ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№8

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 29.02

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2000 წლის 19 აგვისტოს, დილის ექვს საათსა და ოცდახუთ წუთზე. მაინტერესებს, რომელი პროფესიაა მისთვის სასურველი, რომელ ზოდიაქოს ნიშანთან გაამართლებს ქორწინება, რა არის მისი კარმული მისია, რა დაავადებებისკენ აქვს მიდრეკილება და რომელ უცხო ქვეყანაში მიაღწევს წარმატებებს?

პასუხი: ეს პიროვნება ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ არის დაბადებული. დაავადებების მხრივ, მისთვის მეტად საყურადღებოა გულ-სისხლძარღვთა სისტემა, რადგან შესაძლოა, არტერიულ წნევასთან დაკავშირებით შეექმნას პრობლემები. რაც შეეხება კარმულ-კოსმიურ მისიას: მან მეტად უნდა გამოავლინოს ხასიათში დისციპლინა, შეუპოვრობა, მიზანსწრაფულობა, ორგანიზებულობა, მოთმინება, შრომისუნარიანობა, ფულის ყაირათიანად ხარჯვისა და გადანაწილების შესაძლებლობა. აუცილებლად უნდა იყოს პატიოსანი მუშაკი. არ უნდა იზარმაცოს. როგორც მარტოხელა მებრძოლი, საქმეს უნდა მიუდგეს მეტი სერიოზულობითა და პასუხისმგებლობით. დაეყრდნოს დემოკრატიულ პრინციპებს და არჩევანის უფლება სხვებსაც დაუტოვოს. უნდა შეეძლოს სპონტანური იმპროვიზაციები, ორიგინალური თვითგამოხატვა, არასტანდარტული მოქმედება, დიპლომატიურობა, უანგაროდ დახმარება. ასევე, უნდა დაეყრდნოს ოპტიმიზმსა და ცოდნის ბაზას. ეს ყოველივე მისი კოსმიური მისიაა და მეტად განაპირობებს მის ცხოვრებისეულ წარმატებებს. სასიყვარულო ურთიერთობაში კი მისთვის მისაღებია სასწორის, მერწყულის, ტყუპებისა და მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები. მოერიდოს ურთიერთობას კუროს, მორიელისა და ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან. დანარჩენ ნიშნებთან ურთიერთობა საშუალოა. უცხოეთი მისი კოსმიური მისია არ არის, თუმცა არც ცუდია, საშუალოა. ქვეყნებიდან კი კარგია და მისაღები: გერმანია, იაპონია, ხორვატია, ინდოეთის დასავლეთი მხარე, კუნძული კრეტა, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ვირჯინიის შტატი, შვეიცარიის ჩრდილო ნაწილი, თურქეთის დასავლეთი მხარე, ბელარუსი, რუსეთი, პოლონეთი, ჩილე, შვედეთი, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკა, კანადა, სლოვაკეთი, ახალი ზელანდია და ფინეთი. პროფესიებიდან კი კარგია და მისთვის წარმატებების მომტანი: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო სფეროს ფართო სპექტრი, მედიცინა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო ინდუსტრია, პედაგოგიკა, სოციოლოგია, ავტომატიკა, ტელემექანიკა, კავშირგაბმულობა, მობილური, აუდიო-ვიდეო სისტემები, კომპიუტერული ტექნოლოგიები, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმე, ტექნიკა-მექანიკის ფართო სპექტრი, ავიაციის ბიზნესი ან შემოქმედება, სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, საინჟინრო საქმე.

კითხვა: დავიბადე 2001 წლის 29 აგვისტოს, დილის 8 საათსა და 35 წუთზე. რომელ პროფესიებში მელის წარმატება?

პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის მისაღებია: სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, აუდიო და მობილური სისტემების ბიზნესი, საკომუნიკაციო სისტემები, ჟურნალისტიკა, ტელევიზია, პრესა, რადიო, სარეკლამო და საგამომცემლო საქმიანობა, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა, საკონსტრუქტორო საქმე, დიზაინი, არქიტექტურა, ისტორია, ეთნოგრაფია, არქეოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, მედიცინიდან კი – პედიატრია. ყველა ეს სფერო თქვენთვის წარმატების მომტანია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული