ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№4

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 01.02

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

კითხვა: ჩემი შვილი დაიბადა 2012 წლის 14 ოქტომბერს, დილით 10 საათსა და 48 წუთზე. რომელი პროფესია აირჩიოს, რომ სამომავლოდ ადვილად მიაღწიოს წარმატებებს?

პასუხი: თქვენი შვილისთვის პროფესიებიდან კარგია და მისაღები: მედიცინის ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, კომერციული, საფინანსო საქმე. პედაგოგიკა, ლინგვისტიკა, მთარგმნელობითი საქმიანობა, ჟურნალისტიკა, რადიო, ტელევიზია, პრესა, სარეკლამო და საგამომცემლო საქმიანობა, პოლიტიკა, სამართალდამცავი ორგანოები, სამხედრო სტრუქტურები, უშიშროების სფერო, მშენებლობა, არქიტექტურა, საინჟინრო საქმე.

კითხვა: ჩემი გოგონა დაიბადა 2005 წლის 24 ნოემბერს, ღამის 5 საათსა და 30 წუთზე. უცხოეთის რომელი ქვეყნებია მისთვის კარგი და რომელ პროფესიაში მიაღწევს მეტ წარმატებას?

პასუხი: მისთვის მისაღები ქვეყნებია: პოლონეთი, რუსეთი, შვედეთი, სამხრეთ აფრიკა, სლოვაკეთი, კანადა, ახალი ზელანდია, ფინეთი, უკრაინა, ირლანდია, კვიპროსი, შვეიცარიის აღმოსავლეთი ნაწილი, მოლდოვა, ბულგარეთი, ისრაელი და ლატვია. რაც შეეხება წარმატებების მომტან პროფესიებს, მისთვის ასეთებია: კომპიუტერული ტექნოლოგიები, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, არქიტექტურა, დიზაინი, მოდელირება, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა ან ბიზნესი, საიუველირო საქმე ან ბიზნესი, სცენარისტობა, დრამატურგია, სოციოლოგიის ფართო სპექტრი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №30

22-28 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მირზა რეზა

თბილისელი კონსული