ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 7 – 13 ნოემბერი

№45

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 07.11, 2022 წელი

მიშა ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

სასიამოვნო კონტაქტებისა და ხშირი გადაადგილებების მეშვეობით, გამოისწორებთ განწყობას. სასიყვარულო ურთიერთობაში შეიცვლება თქვენი შეხედულებები და უფრო ღრმა გახდება თქვენი დამოკიდებულება პარტნიორის მიმართ. კარგი დროა სამკურნალო პროცედურების ჩატარებისთვის.

კურო ♉

ოპტიმისტური განწყობა და გამბედაობა დაგეხმარებათ ახალი წარმატებების მიღწევაში. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, მეტად სასიამოვნო გახდება. კარგია მოგზაურობა და ახალ ხალხთან კონტაქტის დამყარება. უცხოელებთან საქმიანი ურთიერთობა კი, დაგაახლოებთ მიზანთან.

ტყუპები ♊

ძველი საქმეების დასრულებას, ადვილად გაართმევთ თავს. თქვენს ორგანიზმს ამ პერიოდში განსაკუთრებით წაადგება დინამიკური ვარჯიში და მეგობრებთან ერთად მხიარულება. არ დაძაბოთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანთან.

კირჩხიბი ♋

ოჯახური პრობლემების გამო ნუ ინერვიულებთ, რათა არ გაგიუარესდეთ ჯანმრთელობის მდგომარეობა. დროა აპატიოთ ყოფილ მეგობრებს შეცდომები. ახალ ინფორმაციის მიღება გაგიჭირდებათ, რაც დროებით დაამუხრუჭებს თქვენს პროფესიულ განვითარებას.

ლომი ♌

ადვილად აითვისებთ ნებისმიერ ინფორმაციას. შესაძლოა გამოჩნდეს დამატებითი შემოსავლის წყარო. ახალი სასიყვარულო კავშირი კი, სწრაფად და ვნებიანად განვითარდება. შორეულ მოგზაურობისგან, სჯობს თავი შეიკავოთ.

ქალწული ♍

გაზრდილი ინტელექტუალური შესაძლებლობები და შინაგანი წონასწორობა დაგეხმარებათ სირთულეების წარმატებით გადალახვაში და მიზნების მიღწევაში. სიყვარულში ერთგული იქნებით და დაეხმარებით რჩეულს თავისი პრობლემების მოგვარებაში.

სასწორი ♎

თქვენი იდეები დიდ მოწონებას დაიმსახურებს როგორც ოჯახში, ისე ხელმძღვანელობასა და პარტნიორებში. ერთობლივ ფინანსებთან დაკავშირებული საქმე მოგებიანი იქნება, ოღონდ წესრიგში მოიყვანეთ იურიდიული და ფინანსური საბუთები. ახალი სასიყვარულო კავშირი ღრმა გრძნობებსა და სულიერ ერთიანობას გიქადით.

მორიელი ♏

გაზრდილი ინტუიცია დაგეხმარებათ სწორი არჩევანის გაკეთებაში. მიუხედავად ამისა, პრობლემური გახდება როგორც საქმიანი მოლაპარაკებების ჩატარება, ასევე ოჯახის მხარდაჭერის მიღებაც. შესაძლოა გაიცნოთ ადამიანი, რომლის მიმართ სასიყვარულო გრძნობა ყველაფერს გადაფარავს და გიბიძგებთ ცხოვრების რადიკალურად შეცვლისკენ.

მშვილდოსანი ♐

გაიზრდება კონტაქტების, შეხვედრების, მოლაპარაკებებისა და გადაადგილებების რაოდენობა. საყვარელი ადამიანი, ყოველმხრივ გვერდში დაგიდგებათ და დაგეხმარებათ. მოგზაურობები, საცხოვრებელი ადგილის ან ინტერიერის ცვლილება ბევრ სიახლეს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში.

თხის რქა ♑

მოერიდეთ ახალი მოვალეობების აღებას, რადგან დამატებითი საქმე გაგირთულებთ ცხოვრებას და პრობლემებს შეგიქმნით ურთიერთობებში. ნუ ენდობით უცნობ პარტნიორებს და აუცილებლად გადაამოწმეთ საბუთები. კოლეგიალური ან მეგობრული ურთიერთობა, შესაძლოა სასიყვარულოში გადაიზარდოს.

მერწყული ♒

თქვენი იდეები, დიდ გამოხმაურებას ჰპოვებს. სასიყვარულო ურთიერთობაში თავშეკავებული იყავით, რათა იმპულსურობა დაპირისპირების საბაბი არ გახდეს. დიპლომატიის უნარი გამოგადგებათ, ახალ ადამიანებთან კავშირის დამყარების დროს.

თევზები ♓

მაღალი ენერგოპოტენციალი ხელს შეგიწყობთ ბევრი შეხვედრისა და მოლაპარაკების წარმართვაში. რაც უფრო მეტი ხალხი გაგიცნობთ, მით მეტად წარმატებულად წარიმართება თქვენი საქმეები და გაუმჯობესდება სოციალური მდგომარეობა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი