ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რას გვპირდება 2021 წელიწადი

№53

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 06.01, 2021 წელი

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

2021 წელი თეთრი ხარის მმართველობის წელია, რომელსაც მეტალის ენერგეტიკა ექნება. თეთრი ფერი, ასტროლოგიურად, სიწმინდის, სიკეთისა და სამართლიანობის სიმბოლოა. თეთრი ხარის წელი კი ბევრ მოულოდნელობასა და სიახლეს გვპირდება. 

მართალია, ზოგადად, ეს წელიწადი, ძალიან ენერგოხარჯიანი პერიოდია, როდესაც ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი მოვლენა მოხდება და რასთან ადაპტირება და შეგუება ბევრს გაუჭირდება, თუმცა, ამასთან, ეს წელი, წინსვლისა და სერიოზული ცხოვრებისეული ცვლილებების სიმბოლოა.

რას მოგვიტანს ხარის წელი?

მეტალი კი სულის სიმტკიცეს, ხელშეუხებლობის და გამძლეობის ნიშანია. ეს ნიშნავს, რომ 2021 წელს სხვადასხვა სიტუაციის წინაშე აღმოჩნდებით და ნებისყოფისა და გამარჯვების სურვილის დემონსტრირება მოგიწევთ. ყველაზე წარმატებული ადამიანები იქნებიან ისინი, ვისაც ურყევი და ამბიციური ხასიათი აქვთ, ადამიანები, რომლებიც მედგრად მიიწევენ წინ და გზაზე ყველა წინაღობას ანადგურებენ.

სასურველია, მეტი დამოუკიდებლობა გამოავლინოთ როგორც კარიერულ, ისე პირად ცხოვრებაში. გირჩევთ, ჯერ მიზნები დასახოთ და საქმეები შემდეგ დაგეგმოთ. თუ გარისკავთ და რამდენიმე საქმეს ერთად შეუდგებით, შესაძლოა, არასწორ გზას დაადგეთ. 2021 წელს სწრაფად მაგრამ, გათვლებით უნდა იმოქმედოთ. აქტუალური წელი იქნება სიყვარულისთვის. თუ ვინმე მოგეწონებათ, აჯობებს, პირდაპირ განაცხადოთ თქვენი სიმპათიებისა და სურვილების შესახებ. წელს „სასიყვარულო თამაშები“ საკმაოდ ნეგატიურ შედეგებს მოგიტანთ.

ოჯახი

ოჯახურ ცხოვრებაში, მეგობრებთან და ახლობლებთან კი ყველაზე მთავარი ტყუილისა და ფარისევლობისგან თავის შეკავება იქნება. თუ ხარის წელში რომელიმე ადამიანთან ურთიერთობისას ნეგატივს იგრძნობთ, აჯობებს, ურთიერთობები დიდხანს არ გაწელოთ და სწრაფად დაამთავროთ. ხარის წელში ადამიანები თავს უფლებას მისცემენ, უფრო თამამად გამოაჩინონ ემოციები და მეტად ფეთქებადები გახდებიან.

ჯანმრთელობა

ჯანმრთელობის მხრივ კი, არასტაბილური წელია. აუცილებელია, ენერგიისა და დროის სიფრთხილით ხარჯვა, პრიორიტეტების სწორად განაწილება. თუ ძალიან ბევრს იმუშავებთ და გადაიღლებით, შესაძლოა, იღბალი დაკარგოთ. ხარის წელში ძალების სწრაფი შემოდინება ხდება, თუმცა, თუ ამას სწორად არ გამოიყენებთ, შესაძლოა, გადინებაც ასევე სწრაფად მოხდეს. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას და არ დაგავიწყდეთ დასვენება.

ხარი დინჯი, მადლიერი ცხოველია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში სწრაფად და მიზანმიმართულად მოქმედებს. თეთრი ხარის წელიწადში დაფასდება ისეთი თვისებები, როგორიც არის ერთგულება, პატიოსნება და მოთმინება. ვისაც ეს თვისებები არ გააჩნია, შესაძლოა, ხარის რქების მსხვერპლად იქცეს. ხარი შრომისმოყვარე ცხოველია და ამ თვისებას სხვებშიც აფასებს.

კარიერა

ხარის წელი ყველაზე ხელსაყრელი პერიოდია კარიერაში წინსვლისთვის. ამ წელს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაუთმოთ ოჯახს, კარგი პერიოდია ოჯახის განსამტკიცებლად. რასაც ამ წელში ჩადებთ, შემდეგში გაორმაგებული დაგიბრუნდებათ. გამოიყენეთ ყველა შანსი, რომ გაიუმჯობესოთ მდგომარეობა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში.

წელს განსაკუთრებულად მოგეთხოვებათ მოთმინების გამოვლენა, ემოციების კონტროლი, სტრესთან გამკლავება და გარშემო მყოფებზე დაკვირვება. მაქსიმალურად ეცადეთ, ყველა შანსი, რასაც ვარსკვლავები მოგცემენ, თქვენს სასარგებლოდ გამოიყენოთ. არ გადაუხვიოთ დასახული მიზნისგან და ეცადეთ, ყველა გავლენა და კონტაქტი გამოიყენოთ, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანოთ.

მეტი დრო დაუთმეთ იმიჯს, დაამაყარეთ საჭირო კონტაქტები, აწარმოეთ მოლაპარაკებები და ყურადღებით დააკვირდით საქმიანი პარტნიორების მოქმედებებს. აუცილებლად იზრუნეთ თვითგანვითრებასა და მომავალი გეგმების რეალიზებაზე. ამ წელს გეძლევათ საშუალება, მიზანს ადვილად მიაღწიოთ, ოღონდ თუ არ იზარმაცებთ, მოვლენებს კარგად დააკვირდებით და საკუთარ თავზეც მეტს იმუშავებთ. ნუ იფიქრებთ ბევრს, უბრალოდ, სწორად გათვალეთ ნაბიჯები და ისე იმოქმედეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი