებას და გთხოვთ მითხრათ, რომელი ქვეყანაა ჩემთვის კარგი და წარმატების მომტანი?

პასუხი: გეტყვით, რომ უცხოეთი თქვენი კარმული მისია ნამდვილად არ არის, თუმცა, ის არც ცუდია. დიდი წარმატებების იმედი არ უნდა გქონდეთ, მაგრამ ძალების მოსინჯვა ნამდვილად ღირს. ქვეყნებიდან კარგია: ინგლისი, დანია, ავსტრალია, შვეცია, ვიეტნამი, ყაზახეთი, ლაოსი, მალაიზია, სინგაპური, ჩინეთის აღმოსავლეთი ნაწილი, გერმანიის ბავარიის მხარე, უნგრეთი, კუბა და მექსიკა.

კითხვა: დავიბადე 2001 წლის 10 ივლისს, დილის 8 საათსა და 30 წუთზე. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები და წარმატების მომტანი?

პასუხი: თქვენთვის კარგი და წარმატებების მომტანი შემდეგი პროფესიებია: პოლიტიკის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, კომერციული, სავაჭრო, საფინანსო საქმიანობა, მედიცინა, პედაგოგიკა, ლინგვისტიკა, სოციოლოგია, ჟურნალისტიკა, პრესა, ტელევიზია, რადიო, სარეკლამო, საგამომცემლო საქმიანობის ფართო სპექტრი, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმიანობა.

კითხვა: ჩემი ვაჟი დაიბადა 2005 წლის 4 მარტს, ღამის 3 საათზე. მაინტერესებს, რომელი სფერო იქნება მისთვის სასურველი და წარმატების მომტანი?

პასუხი: თქვენი შვილის კოსმიური მისია უკავშირდება უცხოეთთან კონტაქტს. პროფესიებიდან კი კარგია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო-საფინანსო საქმე, პედაგოგიკა, მაკონტროლებელი ორგანოები, საბაჟო საქმე, პოლიტიკის ფართო სფერო, მათ შორის პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, სპორტის სფერო, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, იურისპრუდენცია. მედიცინიდან: სასწრაფო დახმარება, რეანიმატოლოგია, სტომატოლოგია, ქირურგია, გინეკოლოგია, ფსიქიატრია, არატრადიციული მედიცინა, ასევე, ფილოსოფია და ფსიქოლოგია. ამ სფეროებში თქვენს შვილს წარმატების დიდი შანსი აქვს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №25

20-26 ივნისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ლუკა შუბითიძე

როდის იბრძოდა სიცოცხლისთვის ლუკა შუბითიძე დედასთან...