ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა გავლენას ახდენს ადამიანის ბედზე კონკრეტულ თვეში დაბადება

№46

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 24.11, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

დაბადებისას ადამიანს ბედისწერაც დაჰყვება თან, რომელიც მისი ცხოვრების ყველა ეტაზე ახდენს გავლენას. როგორც ამბობენ, რაც ადამიანს დაბადებისას ბედისწერის სახით შუბლზე დაეწერა, მას ვერ ასცდება. ხოლო, თუ გაინტერესებთ, რა დაგყვათ ბედისწერის ხაზით, როგორ შეძლებთ მასში სასიყვარულო კუთხის დადებითი ცვლილებების შეტანას, ამას თქვენი დაბადების თვის მიხედვით, ქვემოთ მოყვანილ სტატიაში გაეცნობით.

იანვარი

ამ თვეში დაბადებულ ადამიანებს ელვარე და საინტერესო მოვლენებით გაჯერებული ცხოვრება აქვთ. ისინი ხშირად მიდიან რისკზე, უკან არაფერზე იხევენ, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მეორე ნახევარმაც აუწყოს მის ტემპს ფეხი და არ ჩამორჩეს. აუცილებელია, იპოვოთ ადამიანი, რომელსაც ამისთვის საკმარისი ენერგია და ნებისყოფა ექნება.

თებერვალი

ამ თვეში დაბადებულები მოულოდნელი და არაპროგნოზირებადი ხალხია, გამოირჩევიან ხასიათების ცვალებადობით. ამიტომ, მეორე ნახევარმა ის ასეთი უნდა მიიღოს, გაუგოს და მხარი აუბას. ვერ იტანენ რუტინას, უყვართ სახიფათო თავგადასავლები და სასიყვარულო თამაშები. ამ მხრივ, რთულია მათი გაძლება, თუმცა თუ თქვენნაირ სპონტანური ხასიათის, ექსტრემალ ადამიანს შეხვდებით, ვინც ყველაფერში გამოგყვებათ, მასთან ნამდვილად ააწყობთ ურთიერთობას.

მარტი

ამ თვეში დაბადებულები ბუნებით მოსიყვარულეები და თბილები არიან. უყვართ სხვაზე ზრუნვა და საყვარელი ადამიანისთვის თავსაც გაწირავენ. ხანდახან ზომაც არ იციან და მზად არიან, მთლიანი ენერგია რჩეულს დაახარჯონ. ეს კი ხშირად საკუთარი ბედნიერების მსხვერპლშეწირვის ხარჯზე ხდება. ამიტომ, სასიყვარულო თანაცხოვრებაში ისეთი ადამიანი გჭირდებათ, რომელიც თქვენზე იზრუნებს და თქვენს გრძნობებს ცუდად არ გამოიყენებს.

აპრილი

იმისთვის, რომ გაერიდოთ კონფლიქტებს, გარშემო მყოფ ადამიანებთან ხასიათის შეწყობა გიწევთ. ეს კი ზედმეტად გფიტავთ. თუმცა, თქვენი რეალური მეორე ნახევარი არ მოგთხოვთ რამე შეცვალოთ თქვენში. ამიტომ, იყავით ის, ვინც ხართ. თქვენმა რჩეულმა კი უნდა მიგიღოთ და უყვარდეთ ისეთი, როგორც ხართ უნიღბოდ – უბრალო, გულღია და მორგებული როლის გარეშე.

მაისი

ამ თვეში დაბადებულები ამბიციურები არიან. სურთ, ბევრს მიაღწიონ ცხოვრებაში და ამისთვის ყველაფერზე მიდიან. ამიტომ გვერდით ისეთ ადამიანს იმსახურებთ, რომელიც მიხვდება ამას და ხელს შეგიწყობთ. ის უნდა გახდეს თქვენი მოტივატორი და ხელი შეგიწყოთ მიზნის მიღწევაში.

ივნისი

ამ თვეში დაბადებული ადამიანი სასიყვარულო ურთიერთობაში ბოლომდე გულწრფელი და გახსნილია. ამიტომ, თქვენი მეორე ნახევარი ის ადამიანი უნდა იყოს, ვისთანაც ბოლომდე გულწრფელი იქნებით, ვისაც მოუყვებით ყველაფერს, ის კი არ განგსჯით და საკუთარ თავში არ დაგაეჭვებთ.

ივლისი

თქვენ გჭირდებათ ისეთი პარტნიორი, რომელიც სიყვარულშიც ისეთივე ვნებიანი და ენერგიულია, როგორიც თქვენ ხართ. სიყვარულის და გრძნობების გამოსახატავად თქვენ არ ცნობთ ზღვარს და ჩარჩოებს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ისეთივე ადამიანი გყავდეთ გვერდით, როგორიც თავად ხართ. სხვა შემთხვევაში, მუდმივი სიცარიელის განცდა გექნებათ.

აგვისტო

გამუდმებით ფიქრში ხართ, ბევრი იდეა გაწუხებთ და მომავლის გეგმებსაც ხშირად ისახავთ. მზად ხართ, მუხლჩაუხრელად იმუშაოთ. შესაბამისად, თქვენ გვერდით არ უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც მუდმივად თქვენგან ითხოვს ყურადღებას. თქვენთვის აუცილებელია თავისუფალი პირადი სივრცე. გვერდით გჭირდებათ ადამიანი, რომელიც ხვდება, რომ თქვენ გიყვართ ოცნება, მზად ხართ, იმუშაოთ დასვენების გარეშე და ამას შეეგუება.

სექტემბერი

ირგვლივ ყველას სითბოთი და ყურადღებით ავსებთ, გასცემთ პოზიტიურ ენერგიას. უზომოდ კეთილი ხართ. თუმცა, არსებობენ ისეთებიც, ვინც ამ ყველაფრით ცუდად სარგებლობს. ამიტომ, თქვენმა მეორე ნახევარმა არ უნდა გამოგიყენოთ და თქვენით არ უნდა იმანიპულიროს. ის უნდა იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც პატივს გცემთ და გიცავთ. ცხოვრების მეგზურად პატიოსანი და გულღია ადამიანი უნდა აირჩიოთ, რომელსაც უსიტყვოდ ეყვარებით და გაგიგებთ.

ოქტომბერი

ბევრს ფიქრობთ იმაზე, თუ რას იფიქრებენ სხვები თქვენზე. ეს კი თქვენთვის ერთგვარი გათვალვა და მახეა, რაც უკან გხევთ და ხელს გიშლით განვითარებაში. თქვენ გჭირდებათ მეორე ნახევარი, რომელიც აუცილებლად გასწავლით და დაგანახვებთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ თავზე ზრუნვა. გასწავლით, როგორ არ უნდა ჩაიციკლოთ იმაზე, თუ რას ფიქრობენ გარშემო მყოფები თქვენზე.

ნოემბერი

თქვენი ცხოვრება გაჯერებულია საინტერესო მოვლენებით. მუდმივად მუშაობთ და მიილტვით სიახლეებისკენ. გაქვთ არარეალური ოცნებებიც. ამიტომ, ისეთი მეორე ნახევარი გჭირდებათ, რომელიც რეალურ ცხოვრებას დაგანახვებთ, შეგახსენებთ, რომ ამქვეყნად ერთხელ მოდიხართ და საჭიროა სიცოცხლით ტკბობა და რომ ცხოვრება იმაზე მარტივია, ვიდრე თქვენ აღიქვამთ.

დეკემბერი

ამ თვეში დაბადებულები გულღია, სანდო და უანგარო ადამიანები არიან. აუცილებელია, შეხვდეთ ადამიანს, რომელთანაც ნდობა და სულიერი სიახლოვე დაგაკავშირებთ. ის თქვენი არა მარტო, სასიყვარულო პარტნიორი და მეორე ნახევარი უნდა იყოს, არამედ თქვენსავით მგრძნობიარე და გულღია.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი