ჰოროსკოპი და შეუცნობელი

ოჯახში დაწყებული უსიამოვნებები უხილავი ენერგეტიკული სამყაროს ბრალია

№35

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 08.09

ასტროლოგი მიხეილ
ცაგარელი Tbiliselebi.ge
დაკოპირებულია

ბევრმა არ იცის, რომ ოჯახში დაწყებული უსიამოვნებები და განქორწინებაც კი უხილავი ენერგეტიკული სამყაროს ბრალია. ენერგეტიკული თვალსაზრისით, ბედნიერი ქორწინების საიდუმლო შეყვარებული ადამიანების ენერგიათა იმგვარი შერწყმაა, რომლის დროსაც წარმოიქმნება საერთო ენერგეტიკული აურა და ეს იცავს და აახლოებს წყვილებს ერთმანეთთან. აქედან გამომდინარე, ოჯახიც მყარია და ცოლ-ქმარს შორის ურთიერთობებიც დალაგებული და მოწესრიგებული.

მართალია, ცოლ-ქმრის ბედი ზეცაში წყდება, მაგრამ ადამიანს იმისთვის აქვს ინტუიცია და გრძნობა, რომ აკონტროლოს ემოციები, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონოს, ცოტა სხვისი აზრი და რჩევაც გაითვალისწინოს და ისე შექმნას მყუდრო და მშვიდი ოჯახი. ამიტომ, გირჩევთ, სანამ სიყვარულისგან დაბრმავდებით და ფრენას დაიწყებთ, მანამდე დააკვირდეთ, მომავალი პარტნიორის ენერგეტიკულ თავისებურებებს. ამით თავიდან აიცილებთ საბედისწერო ქორწინებას და დაოჯახების შემდგომ სავალალო შედეგებს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ენერგეტიკული ველი არ იცვლება, ადამიანის ხასიათი კი დროთა განმავლობაში შესაძლოა, შეიცვალოს.

რაც შეეხება საკითხს, ენერგეტიკული შეუთავსებლობა ცოლ-ქმარს შორის სექსუალურ კავშირზეც უარყოფითად აისახება, სექსუალური გამოცდილება წყვილებს შორის თანდათან, დროთა განმავლობაში მოდის, მაგრამ საკუთარი ენერგეტიკული თავისებურებები ერთ დონეზე დგას და ვერსად გაექცევით, ანუ, ის არ იცვლება.

იმის გარკვევა, არის თუ არა მისაღები თქვენთვის თქვენი რჩეული, რთული არ არის. ყველაზე სახიფათო სიმპტომი ამ დროს ის გახლავთ, რომ მასთან ურთიერთობით კი არ უნდა იღლებოდეთ და იფიტებოდეთ, არამედ შვებას უნდა გრძნობდეთ და მშვიდდებოდეთ. ცოლქმრული ურთიერთობის დროს გადაღლა იმაზე მეტყველებს, რომ ენერგეტიკულ დონეზე თქვენ ერთმანეთს ვერ ეწყობით. ანუ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი რჩეული თქვენგან იმაზე მეტ ენერგიას ითხოვს და იღებს, რისი მიცემაც თქვენ არ შეგიძლიათ. ამ დროს კონფლიქტური სიტუაციაც იქმნება და ხშირად ეს დაშორების მიზეზიც ხდება. მაგრამ, თუ წყვილს შორის ენერგიათა გადანაწილება, თანაბრძოლა ხდება, წარმოიქმნება საერთო ენერგოველი, საერთო აურა და ეს მათ იცავს უსიამოვნო შედეგებისგან. მათ შორის მეტი გაგება და შეთავსებაა, თუნდაც სექსუალური კუთხით.

ასევე, უნდა აღვნიშნოთ მეუღლეებს შორის გათვალვა. შეიძლება, ცოლმა ქმარი, ან პირიქით, ქმარმა ცოლი გაუცნობიერებლად ისე გათვალოს, რომ მისი ავადმყოფობაც კი გამოიწვიოს. ოჯახური თანაცხოვრების დროს, ასევე, შესაძლოა, წარუმატებლობის მიზეზი მეუღლის უბრალო გამოხედვაც იყოს. არავინ იცის, ვის როგორი თვალი აქვს, კეთილი თუ ბოროტი, მაგრამ ამას თანაცხოვრების დროს, საკუთარი დაკვირვებით გამოცდით.

საერთოდ, სამყაროში ყველაფერი კანონზომიერად ვითარდება და ამას წინ ვერავინ აღუდგება. მაგრამ, თუ ელემენტარულ სიფრთხილესა და წინდახედულობას გამოიჩენთ, მით უმეტეს, ოჯახის შექმნის დროს, მაშინ, სამომავლოდ, უამრავ პრობლემას აიცილებთ თავიდან.

ყველა ადამიანს თავისი ველი აქვს. ეს მოციმციმე გარსი იქმნება ენერგიათა იმ ნაკადებით, რომლებიც ორგანიზმის ენერგეტიკული ცენტრებიდან გამოდის. სულ ადამიანს შვიდი ასეთი ცენტრი აქვს. თითოეული მათგანიდან გამოსული ენერგია ორგანიზმის გარშემო ძლიერ მოციმციმე, ვიბრაციულ შრეს ქმნის. მათ სხვადასხვა სისქე აქვთ. რაც უფრო კარგად მუშაობს ენერგოცენტრი, მით მეტად სქელია მისგან გამოსხივებული შრე. ცუდად მოქმედი ენერგოცენტრი კი თხელ, სუსტ და დაუცველ შრეს ქმნის. დეფექტური შრე მუდმივად საჭიროებს გარეგან კვებას. ასეთი კვება კი სხვისი ბიოველიდან ხდება. მეუღლეთა ბიოველები ერთმანეთს, სწორედ, ამ ენერგოცენტრების მეშვეობით უკავშირდება. როცა ეს კავშირი ჰარმონიულია, მაშინ ისინი იდილიურად ცხოვრობენ, არ ეკამათებიან ერთმანეთს, მეტია მათ შორის ურთიერთგაგება და სექსუალური ცხოვრებაც მოწესრიგებული აქვთ, მაგრამ, თუ ეს ასე არ არის, მაშინ ოჯახში ის ველი დარღვეულია. ამ დროს შესაძლოა, ცოლ-ქმარმა უმიზეზოდაც კი იჩხუბოს, იკამათონ, ვერ შეეწყონ ერთმანეთს. ამიტომ, როცა ოჯახი იქმნება, უპირველესი მნიშვნელობა აქვს იმას, შეგესაბამებათ თუ არა მომავალი პარტნიორი ენერგეტიკულად და რამდენად გამოგადგებათ ის ოჯახურ თანაცხოვრებაში. ხშირად, ქალსა და მამაკაცს შორის ენერგოინფორმაციული ველის გაცვლა იმდენად ძლიერია, რომ მცირე დროში ამ ორ ფიზიკურ სხეულს შორის ერთნაირი ენერგეტიკული გარსი იქმნება და შეყვარებული ორი ადამიანი ერთმანეთს უსიტყვოდ უგებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №38

20-26 სექტემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

ვახტანგ ტატიშვილი

ვახტანგ ტატიშვილი: ჩემი თაობა უფრო ტრადიციების მიმ...