ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა მნიშვნელოვან ცვლილებებს ჩაეყრება საფუძველი იანვრის დასაწყისში და რაში უნდა გამოიჩინოთ მეტი წინდახედულობა

№1

ავტორი: ნონა დათეშიძე 16:00 08.01

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

ახალი, 2024 წელი შემობრძანდა და იმედია, გასულ წელზე გაცილებით მშვიდი და სტაბილური იქნება. როგორი იქნება საზოგადოებრივ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ჭრილში წლის პირველი თვე – იანვარი, რა პერიოდში უნდა გამოვიჩინოთ მეტი სიფრთხილე და რა დროს სჯობს ინტუიციაზე დაყრდნობით ნაბიჯების წინ გადადგმა – ამის შესახებ ინტერვიუ ვთხოვეთ ასტროლოგს, ბატონ მიხეილ ცაგარელს.

– ბატონო მიხეილ, როგორი ენერგეტიკა ექნება 2024 წლის პირველ თვეს და რას უნდა ველოდოთ იანვარში?

– ახალი წელი ჰარმონიული კოსმოსური ენერგიებით შემობრძანდება. იანვრის თვის 20 რიცხვამდე, გამონაკლისია 3-6 იანვრის მონაკვეთი, დედამიწა საკმაოდ დადებით ენერგეტიკულ ზონაში აღმოჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, ეს გარემოება არანაირად არ დაეტყობა პოლიტიკურ და სოციალურ სფეროებს, უნდა აღინიშნოს, რომ სწორედ ამ დროს ჩაეყრება საფუძველი იმ პროცესებსა და მნიშვნელოვან ცვლილებებს, რომლებიც 20 იანვრის შემდგომ განხორციელდება. თვის დასაწყისში მზისა და პლანეტა მარსის ტანდემი თხის რქის ზოდიაქოში მნიშვნელოვნად გაზრდის პოზიტიური ტრანსფორმაციების სურვილსა და მცდელობებს. უფრო მეტიც, თვის მეორე ნახევარში მოიმატებს გამბედაობა, ქმედითობა, პროდუქტიულობა და რევოლუციური შემართება. ამ დროს დედამიწის ბიოსფეროს ჰარმონიული ზემოქმედება ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნის ხელმძღვანელებსა და სხვადასხვა ერების წარმომადგენლებს შორის ურთიერთგაგებასა და ურთიერთობების ჰარმონიზაციას. შესაძლოა, გამოჩნდეს არსებული პრობლემების გადაწყვეტის ახალი შესაძლებლობები. დადებითი ტენდენციებია მოსალოდნელი ეკონომიკის განვითარებისთვისაც. დიპლომატიური გზით ადვილი იქნება არსებული სირთულეებისა და გაუგებრობების დაძლევა.

– ეს ტენდენცია თვის ბოლომდე გასტანს?

– 20 იანვრის შემდგომ, მზე გადაინაცვლებს მერწყულის ზოდიაქოში, პლანეტების - მარსისა და ვენერას ენერგიები კი გააქტიურდება თხის რქის ზოდიაქოში. ამიტომ, თვის ბოლო დეკადა ნაკლებად მშვიდი და ჰარმონიული იქნება. 20-იდან 27 იანვრამდე დროის მონაკვეთი კი შესაძლოა, უკიდურესად დისონანსური აღმოჩნდეს. ამ პერიოდში სოციუმსა და ძალაუფლების მქონე მაღალჩინოსან ადამიანებს შორის შეიძლება, წარმოიქმნას სერიოზული პრობლემები და მწვავე კონფლიქტები. წინა პერიოდში მიღებული კანონები, გადაწყვეტილებები და ცვლილებები კი შესაძლოა, დიდ წინააღმდეგობას გადააწყდეს და პროტესტის საბაბი გახდეს. სხვა მხრივაც, ეს პერიოდი საკმაოდ დაძაბულია. არაა გამორიცხული სხვადასხვა სახის ტექნოგენური კატასტროფები და საგზაო-სატრანსპორტო ავარიები.

– რას გვირჩევთ, როგორ განვვლოთ ეს რთული პერიოდი და რა უნდა გავითვალისწინოთ?

– ამ პერიოდში აუცილებელია მაქსიმალური სიფრთხილე გადაადგილებებისას, შორეული მოგზაურობებისას. მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ გარშემო მყოფების მოქმედებებსა და ქცევებს. ნებისმიერ სფეროში დაუშვებელია რისკი. წინდახედულობაა საჭირო ახლო მომავლის სამოქმედო გეგმების შედგენისას. 23 იანვრიდან კი პლანეტა ვენერა ადგილს დაიმკვიდრებს თხის რქის ზოდიაქოში, რის შემდეგაც ადამიანები მეტად ფრთხილები იქნებიან პირად ურთიერთობებში, პრობლემების გადაწყვეტისას კი გამოიჩენენ მეტ პრაგმატიზმსა და კონსტრუქციულობას. ამ პერიოდში გაძლიერდება ინტუიციაც, ამიტომ მისი დახმარებით შესაძლებელი იქნება არა ერთი უსიამოვნების გვერდის ავლა.

– რას გვირჩევთ ამ პერიოდში პრობლემების თავიდან ასაცილებლად?

– პრობლემების თავიდან ასაცილებლად სასურველია, უყურადღებოდ არ დატოვოთ გამოცდილი და ჭკვიანი ადამიანების რჩევები.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №46

11–17 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა