ჰოროსკოპი და შეუცნობელი

როდის და როგორ ხდება ადამიანის კოსმიური დასჯა

№13

ავტორი: ნონა დათეშიძე 17:00 13.04

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

ადამიანის კოსმიური დასჯა ყოველთვის გარკვეული სიგნალია. ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ასტროლოგიასა და ვარსკვლავებთან, მათ მდებარეობასთან და ასე შემდეგ. ასევე, ყველა ადამიანს გარს აკრავს ენერგოინფორმაციული აურა, რომელიც შედგება გარკვეული მუხტისგან. ეს მუხტი შეიძლება იყოს დადებითი, უარყოფითი ან ნეიტრალური. როცა რამდენიმე ადამიანი ერთად მგზავრობს, ცხადია, ხდება მათი მუხტების, ანუ აურის შეგროვება და შეჯამება. თუ ამას დაემთხვა უარყოფითი დღე, ანუ ახალმთვარეობა, ან მარსის, ან სატურნის 90-გრადუსიანი კვადრატული დამოკიდებულებით ერთმანეთთან, მაშინ მაღალია კატასტროფის რისკი. ასეთ დროს კი შესაძლოა, დაიღუპოს ბევრი და გადარჩეს ერთი ანუ ის, ვისი აურაც ამ პერიოდისთვის დადებითია და არ შეესაბამება იმ მძიმე ენერგეტიკულ ფონს. ამ დროს ამ კონკრეტული ადამიანის მფარველი ანგელოზი იწყებს გააქტიურებას. თუმცა, ამ ადამიანს რომ კოსმოსიდან კატასტროფა მაინც დაატყდა, იმის მანიშნებელია, რომ რაღაცას ისე ვერ აკეთებს და აუცილებელია, დედამიწაზე კოსმოსური ვალი მოიხადოს, ცხოვრებაში რაღაც დეტალები შეცვალოს. ეს ადამიანი უკვე მოხვდა ასეთ ჯგუფში, რაც ნიშნავს, რომ განგებამ ასეთი სასიკეთო და „მსუბუქი“ სასჯელით მიანიშნა იმაზე, რომ ცვლილებები მისთვის აუცილებელია, რათა შემდგომში უარესად არ დაისაჯოს.

სამყაროში, შემთხვევით და უცაბედად არაფერი ხდება. კოსმოსში ყველაფერი იგზავნება დედამიწიდან და ეს კანონზომიერია. ვარსკვლავებს კი პირდაპირი კავშირი აქვთ კონფლიქტებთან, ავტოკატასტროფებთან, ავადმყოფობებთან, ჯანმრთელობის გაუარესებასთან და ასე შემდეგ. ასე რომ, რაც ჩვენს თავს ხდება, ეს ყველაფერი კანონზომიერია.

არსებობს მთვარის სატანური დღეებიც. ამ დღეებში მოზღვავებულია შავი ძალების გავლენა, რაც მაქსიმალურად უწყობს ხელს სხვადასხვა სახის ტრავმებს, კატასტროფებსა და ავარიებს. ეს დღეებია ახალი მთვარიდან მეორე, მესამე, მეხუთე, მეცხრე, მეთორმეტე, მეცამეტე და ოცდამეცხრე დღეები. ამ დროს კოსმოსიდან დედამიწაზე მოდის უარყოფითი ენერგიის დიდი ნაკადი და ფრთხილად უნდა ვიყოთ.

თითოეულ ჩვენგანს ამ სამყაროში საკუთარი ადგილი და გარკვეული ფუნქცია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვექვემდებარებით სხვადასხვა სეზონურ ცვლილებასა და პლანეტარულ ზემოქმედებას, მაინც არ მივეკუთვნებით აბსოლუტურად განპირობებულ ქმნილებებს, რადგან მხოლოდ ჩვენს ხელშია შესაძლებლობები, რაც, შეიძლება, გამოვიყენოთ ან არ გამოვიყენოთ. აქედან გამომდინარე, აუცილებელია ბუნებისა და კოსმოსის კანონზომიერებათა შესწავლა.

ერთი თვის განმავლობაში მთვარე მთლიანად გადის ზოდიაქოს რკალს, თორმეტივე ნიშანს და ქმნის გარკვეულ კონფიგურაციებს სხვა პლანეტებთან მიმართებაში. მაგალითად, როცა მთვარე ქმნის 90-გრადუსიან უარყოფით, დაძაბულ ასპექტს მარსთან, სატურნთან ან ურანთან, ეს მოქმედებს საჰაერო მოგზაურობასა და მოძრაობაზე. ამ პერიოდში მაღალი ალბათობაა იმისა, რომ უსიამოვნებები შეიქმნას ავია და ავტოტრანსპორტით მგზავრობისას. ამას თუ ემატება ახალმთვარეობის დღეები, მაშინ სიტუაცია კიდევ უფრო იძაბება, რთულდება და, შესაბამისად, რისკიც იზრდება. სწორედ ახალმთვარეობის დროს იმატებს მკვლელობების, ავარიების, კატასტროფებისა და სხვადასხვა დაავადების გამოვლენის სტატისტიკური მაჩვენებელი.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

21–27 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა