ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როდის გადის ადამიანი კვანძურ, საბედისწერო პერიოდს

№3

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 25.01

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ის ასტროლოგიურად, კვანძურ, საბედისწერო, კრიტიკულ პერიოდს გადის. ზოგადად, როგორი ნიჭიერიც უნდა იყოს ადამიანი, რასაც არ უნდა აკეთებდეს და გათვითცნობიერებული აქვს თუ არა ეს მას, მისი ცხოვრება ექვემდებარება არა რაიმე პირად, არამედ კოსმიური ამოცანების გადაჭრას. როცა ესა თუ ის ნიჭი თავისთავად იწყებს გამოვლინებას, მაგალითად, როცა ჟურნალისტი პოლიტიკაში მიდის, იურისტი - ბიზნესში, ინჟინერი ხდება პოეტი, ექიმი - ექსტრასენსი, მასწავლებელი - მომღერალი და ასე შემდეგ. სწორედ ესაა ადამიანისთვის კოსმიური ამოცანის წინაშე დადგომა.

თუ ადამიანი ცხოვრობს მასთან მისადაგებული ასტროლოგიური, სამხრეთის კვანძების მითითებების შესაბამისად და აკეთებს მხოლოდ იმას, რაც კარგად ესადაგება მის ინტერესებს, ადვილად გამოსდის საქმე. როცა ცხოვრება კონფლიქტში შედის ბედისწერასთან და ბედი სჯის ადამიანს, მას ხელიდან ეცლება ყველაფერი, რასაც მანამდე მიაღწია. ამ დროს ის მხოლოდ თანდაყოლილი თვისებების ხარჯზე ცხოვრობს და ვერ ავითარებს ახალ საჭირო თვისებებს. ხოლო, თუ ადამიანი ჩრდილოეთის კვანძის მითითებების მიხედვით ცხოვრობს, აკეთებს მისთვის საინტერესოს, სულიერი განვითარების საშუალებას აძლევს საკუთარ თავს და დახარჯული ენერგია აღემატება შედეგებს, მაშინ ბედის მხრიდან დარტყმა არ არის მოსალოდნელი. თუმცა, ჩრდილოეთის კვანძისკენ მიმავალი გზა ძალიან რთულია, რადგან ის ადამიანისგან ითხოვს უცნობი და ახალი თვისებების გამოვლენას. ჩრდილოეთის კვანძი გვეუბნება: „მე ვემსახურები სულიერებას, ჩემთვის რთულია, მაგრამ, თავისუფალი ვარ და ვიხვეწები დღითი დღე“, ხოლო, სამხრეთის კვანძი გვეუბნება: „მე ვემსახურები მატერიალურ სამყაროს და საკუთარ სხეულს. ჩემთვის ადვილია, მაგრამ მე არ ვვითარდები დღითი დღე და ამიტომ ვისჯები“.

როდესაც ადამიანი 16-დან 18-მდე, 26-დან 28-მდე, 36-დან 38-მდე, 46-დან 48-მდე და 56-დან 58-მდე წლებს გადის, ამ პერიოდში მთვარის კვანძები საწყის პოზიციებს უბრუნდება. ეს ჩვენთვის არის ცხოვრების საკვანძო მომენტები, რაც გვაიძულებს, შევაფასოთ და გავიაზროთ განვლილი ცხოვრება, ვიპოვოთ წარუმატებლობა-წარმატებათა მიზეზები. ეს, წარსულის შედეგების შესაბამისად, გვაძლევს გეზს, რომ მომავალში კორექტივები შევიტანოთ. ზოგ შემთხვევაში კი, ეს კრიტიკული და საბედისწერო წლებიცაა.

16-18 წლებში იწყება ჩრდილოეთის კვანძის სრული გააქტიურება და ჩართვა – დამოუკიდებელი ცხოვრება, დაძაბული და მტკივნეული ფსიქოლოგიური პროცესი. ამ დროს ხდება ბავშვის მდგომარეობიდან მოზრდილის მდგომარეობაში გადასვლა.

26-დან 28-მდე და 36-დან 38-მდე წლების პერიოდში ადამიანებს უწევთ მთავარი გამოცდების ჩაბარება. ამ დროისთვის მას უკვე მიღებული აქვს განათლება, არჩეული აქვს პროფესია, ცხოვრების გზა. ასევე, შეცნობილი აქვს ცხოვრების ავ-კარგი და ზრუნავს მატერიალურსა და სულიერ კეთილდღეობაზე. ამ პერიოდში ხშირია ღალატი, ოჯახის დანგრევა, დაოჯახება, სამუშაოს დაკარგვა ან ახლის ძიება, გახდომა ან გასუქება და ასე შემდეგ, ანუ, შეიძლება, მთელი ცხოვრება თავდაყირა დადგეს და შეიცვალოს.

46-დან 48-მდე და 56-58 წლებში კი იცვლება ამოცანები, მიზნები, გემოვნება. ამ დროს ადამიანი ხვდება, რა უნდა. ასევე, დგება შინაგანი კრიზისისა და ღრმა შინაგანი გადახალისების პერიოდი. ამიტომ, ეცადეთ, არ მოდუნდეთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთარ თავს, მისწრაფებებს და მაქსიმალურად დახარჯეთ თქვენი ენერგია და რესურსი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

3- იანვარი - 5 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი 26 დეკემბერი – 1 იანვარი