შეკითხვა ასტროლოგს
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 16.02, 2024 წელი

კითხვა: 1998 წლის 18 იანვარს, დილის ათის ნახევარზე დაბადებული ადამიანისთვის, უცხოეთის რომელი ქვეყანაა წარმატებების მომტანი და რა ბიზნესს უნდა მოჰკიდოს ხელი?
პასუხი: პროფესიებიდან მისთვის კარგია სამხედრო სტრუქტურები, მანქანათმშენებლობის ბიზნესი ან შემოქმედება, სამეცნიერო კვლევა, ტექნიკა-მექანიკის სპექტრი, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო საქმიანობა, საავიაციო ბიზნესი ან შემოქმედება, სახანძრო, სამაშველო საქმიანობა, ფსიქოთერაპია, ფილოსოფია, პარაფსიქოლოგია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, მედიცინიდან – ფარმაცევტიკა, საქველმოქმედო საქმე, დიზაინი, არქიტექტურა, სასტუმროების ბიზნესი ან შემოქმედება. რაც შეეხება უცხოეთის ქვეყნებს, მისაღებია: ინგლისი, დანია, ამერიკის შეერთებული შტატებიდან – ალასკის მხარე, ავსტრალია, კორეა, ვენესუელა, შვედეთი, ყაზახეთი, ვიეტნამის აღმოსავლეთი მხარე, ლაოსი, სინგაპური, მალაიზია, ჩინეთის აღმოსავლეთი მხარე, რუსეთიდან – მოსკოვი, ინდოეთის აღმოსავლეთი ნაწილი, ბრაზილია, ისლანდია, ფილიპინები, ტაილანდი, პანამა, ავსტრალიის ცენტრალური ნაწილი, ახალი ზელანდია, ისრაელი, კუნძული შრი-ლანკა, ურუგვაი, ფინეთი, პაკისტანი, კუნძული მალტა.
კითხვა: დავიბადე 1996 წლის 30 ოქტომბერს, დილის ექვსი საათიდან შვიდ საათამდე. რომელი პროფესიაა ჩემთვის მისაღები და სამომავლოდ წარმატების მომტანი?
პასუხი: თქვენთვის მისაღები და წარმატების მომტანია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ფოტოგრაფია, იურისპრუდენცია, მოდელირება, დიზაინი, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი ან შემოქმედება, სადალაქო საქმე ან ბიზნესი, ქორეოგრაფია, პოლიტიკა, სოციოლოგიის ფართო სპექტრი, ასევე, პროფესიონალური დიპლომატია საელჩოების და საკონსულოების დონეზე. ამ სფეროებში მეტად გელით სამომავლოდ წარმატებები.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან