ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა გავლენას ახდენს ადამიანზე კვირის კონკრეტულ დღეს დაბადება

№9

ავტორი: „თბილისელები“ 16:00 11.03

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

დაბადების დღე უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენს ხასიათსა და თვისებებზე. თუ როგორ უნდა ამოიცნოთ საკუთარ თავში ისეთი სახასიათო შტრიხები, რასაც ასტროლოგია გიმხელთ, ამის გასაგებად ყურადღებით წაიკითხეთ სტატიის ის ნაწილი, რომელიც თქვენი დაბადების დღეს შეესაბამება.

* ორშაბათს დაბადებული ქალი ნაზი, მეოცნებე და მგრძნობიარეა. ადვილად ეგუება სხვა ადამიანს და დათმობაზეც ადვილად მიდის. ის ნამდვილ ქალად მხოლოდ მაშინ გრძნობს თავს, როცა თავის სითბოს ვინმეს უზიარებს. ორშაბათს დაბადებული მამაკაცი კი ძალზე მგრძნობიარეა. აქვს წარმოსახვის მდიდარი უნარი. განსაკუთრებით ყურადღებიანია საწინააღმდეგო სქესის მიმართ. ვერ ეგუება მარტოობას.

* სამშაბათს დაბადებული ქალი, გულუხვი და ვნებიანია. ის, მამაკაცებს თავისი საღი გონებითა და იუმორით ხიბლავს. მუდამ დამოუკიდებლობისკენ მიისწრაფვის. ამქვეყნად ყველაზე მეტად თავისუფლება უყვარს. სამშაბათს დაბადებულ მამაკაცს კი საკუთარი აზრის ჩამოყალიბების კარგად განვითარებული უნარი აქვს. ადვილად შეუძლია აიყოლიოს ადამიანები. ცხოვრებისეულ სიამოვნებებს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი იუმორის გრძნობით უმკლავდება. უყვარს გართობა.

* ოთხშაბათს დაბადებული ქალი მოსიყვარულე, თბილი და ალერსიანია, თუმცა, ამ თვისებებს მოკრძალებულობისა და თავშეკავებულობის ნიღაბქვეშ მალავს. სასიყვარულო ურთიერთობებში გულწრფელობა და ერთგულება სჭირდება, ამიტომაც, არ ენდობა ერთი ნახვით აღმოცენებულ გრძნობას. ოთხშაბათს დაბადებული მამაკაცი კი წესიერი, კეთილსინდისიერი და მშვიდია, თუმცა, თავისი გრძნობების ბოლომდე გამომჟღავნება უჭირს. მისი გრძნობა გულწრფელი და უანგაროა.

* ხუთშაბათს დაბადებული ქალი მშფოთვარე და სულსწრაფია, უყვარს თავისუფლება და თავგადასავლები. ყოველდღე იმდიდრებს გამოცდილებას. მამაკაცებს, თავისი მომხიბვლელობით იზიდავს. ხუთშაბათს დაბადებული მამაკაცი კი, ძალიან მაცდურია. მას ცხოვრების ყველა ასპექტის შეცნობა სურს და, იმავდროულად, თავისუფლებას ინარჩუნებს. არ შეუძლია მარტოობაში ცხოვრება.

* პარასკევს დაბადებული ქალი, რომანტიკული და მეოცნებეა. მისთვის მთავარია სილამაზე და ჰარმონიულობა. ემოციურია და აშინებს მარტოობა. ძალიან მგრძნობიარეა და ირგვლივ მყოფი ადამიანებისგან მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს. პარასკევს დაბადებული მამაკაცი კი ნამდვილი მსახიობია. მისი მომხიბვლელობა ბევრ მანდილოსანს აჯადოებს. მისი ხასიათის ძირითადი თვისება სიყვარული და სხვების მიმართ ყურადღების გამოჩენაა. ამ მამაკაცისთვის აუცილებელია სულიერი წონასწორობა.

* შაბათს დაბადებული ქალი იდუმალი პიროვნებაა. თავის გრძნობებს იშვიათად ამჟღავნებს. ორიგინალური და დამოუკიდებელია და გამოირჩევა ინტელექტით. ერთი შეხედვით, ის გულგრილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ, სულის სიღრმეში ძალიან ემოციურია. შაბათს დაბადებული მამაკაცი მძიმე ხასიათის, უპირველეს ყოვლისა, დამოუკიდებელი ადამიანია, რომელსაც შეუძლია, მთელი ცხოვრება მარტოობაში გაატაროს. გრძნობებს არ ამჟღავნებს, სიყვარულში არავის უტყდება. ეს არის ემოციური ადამიანი, რომელიც, რატომღაც, თავის გრძნობებს საგულდაგულოდ მალავს.

* კვირას დაბადებული ქალი, იმპულსური და თავისუფლებისმოყვარეა. მას ვნება ამოძრავებს. მისთვის არ არსებობს შუალედი, ან უყვარს, ან – არა და შესაბამისადაც იქცევა. არ შეუძლია დათმობაზე წასვლა და საკუთარი თავისუფლების შეზღუდვა. კვირას დაბადებული მამაკაცი, სავსეა ამბიციებით. აქვს საკუთარი თავის რწმენა. მას უფრო აღიარება სჭირდება, ვიდრე სიყვარული. სხვებზე შთაბეჭდილებას ინიციატივითა და ძალაუფლებით ახდენს, მოსწონს, როცა მის საუბარს ყურადღებით უსმენენ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №9

3–9 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა