ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რომელი ლითონი მოგიტანთ იღბალს და გააძლიერებს თქვენს ენერგეტიკას

№3

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 26.01

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს, შეუძლია თავისი ენერეგეტიკა და იღბალი იმ ლითონით გააძლიეროს, რომელიც მის აურასთან არის ახლოს. ასეთი ლითონი ერთგვარ თილისმის როლს ასრულებს – საფრთხისგან გიცავთ და სიმშვიდე და იღბალი მოაქვს.

ჩვენი პლანეტა, პრინციპში, ლითონის უზარმაზარი ნაჭერია. სწორედ ამიტომ სამყაროს ენერგეტიკასთან წარმატებული კავშირისთვის ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა თავისი შესაბამისი ლითონის სამკაული უნდა ატაროს.

ვერძი

ვერძის თილისმა ოქროა. სწორედ ოქროს შეუძლია იმ ცეცხლის შენარჩუნება, რომელიც ამ დინამიკური ადამიანების გულებში ანთია. ცეცხლის სტიქია და ოქრო შესანიშნავი კავშირია.

კურო

კუროს ლითონია ალუმინი. მიუხედავად იმისა, რომ რბილია, ის ძალზე მდგრადია სხვადასხვა ზემოქმედების მიმართ. ალუმინი კუროებს დაეხმარება, რომ ცხოვრებაში არაფრის შეეშინდეთ.

ტყუპები

ტყუპებს ლითონებიდან ვერცხლი მიესადაგება. ამ ლითონს შეუძლია, გამოავლინოს ამ ნიშნის საოცარი გამჭრიახობა, დაიცვას ის უაზრო რისკებისა და დაუდევარი საქციელისგან.

კირჩხიბი

კირჩხიბები ჯიუტები არიან, მაგრამ ძალზე საყვარლები. მიუხედავად იმისა, რომ რბილი ხასიათი აქვთ, თავიანთ მოსაზრებასა და შეხედულებას არასდროს იცვლიან. მათთვის საუკეთესო ლითონია ტიტანი და მისი შენადნობები. ანალოგიური, მაგრამ მნიშვნელოვნად ნაკლები მოქმედება აქვს ვერცხლსაც.

ლომი

ლომს ოქრო უყვარს, ხოლო ოქროს – ლომი. ამ ნიშნისთვის ოქროს თითქმის ისეთივე სარგებლობის მოტანა შეუძლია, როგორც ვერძისთვის. ოქრო იცავს ლომს, ამაღლებს მის განწყობას, აძლევს სასიცოცხლო ძალებს.

ქალწული

ქალწულებს შესანიშნავად ესადაგება რბილი ლითონები, როგორიცაა კალა, სპილენძი, ალუმინი, ოქრო. ამ ლითონებიდან ნებისმიერს შეუძლია ქალწულის გრძნობებსა და ლოგიკას შორის ბალანსის დაცვა. ეს ლითონები ხაზს გაუსვამს ამ ნიშნის ბუნებრივ სირბილეს.

სასწორი

სასწორის ზოდიაქოს თილისმა ბრინჯაოა. ის გამოირჩევა შესანიშნავი მდგრადობით, რომელიც არ ჰყოფნის ამ ნიშანს, ანიჭებს ძალას ნებისმიერი მნიშვნელოვანი ამოცანის შესრულებისას.

მორიელი

მორიელი ფოლადის ადამიანია. რთულია მისი გატეხა, ამიტომ რკინის შენადნობები ჰარმონიულად ესადაგება ამ ნიშანს. მორიელიც, რკინის მსგავსად, მხოლოდ დროის გავლენას შეიძლება დაექვემდებაროს.

მშვილდოსანი

მშვილდოსნის ლითონი ვერცხლია, რომელიც ხაზს უსვამს ამ ნიშნის დამოუკიდებლობას. მშვილდოსანი, რომელიც ვერცხლს ატარებს, ჩვეულებრივ, უფრო წარმატებულია და ურთიერთობებში ნაკლებ სირთულეს აწყდება.

თხის რქა

თხის რქის მფარველია პლატინა. ის იცავს ამ ნიშანს და, იმავდროულად, ხაზს უსვამს მის უდრეკობას გარე გავლენებისადმი, ასევე მის სიბრძნეს. პლატინა ურთიერთქმედებაში თითქმის არაფერთან შედის და ეს თხის რქას ეხმარება, რომ საკუთარი თავის ერთგული დარჩეს.

მერწყული

მერწყულის ლითონებია ოქრო და სპილენძი. ორივე რბილი ლითონია – ისეთივე, როგორიც თავად მერწყულია. მერწყული დიდი მონდომებით არჩევს საურთიერთობო წრეს. სწორედ ამიტომ სპილენძის ან ოქროს სამშვენისები მათთვის თილისმის ფუნქციას ასრულებს.

თევზები

თევზების ლითონია ვერცხლი, რომელიც მათ უბედურებისგან იცავს. ეს შესანიშნავი თილისმაა თევზებისთვის. ვერცხლს მათთვის წარმატება მოაქვს ნებისმიერ სფეროში და განსაკუთრებით, სიყვარულში.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №21

23-29 მაისი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვერკა ჯაჯანიძე

ვერკა ჯაჯანიძე: მამალ ქალებს რომ ეძახიან, მართლა ე...