ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რომელი პროფესიაა თქვენთვის წარმატების მარტივად მომტანი

№13

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 07.04, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

ადამიანების დიდი ნაწილი, ხშირად მთელ ცხოვრებას ფუჭად ატარებს, წარუმატებლად, მთელი რიგი ბარიერებისა და წინაღობების გადალახვაში, საკუთარი მოწოდებისა და ჭეშმარიტი მისიის ძიებაში. თუ ასტროლოგიურად ზუსტად იცით, კონკრეტულად რა ტიპის საქმიანობაა ბედნიერების მომტანი თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის და მას აირჩევთ, მაშინ ცხოვრებას გაიმარტივებთ, დედამიწაზე თქვენს კოსმიურ მისიასაც შეასრულებთ და წარმატებასაც ადვილად მიაღწევთ.

ვერძი – თქვენთვის, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად კარგად წარმოსაჩენად, სამხედრო საქმე, სპორტი და ცეკვა მოიაზრება. ზოგადად კი, ნებისმიერი საქმეა მისაღები, რომელიც ლიდერული თვისებების გამოვლენას გულისხმობს.

კურო – თუ ცდით, აღმოაჩენთ, რომ კულინარის როლში საკმაოდ თამამი და წარმატებული ხართ. თქვენთვის, ასევე, წარმატებული სფეროებია მშენებლობა და ინტერიერის დიზაინი.

ტყუპები – თქვენი კოსმიური მისია და მოწოდება შუამავლისა და კონსულტანტის პროფესიაა. ასევე, ჟურნალისტიკა.

კირჩხიბი – ოჯახზე, ფესვებზე დამოკიდებული ადამიანია, ამიტომ, სულიერად ბედნიერი იქნება თუ დაკავდება ისტორიით, ანტიკვარიატით ან სიძველეების მოვლით.

ლომი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის მთავარია ამბიციები, საკუთარი იმიჯი და უფროსობა. ამიტომ, მისთვის იდეალური ორგანიზატორის საქმიანობაა. ასევე, შემოქმედებითი სფეროები და ფსიქოლოგია.

ქალწული – საშინლად აღიზიანებს ქაოსი. ამიტომ, ბედნიერად ნებისმიერ სფეროში იგრძნობს თავს, სადაც მას „დალაგებისა“ და ზრუნვის საშუალება მიეცემა. მისთვის საუკეთესოა მედიცინის სფერო, სადაც ის მაქსიმალურად დაიხარჯება და სხვებზე ზრუნვითა და მკურნალობით თავის კოსმიურ მისიასაც შეასრულებს.

სასწორი – პოეტური და რომანტიკული ნიშანია, გამოკვეთილი სამართლიანობის გრძნობით. პროფესიებიდან მისთვის კარგია და წარმატების მომტანი: მოდა, დიზაინი, არქიტექტურა, ასევე, იურისპრუდენცია.

მორიელი – გამოწვევებისა და ექსტრემის გარეშე ცხოვრება არ შეუძლია. მისი კოსმიური მისია და ცხოვრებისეული მოწოდება ნებისმიერი ტიპის ექსტრემალური პროფესიაა, დაწყებული მრბოლელის პროფესიით, დასრულებული მაშველისა და კასკადიორის საქმიანობით.

მშვილდოსანი – უყვარს სხვებისთვის მორალის კითხვა და ჭკუის სწავლება. ამიტომ, დედამიწაზე მისი მოწოდება და კარმული მისია კარგი ლექტორობა და მასწავლებელის პროფესიაა. მეორე სისუსტე კი მოგზაურობაა. შესაბამისად, ტურიზმშიც საკმაოდ წარმატებულია.

თხის რქა – დისციპლინა და კარიერული ამბიციები აწუხებს. მისთვის, აუცილებელია საქმიანობა, რომელიც წინსვლისა და პროფესიულად გაზრდის საშუალებას მისცემს. ამას თავად ალღოთი და ინტუიციურად გრძნობს.

მერწყული – თავისუფლად მოაზროვნე, კრეატიული ნიშანია. ბედნიერი იქნება, თუ რაიმე ტიპის ჯგუფურ საქმიანობაში ჩაებმება ან სოციალური პროექტებით დაკავდება.

თევზები – ფაქტობრივად, უდიპლომო ფსიქოლოგები არიან. მათთვის, ერთი სიამოვნებაა ადამიანური ისტორიების მოსმენა და რჩევების გაზიარება. ამიტომ, სასურველია, ზუსტად ამ პროფესიაში ან ხელოვნებაში სცადონ ბედი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი