ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როგორ არღვევს საკუთარ სხეულთან ჰარმონიას ადამიანი

№29

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 24.07

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

წარსულსა და მომავალს შორის არსებობს აწმყო, ანუ დროის ის მონაკვეთი, რომელშიც ამჟამად ვიმყოფებით. ბევრი სწორად არ აფასებს დღევანდელ დღეს და ეს შეცდომაა. ყოველი წამი და წუთი უნდა გამოიყენოთ და მოარგოთ ის საკუთარ ცხოვრებას, რათა გახდეთ უფრო წარმატებულები.

არცერთი ფაქტი თუ მოვლენა შემთხვევით არ ხდება. ის კოსმოსშია გაწერილი და დაგეგმილი. ამიტომ, ადამიანები, რომლებიც აწმყოს ყურადღებას არ აქცევენ და დროს სწორად ვერ აღიქვამენ, ასეთი ცხოვრების წესით საკუთარ კარმას კეტავენ და აბინძურებენ.

თუ ვერ გაგირკვევიათ, რის მიღება არ გსურთ ან რას გაურბიხართ ცხოვრებაში, კარგად დაფიქრდით და ირგვლივ ყურადღებით მიმოიხედეთ. თუ ეს რაღაც უკვე თქვენი ცხოვრების რეალური ნაწილია, მისი მიღება მაინც მოგიწევთ და კოსმოსს თქვენ ვერ შეეწინააღმდეგებით. უმჯობესია, ეს ახლავე გააკეთოთ და არ დაელოდოთ მომენტს, სანამ რამე მოხდება. ნუ მოსწყდებით რეალობასთან კონტაქტს, თუ არ გსურთ, საკუთარ სხეულთან ჰარმონია დაარღვიოთ. დროის შეჩერება შეუძლებელია, სამაგიეროდ, მისი აღქმის შეცვლა შეგვიძლია. ნურც გუშინდელ დღეს დაივიწყებთ და ნურც, მხოლოდ ხვალინდელზე იოცნებებთ. შეიგრძენით ყოველი წამი, ყური დაუგდეთ, რას გვთავაზობენ ყოველდღიურად ვარსკვლავები, გაითვალისწინეთ მათი პროგნოზები და რჩევები. დაიზღვიეთ თავი და ნეგატიურ დღეებში მეტად ფრთხილი და წინდახედული იყავით. ამით საკუთარ თავსაც დაეხმარებით და ყოველი დღე, საათი, წუთი და წამი თქვენთვის გაცილებით სასიკეთო და წარმატებული აღმოჩნდება.

ბევრი ადამიანი უჩივის თვის გარკვეულ დღეებში სისუსტეს, გაღიზიანებას, უძილობას, მგრძნობელობის მომატებას, შრომისუუნარობას. ამისგან თავის დასაღწევად, მარტივი, მაგრამ, აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები უნდა შეასრულოთ. მაგალითად, თუ სავსე მთვარეა, საძინებელი ოთახი დააბნელეთ, რადგან შესაძლოა, მთვარის ნათებიდან წამოსული ენერგია ძილთან დაკავშირებული პრობლემების მიზეზად იქცეს. უგუნებობას, გაღიზიანებასა და უძილობას თავს ადვილად დააღწევთ, თუ სავსე მთვარის პერიოდში მწარე და ცხიმიანი კერძებით ვახშმობის ნაცვლად, მსუბუქად დანაყრდებით. ასე ორგანიზმს ადუნებთ, ამშვიდებთ და ღამის მშვიდი ძილისთვის ამზადებთ. სავსე მთვარის დღეებში კარგია კონტრასტული აბაზანების მიღება, რაც ამ ასტროლოგიურად რთულ დღეებში სტრესის მოხსნაში დაგეხმარებათ.

მთვარის შევსებამდე სხეულში აქტიურად მიმდინარეობს ცხიმების დაგროვება. ამიტომ, უმჯობესია, ამ დროს წვენებით ან ხილით განტვირთვის დღეები მოიწყოთ.

სავსე მთვარის დროს იმატებს თავის ტკივილი, უძილობა, დისკომფორტი, საერთო სისუსტე და გაღიზიანება. ზოგადად, ამ პერიოდში ადამიანი როგორც სულიერად, ისე ფიზიკურად დასუსტებულია და ამიტომ უმჯობესია, მოერიდოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, ახალი საქმის დაწყებას, პრობლემების მოგვარებას. გირჩევთ, ასეთ დღეებში თავი აარიდოთ თქვენთვის უსიამოვნო ხალხთან კონტაქტს, მეტი დრო სახლში გაატაროთ და დაისვენოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №42

14–20 ოქტომბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა