ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რამდენ მნიშვნელოვან ეტაპს გადის ადამიანი ყოველ წელს

№34

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 28.08, 2024 წელი

ჰოროსკოპი - ზოდიაქოს
ნიშნები - Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ადამიანი ყოველ წელიწადს შვიდ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ ეტაპს გადის. აუცილებელია, იცოდეთ, რა მოიმოქმედოთ თითოეული ეტაპის დროს, რომ ყოფა გაგიადვილდეთ.

ცხოვრებისეული ეტაპების გამოთვლა კი ხდება დაბადების დღიდან და ის 52 დღე გრძელდება. ეს თქვენი პირველი ცხოვრებისეული ეტაპია. მორიგი ეტაპი კი 52 დღის შემდეგ იწყება – კვლავ გადათვალეთ 52 დღე. ეს კი იქნება მეორე ცხოვრებისეული ეტაპი და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში, დაბადების წელს არანაირი მნიშვნელობა არ ენიჭება. ბოლო, მეშვიდე ეტაპი კი, სრულდება დაბადების დღის წინ.

ასე რომ, გამოთვალეთ თქვენი ცხოვრებისეული ეტაპი და გაიგეთ რას გიქადით ბედი ასტროლოგიური კუთხით.

პირველი ეტაპი – თვითგამოვლენის პერიოდი. საუკეთესოა ჩანაფიქრების განსახორციელებლად. თამამად გადადგით ნაბიჯები და დასახმარებლად გავლენიან ადამიანებს მიმართეთ. ამ პერიოდში დაწყებული ახალი საქმე ადვილად და წარმატებულად წარიმართება. კარგია ბიზნესში კაპიტალის დაბანდება და ავტორიტეტის ამაღლება.

მეორე ეტაპი – ცვლილებების დრო. კარგია საქმიანი მივლინება, დასვენება, მოგზაურობა, ავტომობილის ან უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა, საზოგადოების წინაშე გამოსვლა და აქტიური მოქმედება. თუმცა, ამ პერიოდში ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს და არც ბიზნესი წამოიწყოთ. ასევე, ნუ აიღებთ და ნურც გასცემთ ვალს. მოერიდეთ აზარტულ თამაშებს.

მესამე ეტაპი – ენერგიის მოზღვავების დრო. აშკარად იგრძნობთ ენერგიის მოზღვავებას, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში დაგეხმარებათ. კარგია ბინის ან მანქანის ყიდვა ან გაყიდვა. ერიდეთ ახალ სასიყვარულო კავშირებს, ახალ ნაცნობობას, კონფლიქტებს, ემოციის უკონტროლობას. მაღალია ფარული მტრების გამოჩენის შესაძლებლობა, ამიტომ იყავით ფრთხილი და წინდახედული.

მეოთხე ეტაპი – შემოქმედებითი იღბლიანობის დრო. ეს პერიოდი კარგია შემოქმედებითი საქმიანობისთვის და ამ სფეროში დაკავებული ადამიანებისთვის. ადვილად შეძლებთ იდეების განხორციელებას, რადგან ფორტუნა თქვენ მხარეს იქნება. მოიმატებს მომავლის რწმენა. ამ პერიოდში არ ვარგა ახალი სასიყვარულო კავშირების დამყარება და ძვირფასი შენაძენების გაკეთება.

მეხუთე ეტაპი – წარმატებების პიკი. თქვენს აზრს ბევრი გაითვალისწინებს, ისარგებლეთ გარშემო მყოფთა ნდობით. იყავით უფრო კომუნიკაბელური. დაამყარეთ ახალი კონტაქტები, გადაწყვიტეთ იურიდიული საკითხები, აწარმოეთ მოლაპარაკებები პარტნიორებთან. შეიძინეთ რამე მნიშვნელოვანი ან დააბანდეთ ფული საქმეში, მაგრამ არ დაარღვიოთ წესები და კანონები.

მეექვსე ეტაპი – დასვენების დრო. კარგი პერიოდია დასვენებისა და გართობისთვის. კარგია მეგობრებთან ურთიერთობა, რომანტიკული კონტაქტები. კარიერაშიც წარმატებები გელით. ადვილად შეძლებთ ნებისმიერი ადამიანის გულის მოგებას. თამამად დააბანდეთ ფული ნებისმიერ პერსპექტიულ პროექტში. არ დაგენანოთ და საყვარელ ადამიანებსაც დაახარჯეთ.

მეშვიდე ეტაპი – ანალიზის დრო. კარგად გააანალიზეთ ცხოვრებაში მიღებული გამოცდილება. ადვილად მიხვდებით, სად დაუშვით შეცდომა და რა გიშლით ხელს წარმატებების მიღწევაში. დასახეთ შემდგომი პერიოდის გეგმები, ნუ იჩქარებთ ძველი კავშირების დარღვევას. არ აჰყვეთ ემოციებს, რადგან ეს დრო მალე გაივლის და თქვენ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვალთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №2

13-19 იანვარი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა