შეკითხვა ასტროლოგს
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 12.09
კითხვა: დავიბადე 1999 წლის 20 მაისს, დილის 9 საათსა და 30 წუთზე. გამიმართლებს თუ არა უცხოეთში და რომელი ქვეყნებია ჩემთვის წარმატების მომტანი?
პასუხი: თქვენთვის უცხოეთი ცოტა რთულია. ამიტომ იქ წასვლა წინააღმდეგობების გარეშე შეუძლებელია, ასევე, არც დიდხანს ცხოვრებაა იქ სასურველი. თუმცა, თუ სწავლა, გამოცდილების შეძენა ან კაპიტალის დაგროვება გსურთ, ამ მხრივ იქ გამგზავრება შესაძლებელია. ქვეყნებიდან კი თქვენთვის მისაღებია: დანია, ინგლისი, ავსტრალია, შვედეთი, ყაზახეთი, მალაიზია, სინგაპური, პორტუგალია, ბრაზილია, ინდოეთი, ჩინეთის ცენტრალური მხარე, ფილიპინები, ტაილანდი, ისრაელი, ფინეთი და სამხრეთ კორეა.
კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2004 წლის 30 დეკემბერს, საღამოს 8 საათსა და 35 წუთზე. რომელ პროფესიებში ელის წარმატება და თუ გაუმართლებს უცხოეთში? ასევე, რომელ ზოდიაქოს ნიშანთან ექნება სასურველი ქორწინება?
პასუხი: უცხოეთი მისთვის არც ცუდია და არც კარგი, ანუ საშუალოა. რაღაც პერიოდი იქ მუშაობა და ცხოვრება დასაშვებია. პროფესიებიდან კი მისაღებია: მედიცინა, სავაჭრო, ეკონომიკური, საბანკო, საფინანსო საქმე, პედაგოგიკა. ეს მეტად წარმატებული პროფესიებია მისთვის. ხოლო, რაც შეეხება სასიყვარულო პარტნიორებს, მისთვის დასაშვებია ურთიერთობა მერწყულის, ლომის, სასწორის ზოდიაქოს ნიშნებთან, ასევე, არა უშავს ურთიერთობას ვერძთან.
კითხვა: დავიბადე 1996 წლის 11 მაისს, დილის 6 საათზე. მინდა უცხოეთში სამუშაოდ წასვლა. რომელი ქვეყნებია ჩემთვის მისაღები და წარმატების მომტანი?
პასუხი: კარგია: ირლანდია, უკრაინა, პოლონეთი, კვიპროსი, შვეიცარიის აღმოსავლეთი მხარე, ბელგია, მოლდოვა, ესტონეთი, ფინეთი, ლატვია, ისრაელი, არგენტინა, კუნძული შრი-ლანკა, გერმანიიდან – ბავარიის მხარე, ნორვეგია, შვედეთის დასავლეთი მხარე, მექსიკა, კუბა, უნგრეთი.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან