ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რომელ ასაკშია ქორწინება გამართლებული და იღბლიანი

№37

ავტორი: ნონა დათეშიძე 11:00

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

ბევრს უმართლებს და ცხოვრების თანამგზავრს ადრეულ ასაკში პოულობს, ზოგიც საკმაოდ გვიან ოჯახდება. თუმცა, რომელ ასაკშია დაქორწინება იღბლიანი და გამართლებული ზოდიაქოს თითოეული ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის, ამას ასტროლოგია გვკარნახობს.

ვერძი – მოუთმენელია. არ უყვარს ლოდინი და ამიტომაც იღებს ნაუცბათევ და საბედისწერო გადაწყვეტილებებს. მზადაა, რამდენიმეთვიანი ნაცნობობის შემდეგ რჩეულს დაქორწინება შესთავაზოს და ცოლქმრობის მძიმე უღელში შეებას. არ აჩქარდეთ, კარგად დარწმუნდით, რომ თქვენი გრძნობები ნამდვილია. ქორწინებისთვის საუკეთესო ასაკი 32-34 წელია.

კურო – ძალიან ნელა და ფუნდამენტურად ფიქრობენ, სანამ საყვარელ ადამიანზე დაქორწინებას გადაწყვეტენ. სჯერათ მარადიული სიყვარულის და საკმაოდ დიდხანს ელოდებიან იდეალურ პარტნიორს, რომლის გვერდითაც სიბერის წლების გატარება წარმოუდგენიათ. ქორწინების საუკეთესო ასაკია 30-31 წელი.

ტყუპები – უყვართ თავიანთი პარტნიორები, მაგრამ საკუთარ თავს გაცილებით მაღლა აყენებენ. ვერ იტანენ მოწყენილობას და თუ მათი შეყვარებული ახალ-ახალი თავგადასავლებისა და გართობისთვის მუდმივად მზად არ არის, შესაძლოა, მათი გზები ძალიან მალე გაიყაროს. სჯობს, ქორწინება 34-35 წლის ასაკში გადაწყვიტონ.

კირჩხიბი – ოჯახი კირჩხიბებისთვის ყველაზე მთავარია, ამიტომ ოჯახის შექმნაზე ადრეული ასაკიდან იწყებენ ფიქრს. უჭირთ მშობლიური სახლის დატოვება. ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელთათვის ქორწინების ოპტიმალური ასაკი 23-25 წელია.

ლომი – თუ ლომს ისე ექცევით, როგორც მეფეს ან დედოფალს, მაშინ ის ძალიან ადრე იწყებს ფიქრს ურთიერთობის ოფიციალურად გაფორმებაზე. თუმცა, სრულყოფილი პარტნიორის მოძებნას დიდი დრო სჭირდება. სწორედ ამიტომ, ლომებისთვის ქორწინების საუკეთესო ასაკი 22-25 ან 38-41 წელია.

ქალწული – ქალწულებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კარიერაა. თუმცა, შესაფერის პარტნიორს ძალიან ადრე პოულობენ და მთელ დარჩენილ ცხოვრებას მის გვერდით ატარებენ. ქორწინებისთვის ოპტიმალური ასაკი 21-24 ან 27-29 წელია.

სასწორი – ხშირად თხოვდებიან ადრეულ ასაკში და მალევე ანგრევენ ოჯახს. თუმცა, ეს მათ ბარიერს არ უქმნით, კვლავ დაოჯახდნენ და თანაცხოვრების პერიოდში, მეორე ნახევრის გვერდით მშვიდი, იდილიური გარემო შექმნან. ქორწინებისთვის კარგი ასაკია 27-31 წელი.

მორიელი – ზედმეტად ემოციურები არიან და როგორც ადვილად უყვარდებათ, ისე ადვილად შორდებიან. თუმცა, თუ მოინდომეს, შეუძლიათ, ნებისმიერი ქორწინება ხანგრძლივად და მუდმივად აქციონ. საუკეთესო ასაკი დაოჯახებისთვის 28-33 წელია.

მშვილდოსანი – თავისუფლებას აფასებენ, ამიტომაც ხშირად საკმაოდ ასაკიანები ქორწინდებიან. თუმცა, მიიღებენ რა ამ გადაწყვეტილებას, ყველაფერს გააკეთებენ, რომ მათი ქორწინება მაქსიმალურად წარმატებული იყოს. ქორწინებისთვის საუკეთესო 35-37 წელია.

თხის რქა – ადრე აკანონებენ ურთიერთობას ოფიციალურად და ასევე, ძალიან ადრე ხდებიან მშობლები. მათთვის მნიშვნელოვანია გარშემო მყოფთა აზრი მათი ოჯახის შესახებ. შეუძლიათ, რჩეულის გამო ყველაფერზე უარი თქვან. დაოჯახებისთვის საუკეთესო ასაკი 22-24 წელია.

მერწყული – ფრთხილები არიან, როცა საქმე სიყვარულსა და ოჯახის შექმნას ეხება. დიდხანს ფიქრობენ და აკვირდებიან მას, ვის გვერდითაც სურთ დარჩენილი წლების გატარება. თუ არჩევანს გააკეთებენ, მათი გადაწყვეტილება მყარი იქნება. ამისთვის კი საუკეთესო ასაკი 31-35 წელია.

თევზები – ყველას არ შეუძლია მათი გულის მოგება. შესაფერისი კანდიდატის პოვნის შემთხვევაში არ ღირს დიდხანს ფიქრი. რადგან, რაც მეტად დააკვირდებიან პარტნიორს, მით მეტ ნაკლს აღმოუჩენენ და მის გვერდით ცხოვრებას გადაიფიქრებენ. ხშირად ვნებას გონებაზე წინ აყენებენ. უმჯობესია, თევზებმა ოჯახი 25 წლის შესრულებამდე შექმნან.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №37

15–21 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა