ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№20

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 23.05

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემი ვაჟი დაიბადა 2007 წლის 4 აგვისტოს, 6 საათსა და 31 წუთზე. რა არის მისი კარმული მისია, რომელ პროფესიებში მიაღწევს წარმატებებს და რომელი ქვეყანაა მისთვის სასურველი?

პასუხი: თქვენი ვაჟის კარმული მისიაა, იყოს აქტიური, შეძლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, ინიციატივის გამოვლენა, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებების წინა პლანზე წამოწევა. უნდა დაეყრდნოს კეთილშობილებას, ცოდნის ბაზას, კომუნიკაბელობას, ოპტიმიზმს. უნდა შეძლოს საყვარელ ადამიანებთან ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბება, უნდა იყოს მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, მომთმენი და, იმავდროულად, ფულის ყაირათიანი მხარჯველი. შეეცადოს, იყოს ფრთხილი და წინდახედული, ერთგული და ირგვლივაც ასეთი ადამიანები შემოიკრიბოს. ამ პრინციპებით ის დაადგება სწორ ევოლუციურ გზას და ადვილად მიაღწევს წარმატებებს. პროფესიებიდან კი კარგია იურისპრუდენცია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, სახელმწიფო, ზემაღალ სტრუქტურებში ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული საქმე, საიუველირო საქმიანობა ან ბიზნესი, არქიტექტურა, დიზაინი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, სამოდელო სფერო, პლასტიკური ქირურგია, სტომატოლოგია, კარდიოლოგია, ენდოკრინოლოგია, სამასაჟო საქმე, გასართობი ინდუსტრია. ყველა ამ სფეროში წარმატების შანსი მაღალია. თუ ბარიერებსა და წინაღობებს გადალახავს, მაშინ წარმატება ელის უძრავი ქონების ბიზნესში, მშენებლობაში, სამუზეუმო და საბიბლიოთეკო საქმეში, საბანკო, ეკონომიკურ, კომერციულ, სავაჭრო, საფინანსო სფეროში. უცხოეთიდან მისაღები ქვეყნებია: საფრანგეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, შვეიცარიის დასავლეთი მხარე, იტალიის ჩრდილოეთი ნაწილი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – კალიფორნიის შტატი, ასევეა პერუ, ავსტრია, თურქეთის დასავლეთი ნაწილი, უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, პოლონეთი, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, ბელგია, მოლდავეთი, ფინეთი, არგენტინა, ესტონეთი, ლატვია, ეგვიპტის ჩრდილო ნაწილი, ბულგარეთი, ისრაელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული