ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რომელი ასტროლოგიური სტიქია ბატონობს თქვენზე

№44

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 10.11, 2021 წელი

ასტროლოგიური
პროგნოზითბილისელებისგან“
დაკოპირებულია

ადამიანები ზოდიაქოს ნიშანს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ, ვიდრე ასტროლოგიურ სტიქიებს. ეს არასწორი მიდგომაა. არსებობს ზოდიაქოს თორმეტი ნიშანი, რომელიც ოთხ ასტროლოგიურ სტიქიად არის დაყოფილი. საჭიროა, რომ ამ ოთხი სტიქიის ნიშან-თვისებები ყველა ჩვენგანმა კარგად იცოდეს და, შესაბამისად, ითვალისწინებდეს კიდეც ყოველდღიურ ცხოვრებაში და ადამიანებთან ურთიერთობის დროს.

თითოეულ სტიქიაში ზოდიაქოს სამი ნიშანი ერთიანდება და ისინი რადიკალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. კერძოდ:

ცეცხლის სტიქიაში ერთიანდებიან ვერძი, ლომი და მშვილდოსანი – ამ სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს აქვთ ძალაუფლების მოპოვების, პირველობის, ხელმძღვანელი პირის რანგში, ასევე, ყურადღების ცენტრში ყოფნის სურვილი. ამ ადამიანებს, აგრეთვე, ახასიათებთ ეგოიზმიც. გარკვეული პარამეტრებით ეს ადამიანები განსხვავდებიან, თუმცა კარგად უგებენ ერთმანეთს. ძალიან უყვართ ნათესავები, ოჯახის წევრები, ახლობლები და ცხოვრების საერთო პრინციპები მათ ერთმანეთთან უფრო აახლოებთ.

ჰაერის სტიქიაში ერთიანდებიან ტყუპები, სასწორი და მერწყული – ჰაერისა და ცეცხლის სტიქიების ქვეშ დაბადებული ადამიანები კარგად უგებენ ერთმანეთს. ჰაერის სტიქიის „წარმომადგენლები“ ძალიან ცნობისმოყვარეები, თავისუფლების მოყვარულები, გონებამახვილები და ინტელექტუალურები არიან. აქვთ განუსაზღვრელი ფანტაზიის უნარი. უყვართ მოგზაურობა. ადამიანებში მუდმივად სიყვარულსა და სითბოს ეძებენ. არიან კომუნიკაბელურები, ხალისითა და იუმორით სავსე, დიპლომატიურები. ამ სტიქიის ნიშნები კარგად უგებენ ერთმანეთს.

წყლის სტიქიაში ერთიანდებიან მორიელი, კირჩხიბი და თევზები – მათი ძირითადი დამახასიათებელი პარამეტრები და ნიშან-თვისებებია უცნაური სიზმრები, ემოციურობა, სიღრმისეული ინტუიცია, სხვების დახმარება, გულმოწყალება, გადაჭარბებული რომანტიკულობა, გიჟმაჟური სიყვარული, წინასწარმეტყველების უნარი, საოცარი მგრძნობიარობა, დიპლომატია, გულწრფელობა, სამართლიანობა, კოსმიური საკითხებითა და ამოუცნობი ფენომენებით დაინტერესება, ტრადიციებისადმი პატივისცემა, უფროსების რჩევებისა და დარიგებების გათვალისწინება.

მიწის სტიქიაში ერთიანდებიან: კურო, თხის რქა და ქალწული – ახასიათებთ პრაქტიკულობა, არ აშინებთ ცხოვრებისეული სიძნელეები, არიან დისციპლინირებულები, ტრადიციულები, პუნქტუალურები, ორგანიზებულები, შეუპოვრები, მომთმენები, ნებისყოფიანები, სტაბილურები. კარგად ეწყობიან წყლის სტიქიის ქვეშ გაერთიანებულ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. მათ ბევრი საერთო თვისება აქვთ და თავისი ფსიქოტიპით, მონათესავე სტიქიის ზოდიაქოს ნიშნები არიან. მიწის სტიქიის ქვეშ გაერთიანებულ ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს, ურთიერთობა უჭირთ ჰაერისა და ცეცხლის სტიქიის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი