ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რომელ დღეს მოჭრილ თმას ატანთ უარყოფით ემოციას და რატომ არ უნდა შეიჭრათ თმა საკუთარი ხელით

№31

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 11.08, 2021 წელი

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

თუ გალამაზება გადაწყვიტეთ და ეს საქმე ვარცხნილობით დაიწყეთ, მაშინ აუცილებლად ის დღე უნდა შეარჩიოთ, როცა სტილისტთან წასვლა თქვენთვის საშიში არ არის. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება პარასკევ დღეს სილამაზის სალონში ვიზიტის დაგეგმვა, თმის შეჭრა არც კვირა დღეს ვარგა. უნდა იცოდეთ, რომ ამით თქვენს ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და ბედ-იღბალს, გარკვეულ საფრთხეს შეუქმნით. უმჯობესია, საკუთარი თავი შესაძლო უბედურებისგან თავადვე დაიცვათ – სწორად შეარჩიოთ ის დღე, როცა თმის შეჭრა თქვენთვის სასურველია, ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია, ამიტომ გაითვალისწინეთ:

* თუ თმას მზარდი მთვარის პერიოდში შეიჭრით, ის მალევე გაიზრდება, თუ კლებადი მთვარის დროს, მაშინ – შედარებით გვიან;

* თუ თმას ორშაბათ დღეს შეიჭრით, დეპრესიისგან, დარდისგან და უსიამოვნო მოგონებებისგან გათავისუფლდებით. ამ დღეს მოჭრილ თმას თან უარყოფით ემოციას ვატანთ;

* თუ სილამაზის სალონში წასვლასა და ვარცხნილობის შეცვლას სამშაბათს გადაწყვეტთ, საკუთარ თავს უსიამოვნო და მოულოდნელი ამბებისგან დაიცავთ და თანაც გარშემო მყოფებისგან მოულოდნელ და გარკვეულ დახმარებასაც მიიღებთ;

* ოთხშაბათს საპარიკმახეროში ვიზიტი და ვარცხნილობის შეცვლა-მოწესრიგება დაგეხმარებათ დაარეგულიროთ დაძაბული ურთიერთობები სამსახურში, ოჯახსა თუ საქმიან პარტნიორებთან. წამოწყებულ საქმეებსაც წარმატებით წარმართავთ და პრობლემებსაც ადვილად მოაგვარებთ. ოთხშაბათ დღეს თმის შეჭრას ხშირად მოულოდნელი ინფორმაციის გაგებაც მოჰყვება ხოლმე;

* თუ გინდათ, მეტად ავტორიტეტული გახდეთ, საკუთარი თავის რწმენა გაიასმაგოთ, გარშემო მყოფთა მაქსიმალური ყურადღება მიიქციოთ და კოლეგების აღიარებაც მოიპოვოთ, მაშინ გირჩევთ, თმა, სწორედ, ხუთშაბათს მოიჭრათ;

* რაც შეეხება პარასკევს, ამ დღეს ორგანიზმში ბიოქიმიური პროცესები შენელებულია და თმის შეჭრა ამის გამო არ არის რეკომენდებული. ამ დღეს შეჭრილი თმა ნელა იზრდება და თან სტრუქტურულ შემადგენლობასაც იცვლის;

* გირჩევთ, სილამაზის სალონს, ძირითადად, შაბათს მიაკითხოთ და ვარცხნილობა სწორედ ამ დღეს მოიწესრიგოთ. ვინაიდან, ვარცხნილობის მოწესრიგება შაბათ დღეს მარტოობისგან გაგათავისუფლებთ, გაგიჩენთ თანამოაზრეებს, დაგანახვებთ ძალებს საკუთარ თავში, გაგიძლიერებთ თვითრწმენას და გაგიჩნდებათ სიყვარულისა და ვნებების თამამად გამოხატვის სურვილი. შაბათს თმის შეჭრით ცხოვრებისეულ პრობლემებს უფრო ადვილად და წინაღობების გარეშე მოაგვარებთ და უარყოფითი ენერგიისგანაც ადვილად გათავისუფლდებით. სწრაფად შეგეცვლებათ გუნება-განწყობა სასიკეთოდ, აგიმაღლდებათ სასიცოცხლო პოტენციალი და სიყვარულის გამოხატვის სურვილი.

