შეკითხვა ასტროლოგს
ავტორი: „თბილისელები“ 11:00 18.07
კითხვა: დავიბადე 2003 წლის 24 ივლისს, ღამის 2 საათსა და 48 წუთზე. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები და წარმატების მომტანი სამომავლოდ?
პასუხი: თქვენთვის კარგია და წარმატების მომტანი: ხელოვნება, პოეზია, ლიტერატურა, იურისპრუდენცია, დიზაინი, მოდელირება, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან შემოქმედება, ფოტოგრაფის ხელოვნება, სადალაქო ინდუსტრია, საკონდიტრო საქმე ან ბიზნესი, სოციოლოგია, ტურისტული ორგანიზაციების ბიზნესი, პოლიტიკის ფართო სპექტრი, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე.
კითხვა: დავიბადე 1998 წლის 27 სექტემბერს, დილის რვის ნახევარზე. რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები და ქორწინება რომელ ზოდიაქოსთანაა სასურველი?
პასუხი: თქვენთვის პროფესიებიდან კარგია: დრამატურგია, რეჟისურა, სოციოლოგია, სცენარისტობა, ზოგადად, შემოქმედება, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკა, კომპიუტერული, პროგრამული, აუდიო, მობილური სისტემები, საინჟინრო საქმე, არქიტექტურა, გასართობი ინდუსტრია, სახელმწიფო ზემაღალ სტრუქტურებში ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული საქმიანობა, საიუველირო საქმე, დიზაინი, მოდელირება, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმე ან ბიზნესი, სამასაჟო საქმე, ჟურნალისტიკა, იურისპრუდენცია. რაც შეეხება დაოჯახებას, თქვენთვის მისაღებია ბედი დაუკავშიროთ ლომის, მშვილდოსნის, ვერძის, ტყუპების ან სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს.
კითხვა: დავიბადე 1982 წლის 20 აგვისტოს. საღამოს საათებში. რა არის ჩემი კარმული მისია დედამიწაზე?
პასუხი: თქვენი კარმული მისიაა, მეტად გამოავლინოთ ორგანიზებულობა, დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფულობა, მოთმინება, შრომისუნარიანობა. უნდა იყოთ მარტოხელა მებრძოლი, საქმეს უნდა მოეკიდოთ მეტი სერიოზულობით, პასუხისმგებლობით. ასევე, თქვენი კარმული მისიაა, შეძლოთ სტაბილურობის მიღწევა საოჯახო ურთიერთობებსა და პროფესიულ სფეროში. ის ასევე, უკავშირდება უცხოეთს, გირჩევთ, ცოტა ხნით იცხოვროთ იქ და დააგროვოთ მეტი კაპიტალი და ცოდნა, შემდეგ კი სამშობლოში გამოიყენოთ.
კითხვა: დავიბადე 1999 წლის 28 აგვისტოს, დღის საათებში, დაახლოებით, 10-დან 11 საათამდე. რომელ პროფესიაში მელის მეტი წარმატება?
პასუხი: პროფესიებიდან, თქვენთვის კარგია და წარმატებების მომტანი: ისტორია, ეთნოგრაფია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, მედიცინა, კერძოდ კი – პედიატრია, ასევე, კომპიუტერული ტექნოლოგიები, დრამატურგია, სცენარისტობა, კვლევითი-სამეცნიერო საქმიანობის ფართო სპექტრი, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო-საგამომცემლო სფერო, დიზაინი და არქიტექტურა.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან