ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№13

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 08.04

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემი შვილი 2004 წლის 9 მარტს, ღამის პირველის ოც წუთზე დაიბადა. გთხოვთ მითხრათ, რა არის მისი კარმული მისია, რომელი პროფესიაა მისთვის სასარგებლო და რომელ ზოდიაქოს ნიშანთან არის მისთვის სასურველი ქორწინება?

პასუხი: სასიყვარულო-პარტნიორული ურთიერთობებისთვის მისთვის კარგია შემდეგ ნიშნებთან ურთიერთობა: თევზები, კურო, კირჩხიბი, მორიელი. მეტი სიფრთხილე გამოიჩინოს თხის რქის, მშვილდოსნის და ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან. მისი კოსმიური მისია კი არის, გამოავლინოს დადებითი თვისებები, იყოს ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი, შრომისუნარიანი, პრაქტიკული, ფულის ზომიერად მხარჯველი. ეს მისი წარმატების გარანტიაა. ასევე, უნდა იყოს ერთგული და გარშემოც ერთგული ადამიანები შემოიკრიბოს. იყოს ფრთხილი, წინდახედული, მაქსიმალურად მოაწესრიგოს თავისი ცხოვრება, ურთიერთობები სამსახურში, ოჯახში, სამეგობრო წრეში. დაეყრდნოს ინტუიციას, შეძლოს საკუთარი საიდუმლოს დაცვა. გამოიყენოს დიპლომატია. წარმატების მომტანი პროფესიებია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, სასტუმროების ბიზნესი ან შემოქმედება, საქველმოქმედო საქმიანობა, ფოტოგრაფია, უძრავი ქონების ბიზნესი, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმე, საკონდიტრო ინდუსტრია ან ბიზნესი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმე. თუ წინაღობებს გადალახავს, წარმატება ელის პედაგოგიკისა და მშენებლობის დარგში.

კითხვა: 1974 წლის 15 სექტემბერს დაბადებული, დასაოჯახებელი მამაკაცისთვის როგორია 2021 წელი სასიყვარულო და კარიერულ სფეროში?

პასუხი: 2021 წელი ამ პიროვნებისთვის კარგია, რადგან ის ვეფხვის წელშია დაბადებული. ეს წელი კი წარმატებების შანსს ნამდვილად აძლევს, როგორც პირად ურთიერთობებში, ასევე კარიერაში. ქალწულის ზოდიაქოშია დაბადებული, ამიტომ ეს წელი არც ამ მხრივ იქნება ურიგო, მით უმეტეს, წინა წელთან შედარებით, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი უნდა გაითვალისწინოს, კერძოდ, მისი კარმული მისია უკავშირდება უცხოეთს. უცხოეთი აუცილებელია მისი განვითარებისთვის და წარმატებებისთვის. სამშობლოში შესაძლოა, მეტი წინაღობებისა და ბარიერების გადალახვა მოუწიოს. ამიტომ, უმჯობესია, კონტაქტი უცხოეთთან. იქ დაგროვილი ცოდნა და კაპიტალი, სამშობლოში ცხოვრებას გაუიოლებს, სირთულეებსა და ბარიერებსაც ადვილად გადალახავს და პირად ურთიერთობებსაც მოიწესრიგებს. ასე რომ, ეს წელი მისთვის კარგია, უბრალოდ, საჭიროა კონტაქტი უცხოეთთან.

კითხვა: ჩემი ვაჟი დაიბადა 1997 წლის 13 მაისს, დილის 6 საათსა და 30 წუთზე. რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ექნება ჰარმონიული ურთიერთობა პირად ცხოვრებაში?

პასუხი: მისთვის სასურველი სასიყვარულო პარტნიორები არიან: ლომის, ვერძის, კირჩხიბის, თევზების, ქალწულისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები. ცოტა ფრთხილად უნდა იყოს მერწყულებთან, რადგან მათთან მეტი სირთულეებია მოსალოდნელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №15

12-18 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

ზოდიაქოს ნიშნები

კვირის დღეების ასტროპროგნოზი