*კვირას კი თმის შეჭრა კატეგორიულად იკრძალება. სწორედ, ამ დღეს აღწევს ადამიანისა და მისი მფარველი ანგელოზის კავშირი მაქსიმალურ ზღვარს. თუ არ გაითვალისწინებთ და თმას კვირა დღეს შეიჭრით, ამით კოსმოსთან კავშირს დაარღვევთ და თქვენზე ეს უარყოფითად აისახება. ამიტომ, გაფრთხილებთ და კატეგორიულად გთხოვთ, კვირა დღეს ნუ შეიჭრით თმას, ნუ შეიქმნით ზედმეტ პრობლემას, ისედაც გაუსაძლისსა და პრობლემურ ცხოვრებაში.

არასდროს შეიჭრათ თმა იმ დღეს, როცა დაიბადეთ. ეს სიცოცხლის შემოკლებას უწყობს ხელს. ასევე, არასდროს შეიჭრათ თმა საკუთარი ხელით. ყველაზე ცუდია თმის შეჭრა ღამით, მზის ჩასვლის შემდეგ. ამასთან გაითვალისწინეთ, არ გადაყაროთ ის ურნაში. გაახვიეთ შეჭრილი თმა და გამდინარ წყალს გაატანეთ, მაგალითად, მდინარეს. აქვე გეტყვით, რომ ვარცხნილობას, გარკვეული ცვლილების შეტანა შეუძლია ადამიანის ბედშიც. მაგალითად:

* უკან გადაწეული და შეკრული თმა აძლიერებს ენერგეტიკულ კავშირს გარე სამყაროსთან;

* მარცხნივ და უკან გადავარცხნილი თმა ადამიანს ლოგიკურ აზროვნებაში ეხმარება,

* გაშლილი თმა უდარდელი ცხოვრების ნიშანია;

* დახვეული და გაშლილი თმა ფიზიკური რეაქციების გაძლიერებას უზრუნველყოფს და ამაღლებს ორგანიზმის საერთო ტონუსს. იწვევს საწინააღმდეგო სქესის დაინტერესებას. უნდა იცოდეთ, რომ ყოველთვის გარშემო მყოფთა ყურადღების ცენტრში იქნებით;

* ტალღისებური და გაშლილი თმის ტარება წარმატებებს მოგიტანთ კარიერასა და ბიზნესში.

ასევე, თუ არც ბედს უჩივით და არც საკუთარი საქმით ხართ უკმაყოფილო და გინდათ, თავიდან აიცილოთ ცუდი კუთხით ცვლილებები, მოერიდეთ ვარცხნილობის, სტილისა და თმის ფერის შეცვლას. იმიჯის უცაბედი შეცვლა, შესაძლოა, წარმატების, წინსვლის შეჩერების მიზეზი გახდეს. მართალია, ერთფეროვანი ვარცხნილობა, მოსაბეზრებელია, მაგრამ მისი შეცვლა ისეთ დღეს უნდა დაგეგმოთ, როცა ეს სასურველია და არც საფრთხეს გიქადით.

თმის საშუალებით ჩვენ კოსმოსიდან იმ ენერგიას ვიღებთ, რაც ბედნიერებისთვისაა საჭირო და ამიტომ მას მეტად ფრთხილად უნდა მივუდგეთ. თმის შეჭრით ხდება ადამიანის გარკვეული ენერგეტიკული ცვლილება, ამიტომ ნებისმიერმა ჩვენგანმა წინასწარ უნდა დაგეგმოს იმიჯთან დაკავშირებული ცვლილებები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი