ჰოროსკოპი და შეუცნობელი

შეკითხვა ასტროლოგს

№44

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 09.11, 2023 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

კითხვა: დავიბადე 1991 წლის 24 დეკემბერს, დაახლოებით, დილის 8 საათზე. რომელი ასტროლოგიური ქვის ტარებას მირჩევთ?

პასუხი: ქვებიდან კარგია: ყვითელი იასპი, ქრიზოპრაზი, ონიქსი, აქატი, მალაქიტი, ტოპაზი, მარგალიტი, ალექსანდრიტი, მარჯანი ან ამეთვისტო.

კითხვა: დავიბადე 1974 წლის 19 აგვისტოს, დილის საათებში. უცხოეთის რომელ ქვეყანაში გამიმართლებს მეტად?

პასუხი: უცხოეთი თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა. ქვეყნებიდან კარგი და წარმატებების მომტანია: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილი, ჰოლანდია, შოტლანდია, ახალი ზელანდია, თურქეთი, ჩინეთი, ინდოეთი, იტალია, ავსტრალია, ესპანეთი, პორტუგალია, სერბეთი, სლოვენია, ბრაზილია, ტაილანდი, ფილიპინები, ისრაელი, სამხრეთ კორეა, ფინეთი, კუნძული მალტა.

კითხვა: დავიბადე 1968 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით, დილის 6 საათზე. არ გამიმართლა პირადში და არც კარიერაში, ამიტომ უცხოეთში წასვლა გადავწყვიტე. მაინტერესებს, კერძოდ, რომელი ქვეყნებია ჩემთვის უკეთესი და როდის ჯობია უცხოეთში გამგზავრება?

პასუხი: თქვენთვის უცხოეთი საშუალოა. აქვე იმასაც გეტყვით, რომ სიყვარულის პლანეტა ვენერა სწორედ უცხოეთის კუთხით არის თქვენთვის წარმატებების მომტანი. ასე რომ, უცხოეთი სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით კარგია. ქვეყნებიდან კი მისაღებია და წარმატებების მომტანი: იტალია, არგენტინა, ბირმა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, ეგვიპტე, ჰავაის კუნძულები, გვატემალა, ავსტრია. ეს ქვეყნები წამოსწიეთ წინა პლანზე. ასევე, არსებობს ქვეყნები, სადაც წარმატებების შანსი იმ შემთხვევაში გელით, თუ გადალახავთ ბარიერებსა და წინაღობებს. ასეთებია: ინგლისი, დანია, შეერთებული შტატებიდან – ალასკა, კორეა, ავსტრალია, ვენესუელა, შვედეთი, მალაიზია, ჩინეთი. წელს კარგი პერიოდია უცხოეთში გასამგზავრებლად 23 ოქტომბრიდან 23 ნოემბრამდე.

კითხვა: დავიბადე 1989 წლის 21 სექტემბერს, 12 საათზე. რა მელის ახლო მომავალში და გამიმართლებს თუ არა უცხოეთში?

პასუხი: თქვენს ცხოვრებაში საკმაოდ კარგი და აქტიური პერიოდი დაიწყო. ამიტომ, მეტად იაქტიურეთ წლის ბოლომდე. რაც შეეხება უცხოეთს, გეტყვით, რომ თქვენი გამარჯვების ძირითადი ფაქტორი სამშობლოს უკავშირდება. აქ მეტი შესაძლებლობებია წარმატებისთვის. თუმცა, უცხოეთი არც ცუდია და არც კარგი, ის თქვენთვის საშუალოა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა