ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№15

ავტორი: „თბილისელები“ 11:00 24.04

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1999 წლის 15 მარტს, პირველ საათსა და 25 წუთზე. რა არის ჩემი კარმული მისია, რომელ პროფესიაში მელის წარმატება და რომელ ქვეყანაშია სასურველი ჩემი მოღვაწეობა?

პასუხი: თქვენ თევზების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ ხართ დაბადებული. თქვენი კოსმიური მისია უცხოეთთან კონტაქტია. რაღაც პერიოდით იქ ცხოვრება, მოღვაწეობა და კაპიტალის შოვნა წინსვლაში დაგეხმარებათ. სამშობლოში ყოფნის დროსაც მუდმივი კონტაქტი უნდა გქონდეთ უცხო ქვეყნებთან. პროფესიებიდან კარგია: სპორტი, პოლიტიკა, პროფესიონალური დიპლომატია, ტურიზმი, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, იურისპრუდენცია, პედაგოგიური მოღვაწეობა, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფოტოგრაფიის ხელოვნება, დიზაინი, სამოდელო სფერო, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, არქიტექტურა, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგია, ენდოკრინოლოგია. უცხოეთიდან კი კარგია იტალია, არგენტინა, ჩინეთი, ეგვიპტე, სან-მარინო, მონაკო, ლატვია, ეთიოპია, ჰავაის კუნძულები, გვატემალა, ავსტრია, ავსტრალია, სერბეთი, სლოვენია, კუნძული მადაგასკარი, პორტუგალია, კუნძული მალტა, უნგრეთი. სწორედ ეს ქვეყნები წამოწიეთ წინა პლანზე.

კითხვა: ჩემი ვაჟი დაიბადა 2001 წლის 15 მაისს, დილის 6 საათსა და 40 წუთზე. რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან ექნება ჰარმონიული ურთიერთობა პირად ცხოვრებაში?

პასუხი: მისთვის სასურველი სასიყვარულო პარტნიორები არიან: ლომის, ვერძის, კირჩხიბის, თევზების, ქალწულისა და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანები. ცოტა ფრთხილად უნდა იყოს მერწყულებთან, რადგან მათთან მეტი სირთულეებია მოსალოდნელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა