ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№18

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 12.05, 2022 წელი

მიშა ცაგარელი
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1998 წლის 16 ივნისს, მეუღლე კი 1978 წლის 21 მაისს. ამ ბოლო დროს ჩვენ შორის დაიძაბა ურთიერთობა სხვა პირის გამო. ის სხვა პირი კი ოჯახის წევრია. როგორი იქნება ჩვენი მომავალი?

პასუხი: თქვენ შორის ურთიერთობაში სირთულეები ნამდვილად არის მოსალოდნელი, თუმცა ამის განმუხტვაც შეგიძლიათ. აუცილებელია, გარეშე პირი, თუნდაც ოჯახის წევრი, თქვენს ურთიერთობაში არ ჩაერიოს. ეს პრობლემის მეტს არაფერს მოგიტანთ. ამ წლის ბოლომდე თქვენს ურთიერთობებში მოსალოდნელია ჭორები, ინტრიგები, დაძაბული ატმოსფერო. ამიტომ, ეს პერიოდი ფრთხილად განვლეთ. აი, მომავალი წელი კი შედარებით მშვიდი იქნება. თუმცა, გირჩევთ, იცხოვროთ ცალკე და არ ჩარიოთ მესამე პირი თქვენს ურთიერთობაში.

კითხვა: დავიბადე 1996 წლის 29 ოქტომბერს. ღამით 00:30 წუთზე. გთხოვთ მირჩიოთ, როგორ დავძლიო პრობლემები და უიღბლობა და მივაღწიო წარმატებებს. რომელ ქვეყანაში უფრო მეტად გამიმართლებს?

პასუხი: თქვენ ახლა რთული პერიოდი გაქვთ, ამიტომ გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე. უცხოეთთან მეტი პრობლემები შეიძლება შეგექმნათ. თუ არ გამოიჩინეთ გაორმაგებული შრომისუნარიანობა, ნებისყოფა, ძალისხმევა, შეუპოვრობა, ისე შორს ვერ წახვალთ და წარმატებასაც ვერ მიაღწევთ. თუ დაგეგმილი გაქვთ უცხოეთში წასვლა, მაშინ გეტყვით, რომ თქვენთვის მისაღებია შემდეგი ქვეყნები: ინგლისი, დანია, ვენესუელა, შვედეთი, ყაზახეთი, ვიეტნამი, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი მხარე, ბრაზილია, ინდოეთი, ისლანდია, ფილიპინები, ტაილანდი, ახალი ზელანდია, კორეა, ფინეთი, კუნძული შრი-ლანკა, ურუგვაი, პაკისტანი, კუნძული მალტა. არ არის სასურველი წასვლა ესპანეთში, პორტუგალიაში, ავსტრალიაში, საფრანგეთში, სერბეთსა და სლოვენიაში. დანარჩენი ქვეყნები საშუალოა.

კითხვა: დავიბადე 1985 წლის 5 მაისს, სავარაუდოდ, ღამის პირველი საათიდან 2 საათამდე. რომელ სფეროში მოვსინჯო ძალები და რა პროფესიაში გამიმართლებს?

პასუხი: თქვენი კარმული მისია უკავშირდება უცხოეთს, ამიტომ სამშობლოში ცოტა მეტი პრობლემები და წინაღობები გექნებათ. მაგრამ, თუ აქაც მეტ ორგანიზებულობას, დისციპლინას, შეუპოვრობას, შრომისუნარიანობას გამოავლენთ, მეტად დააღწევთ პრობლემებს თავს. კარგია უცხოეთში სწავლა და მუშაობა, სადაც დააგროვებთ ცოდნას და კაპიტალს და შემდგომ სამშობლოში შეძლებთ ამით ბარიერის გადალახვას. პროფესიებიდან კი წარმატების შანსი გაქვთ ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია – საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, იურისპრუდენცია, მედიცინა, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, სპორტი, მანქანათმშენებლობა, მანქანების ბიზნესი ან დიზაინი, საინჟინრო საქმიანობა, სამეცნიერო კვლევითი სფერო, სამხედრო სტრუქტურები, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი. ყველა ეს სფერო თქვენთვის წარმატებულია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი