ჰოროსკოპი და შეუცნობელი

მარტის რომელი რიცხვი მიიჩნევა ასტროლოგიურ ახალ წლად  და რატომ არ უნდა დაგეგმოთ პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები თვის დასაწყისში

№9

ავტორი: ნონა დათეშიძე 14:00 07.03, 2023 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

თუ უახლოეს წარსულს გადავხედავთ, ბოლო წლების განმავლობაში, გაზაფხულის პერიოდი როგორც პოლიტიკურად, ისე საზოგადოებრივად, მშვიდი და სტაბილური ნამდვილად არ ყოფილა. სწორედ, ამ დროს ხდება მთელი რიგი ძირფესვიანი ცვლილებები, მასობრივი გამოსვლები, საკადრო გადაადგილებები, ეკონომიკური ძვრები, დაპირისპირებები, კონფლიქტები და ასე შემდეგ. თუ დღეს შექმნილი მდგომარეობიდან ვიმსჯელებთ, არც წლევანდელი გაზაფხული უნდა იყოს პოლიტიკურად მშვიდი. თუ როგორი იქნება, კონკრეტულად, გაზაფხულის პირველი თვის – მარტის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროგნოზი, რას უნდა ველოდოთ და რასთან ვიყოთ ფრთხილად, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ბატონო მიხეილ, პლანეტებზე დაკვირვებით რისი თქმა შეიძლება, როგორი გასავლელი იქნება მარტის თვე, რას გვპირდება ის?

მიხეილ ცაგარელი: მარტის დასაწყისი თვის საუკეთესო პერიოდია, რომელიც ხელს შეუწყობს შემოქმედებით წამოწყებებსა და ახალ ბიზნესპროექტებს, ახალი და მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებას, ახალი ინტერესების ჩამოყალიბებასა და უჩვეულო საქმიანობის პროცესებს. მიუხედავად ამისა, ამ პერიოდში არაა რეკომენდებული ხანგრძლივი გეგმების შემუშავება და რომანტიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რადგან 3 მარტს გონების მმართველი პლანეტა მერკური გადაინაცვლებს თევზების ზოდიაქოში, ხოლო სიყვარულისა და სილამაზის პლანეტა ვენერა წარმატების პლანეტა იუპიტერთან ერთად ვერძის ზოდიაქოში დაიდებს ბინას.

– რა გავლენას მოახდენს ამგვარი პლანეტური კომბინაცია პირად ურთიერთობებზე?

– ამგვარი პლანეტარული კომბინაცია, მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს სასიყვარულო და საოჯახო სფეროებზე. ამიტომ, სასურველია, წინასწარ იქნეს გააზრებული და დაგეგმილი ამ პერიოდის ყველა სასიყვარულო, რომანტიკული თუ საოჯახო ღონისძიება, იქნება ეს სიყვარულის ახსნა, საჩუქრები, პაემნები თუ ერთობლივი გადაადგილებები და მოგზაურობები. მით უმეტეს, რომ ეს დრო ხელს უწყობს საოჯახო, სანათესავო კავშირების გამყარებას და გაუმჯობესებას.

– როგორც თქვენი საუბრიდან მივხვდი, თვის დასაწყისი ნამდვილად კარგი ენერგიის მატარებელია და როდემდე გასტანს ეს პოზიტიური პერიოდი?

– 7 მარტის სავსემთვარეობის შემდეგ მთვარის ენერგიების ზემოქმედება ნელ-ნელა დაიწყებს კლებას, რაც აისახება ზოდიაქოს ნიშნების წარმომადგენლების განწყობასა და შეგრძნებებზე. დედამიწის ბიოსფეროს ენერგეტიკა, არასასიკეთო ელფერს შეიძენს 10-19 მარტის შუალედში. დროის ამ მონაკვეთში მოიმატებს ბინძური, დამანგრეველი ენერგიების ზემოქმედება ადამიანებზე. არაა გამორიცხული ქრონიკული დაავადებების გამწვავება, ავარიული სიტუაციების მომრავლება, სერიოზული პოლიტიკური კონფლიქტები. ხანგრძლივი ურთიერთობების დამყარება და განვითარება 25 რიცხვამდე რეკომენდებული არაა.

– ანუ, ნეგატიური პერიოდი თვის ბოლომდე გასტანს?

– 21 მარტს გაზაფხულის დღეღამტოლობაა და ეს დღე ასტროლოგიურ ახალ წლად მიიჩნევა. სწორედ ამ დღიდან, მთვარის ზრდად ფაზასთან ერთად, მთლიანად განახლდება დედამიწის ბიოსფეროსა და მისი ფონის ენერგეტიკა. ამიტომ, თვის ბოლოსკენ ადამიანების უმეტესობა იგრძნობს ენერგიის მომატებას, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება შინაგანი ჰარმონიის აღდგენა. ამ დროს გაადვილდება სამუშაო პროცესების დარეგულირება და რთული საკითხების გადაწყვეტა. წარმატებით დასრულდება უახლოეს წარსულში დაგეგმილი საქმეები და ღონისძიებები. შემოქმედი ადამიანები ემოციურ აღმავლობასა და ამოუწურავ შინაგან რესურსებს იგრძნობენ. მოსახლეობაში მოიმატებს ოპტიმიზმი, შთაგონება და შემართება. ეს მშვენიერი დროა ახალი იდეების გენერირებისთვის, გარშემო მყოფებთან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის კარიერაში, სამეწარმეო საქმიანობასა და შემოქმედებით სფეროში საპასუხისმგებლო ნაბიჯების გადასადგმელად.

– რაც შეეხება საერთაშორისო ურთიერთობებს, ბიზნესსა და ეკონომიკას?

– ახალი გადაწყვეტილებებია მოსალოდნელი საერთაშორისო მდგომარეობასთან, ბიზნესსა და ეკონომიკასთან დაკავშირებით. შედეგად, შესაძლებელი იქნება ადრე დაწყებულ კონფლიქტურ სიტუაციებში გარკვეული ურთიერთგაგებისა და შეთანხმებების მიღწევა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი