ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა ფერის საფულე მოგიტანთ ფინანსურ კეთილდღეობას გველის წელიწადში

№4

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 05.02

კვირის ჰოროსკოპი
დაკოპირებულია

იმისთვის, რომ 2025 წლის მთავარი მმართველის, მწვანე ხის გველის კეთილგანწყობა მოიპოვოთ, ასტროლოგიური რჩევების გათვალისწინება აუცილებელია. ამ მხრივ, ყურადღება უნდა გაამახვილოთ ფერებისა და სტილის სწორად არჩევაზე, რომ ფინანსური კუთხით იღბალი და მთელი წლის განმავლობაში ჰარმონია მოიზიდოთ. ცხადია, 2025 წელს მწვანე მთავარი ფერია, თუმცა გველის „მოსაშინაურებლად“, წარმატებებისა და სიმდიდრის მოსაზიდად მწვანე ფერის გარდა, ყვითელი და ყავისფერიც კარგია. ითვლება, რომ ფული უფრო მეტად მიდის იმ საფულეში, რომლის ფერიც ჰარმონიაშია ზოდიაქოს ნიშნის ელემენტებთან. საფულე დადებით ემოციებს უნდა იწვევდეს და არასოდეს არ უნდა ცარიელდებოდეს.

ვერძი – უნდა აირჩიოთ ძვირად ღირებული ტყავის, მართკუთხა ფორმის საფულე. ასეთი აქსესუარი ხაზს გაუსვამს თქვენს სტატუსს. საფულის სასურველი ფერები: წითელი, ოქროსფერი და ჟოლოსფერი.

კურო – უპირატესობა უნდა მიანიჭოთ პრაქტიკულ საფულეს, სასურველია ნახატებისა და წარწერების გარეშე. სიუხვის მოზიდვაში კი მწვანე და მუქი ყავისფერი დაგეხმარებათ.

ტყუპები – მხიარულ ტყუპებს იასამნისფერი, ნაცრისფერი, მწვანე და ყვითელი ფერის საფულეები მოუხდება. ქალებმა ყურადღება უნდა მიაქციონ მართკუთხა და მომრგვალებულ საფულეებს, მამაკაცებმა კი – კვადრატულს.

კირჩხიბი – თქვენ მხოლოდ მშვიდ მდგომარეობაში შეგიძლიათ, სწრაფად გადაჭრათ ფინანსური სირთულეები. სასურველია, იქონიოთ მრავალგანყოფილებიანი თეთრი, ვერცხლისფერი ან ლურჯი ფერის მართკუთხა ფორმის საფულე.

ლომი – ენერგიულ ლომებს ფულის მოზიდვა არ გიჭირთ. ატარეთ სხვადასხვა დეკორაციის წითელი, შავი, ყვითელი ფერის საფულე.

ქალწული – ლურჯი, მეწამული და მწვანე ფერის საფულეები ქალწულებს ფინანსების მოზიდვაში დაგეხმარებათ. უპირატესობა მიანიჭეთ მარტივ ფორმება, ორნამენტებითა და დეკორით.

სასწორი – ჰარმონიულ სასწორს ზოგჯერ სტიმული სჭირდება წინსვლისთვის. თქვენთვის შესაფერისია თეთრი, მწვანე, კრემისფერი ან ლურჯი საფულე, ფორმით კი – მრგვალი ან მართკუთხა. სწორედ ასეთი საფულეები დაგეხმარებათ, გაზარდოთ თქვენი დანაზოგი და იპოვოთ შემოსავლის ახალი წყაროები.

მორიელი – მორიელებს აქვთ ძლიერი ენერგია, მაგრამ ხშირად თავშეუკავებელნი არიან. შინდისფერი, ნაცრისფერი ან ყვითელი ფერის საფულე მათ ძლიერი ენერგიის დაბალანსებაში დაეხმარება. საფულე უნდა იყოს ფართო, მაგრამ კომპაქტური, სასურველია დასაკეცი ფორმა.

მშვილდოსანი – აქტიურმა მშვილდოსანმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ იმ ფერებს, რომლებიც დააბალანსებს მათ ქარიშხლიან ენერგიას და აღადგენს შინაგან წონასწორობას. მათთვის შესაფერისია ლურჯი, იასამნისფერი ან შავი საფულეები.

თხის რქა – შრომისმოყვარე თხის რქებს შეეფერებათ ორიგინალური ცისფერი, მწვანე, შავი ფერის საფულეები. საფულით კი ატარეთ თქვენი ზოდიაქოს შესაფერისი ქვა, რათა მიიზიდოთ ფული და აირიდოთ უბარაქობა.

მერწყული – თუ მერწყულები აირჩევენ ცისფერ, თეთრ, ვერცხლისფერ საფულეს, ადვილად შეძლებენ მატერიალური კეთილდღეობის მოზიდვას. მათთვის ყველაზე წარმატებული კლასიკური დიზაინია. თქვენი საფულის ფინანსური ენერგიით დასამუხტავად სასურველია, საფულე საჩუქრად მიიღოთ.

თევზები – ბრძენ თევზებს უხდებათ მშვიდი ფერები: ვერცხლისფერი, ლურჯი, ნაცრისფერი, თეთრი. საფულე სასურველია მართკუთხა ან კვადრატული ფორმის იყოს და იმისათვის, რომ ფული მოიზიდოთ, საფულით თევზის ფიგურა ატარეთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №4

27 იანვარი - 2 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა