შეკითხვა ასტროლოგს
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 06.02
![მიხეილ ცაგარელი მიხეილ ცაგარელი](/files/2022/08/31/5574/mikheil-tsagareli_w_h.jpeg)
კითხვა: დავიბადე 1985 წლის 26 აგვისტოს, დაახლოებით, 13 საათსა და 30 წუთზე. ვაპირებ სამუშაოდ წასვლას საბერძნეთში. წარმატებული იქნება თუ არა ჩემთვის ეს ქვეყანა და საერთოდ, რომელი ქვეყნებია ჩემთვის მეტად მისაღები და წარმატების მომტანი, რომელი – ნაკლებად წარმატებული?
პასუხი: უცხოეთი თქვენთვის საშუალოა. ვერ ვიტყვი, რომ დიდ წარმატებას მოგიტანთ, თუმცა არც ცუდია. ქვეყნებიდან კარგია: ინგლისის დასავლეთი მხარე, ბელგია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთი მხარე, კუნძული სარდინია, ნორვეგია და საბერძნეთი. მოერიდეთ: ბრაზილიას, ინდოეთის აღმოსავლეთ მხარეს, პორტუგალიას, ისლანდიას, ჩინეთის ცენტრალურ ნაწილს, ფილიპინებს, ტაილანდს, ავსტრალიის ცენტრალურ ნაწილს, პანამას, ახალ ზელანდიას, ისრაელს, კორეას, კუნძულ შრი-ლანკას, ფინეთს, ურუგვაის, პაკისტანს, ბანგლადეშსა და კუნძულ მალტას.
კითხვა: დავიბადე 2002 წლის 27 დეკემბერს, დილის 7 საათსა და 35 წუთზე. რომელი პროფესიაა ჩემთვის მისაღები და სასურველი, ასევე, უცხოეთის რომელ ქვეყანაში მირჩევთ წასვლას?
პასუხი: თქვენი კოსმიური მისიაა უცხოეთთან კონტაქტი. კარგია ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი მხარე, სერბეთი, სლოვენია, კუნძული მადაგასკარი, ესპანეთი, პორტუგალია, კუნძული მალტა, იტალიის სამხრეთი ნაწილი, უნგრეთი, ბირმა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ეგვიპტე, ტიბეტი, სან-მარინო, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, გვატემალა და ავსტრია. პროფესიებიდან კი კარგია და მისაღები: პოლიტიკის ფართო სპექტრი, დიპლომატია, იურისპრუდენცია, პედაგოგიური სფერო, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი ან შემოქმედება, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, დიზაინი, არქიტექტურა, სამოდელო სფერო, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო სფერო, სოციოლოგიის ფართო სპექტრი. ეს პროფესიები თქვენთვის მეტად წარმატებული და მისაღებია.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან