ჰოროსკოპი და შეუცნობელი

რა ასაკში უჩნდება ადამიანს პლატონური სიყვარულის სურვილი

№5

ავტორი: ნონა დათეშიძე 20:30 15.02

ზოდიაქოს ნიშნები
დაკოპირებულია

იაპონური ჰოროსკოპის მიხედვით, ადამიანი სიცოცხლის განმავლობაში გამოიმუშავებს თორმეტ პროგრამულ ასაკს, ანუ, განსაზღვრული დროის განმავლობაში მან უნდა იცხოვროს ზოდიაქოს თორმეტი ცხოველის დამახასიათებელი ნიშნით. ამასთანავე, ის იძენს ყველა ცხოველის თვისებას. მართალია, ასაკის მატებასთან ერთად, ეს თვისებები თანდათან ქრება, მაგრამ შეძენილი გამოცდილება რჩება და სწორედ, ამ გამოცდილებაზეა დამოკიდებული ადამიანის ბედნიერი ცხოვრება. ამ ყოველივეს კი სიყვარულის 5 ასაკი განსაზღვრავს:

12-18 წელი – „ხარის ოცნება” – კარდინალური ცვლილებების პერიოდი. ამ დროს ხდება პიროვნების სოციალურად ჩამოყალიბება. ოჯახი, სახლი, სკოლა დიდ როლს თამაშობს, მაგრამ პირადულს იპყრობს სხვა ორიენტირები. „ხარის“ ასაკი ამბიციის დონის მიღწევით იწყება და, რაც უფრო დიდია ის, მით მაღალია სასიცოცხლო პოტენციალი. ბიჭი თავს სუპერმენად უნდა მიიჩნევდეს. მისთვის ყველაფერი დასაშვებია. აღელვებს ბევრი რამ. მას აინტერესებს ყველაფერი, რაც ამ საკითხს შეეხება.

„ხარის” პერიოდი ძალიან ნაყოფიერია გოგონებისთვის. მათი მიზანია სიყვარულის დამტკიცება. მთავარია, ეს სიყვარული იყოს წმინდა, სუფთა, პლატონური. სწორედ სიყვარულის გრძნობის ცოდნა ამზადებს მათ მომავლისთვის.

19-24 წელი – „ვირთხის დონჟუანობა“ – ბიჭი ამ დროს უფრო გულგახსნილია. მას თან სდევს იმის შეგრძნება, რომ სამყარო სწორედ მისთვისაა შექმნილი და სიყვარულით სავსე გულში ყველაფრის დატევა სურს. „ხარი სუპერმენი” კარგავს მიმზიდველობას, სამაგიეროდ, ადგილს იკავებს „ვირთხა დონჟუანი” – ქალის დაპყრობის ინტუიცია. ამ ასაკში ყალიბდება ქალისადმი პატივისცემა და მისი გაგება. თუ ის ამ წლებში არ მიეჩვევა ქალისადმი პატივისცემას, მერე ვერაფერს ისწავლის.

19 წლის გოგონები ამ დროს ბრწყინვალედ გამოიყურებიან, დარწმუნებულნი არიან თავიანთ სიყვარულში, აქვთ სურვილი, ჭკუიდან შეშალონ საპირისპირო სქესის წარმომადგენლები.

25-32 წელი – „ტახის ცოლქმრობა“ – უმეტესწილად ზუსტად ამ ასაკში ხდება ქორწინება და ქალიც და მამაკაციც, ამას, ჩვეულებრივ, სიყვარულს მიაწერენ. რეალურად კი ამ პერიოდში მამაკაცი წყნარდება, ხშირად ცხოვრების მიზანი უქრება, ცივდება ქალის მიმართ. თუმცა, თუ ჭკუით მივუდგებით მის გრძნობებს ადვილია მისი დაყოლიება. მას ჯერ არ გაუთავისებია მამისა და ქმრის ვალდებულებები.

გოგონა ამ ასაკში გარდაიქმნება ქალად და ამაზე მეტყველებს მისი საქციელი, პატივისცემა მამაკაცების მიმართ. ის იბრძვის მიზნის მისაღწევად.

33-42 წელი – „ძაღლის ერთგულება” – ეს არის ასაკი, როდესაც მამაკაცისთვის გართობისა და „ფლირტაობის” დრო მთავრდება. მას კარიერის შესაქმნელად საზოგადოებრივი მოღვაწეობა და თავისუფლება სჭირდება. წინა ეტაპები, რაც ავსებს გამოცდილებას და საპირისპირო სქესისადმი გონებრივ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, ოჯახში უნდა „გადმოღვაროს”.

„ძაღლის” ასაკში, ქალზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ის ხდება ოჯახის, ქმრის, შვილების მთავარი ღერძი.

რაც შეეხება ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ ცვლილებებს, ეს სწორედ 42 წლამდე ასაკში ხდება. ამ პერიოდის კრიზისი ძალიან რთულად მიმდინარეობს მამაკაცებში.

43-50 წელი – „გველის ასაკი“ – ეს პერიოდი ადამიანში ამცირებს ენერგეტიკულ პოტენციალს, ჩნდება სისუსტე, აწუხებს ყველაფრის დაკარგვის შიში. ამ კრიზისის დროს მამაკაცს აუცილებლად უნდა დაეხმაროთ, რათა დააძლევინოთ პრობლემები.

რაც შეეხება ქალს, მას სწორედ ორმოცი წლის ასაკის შემდეგ ეწყება სექსუალური აქტიურობის აფეთქების პერიოდი, ეძებს ძლიერ პარტნიორს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №5

2– 8 თებერვალი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ჰოროსკოპი

კვირის პროგნოზი  24-30 ნოემბერი