ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 6 – 12 მარტი

№10

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 06.03, 2023 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

ეცადეთ თავი აარიდოთ საეჭვო ადამიანებს. მოერიდეთ გადაღლას. შეამცირეთ მოგზაურობებისა და მივლინებების რაოდენობაც. დრო ხელს არ უწყობს დიდ შენაძენებს. სასიყვარულო ურთიერთობა კი, მეტად რომანტიკულად განვითარდება.

კურო ♉

იზრდება თქვენი ინტელექტუალური აქტიურობა, რაც ხელს უწყობს სწავლას, გამოცდების ჩაბარებასა და ახალი ინფორმაციის ათვისებას. ახალი ხალხის გაცნობისა და აზრთა გაცვლისას მეტად უსმინეთ ინტუიციას. მოუცლელობა, შესაძლოა საყვარელი ადამიანის ეჭვიანობის მიზეზი გახდეს.

ტყუპები ♊

პირად საქმიანობაში, დახმარებას გაგიწევენ ახლო ნათესავები და ოჯახის წევრები. საყვარელ ადამიანთან გაუგებრობის შემთხვევაში უხეში ნუ იქნებით და ეცადეთ მოძებნოთ გზები კრიზისიდან დროულად გამოსვლისათვის. მოგზაურობა გადადეთ, რადგან თქვენი ენერგია შესუსტდება.

კირჩხიბი ♋

ეცადეთ ერიდოთ ხალხმრავალ ადგილებს, რადგან დიდია გაცივებისა და ვირუსით დაავადების ალბათობა. ნებისმიერი საქმიანი ვიზიტი თუ მივლინება სასიკეთოდ ჩაივლის. მიუხედავად ამისა, ეს არახელსაყრელი დროა შორეული მოგზაურობისათვის და ახალი ცოდნის ათვისებისათვის.

ლომი ♌

სამსახურში ინტრიგების შემჩნევისას, მეტად უსმინეთ ინტუიციას. შესაძლოა მოგიწიოთ საქმიანი კავშირების გაწყვეტა. შესაძლოა შეიცვალოს თქვენი დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორის მიმართაც, მოგინდეთ ყოველივე ძველის დანგრევა და ახალი კავშირის დამყარება. ყურადღება მოაქციეთ ჯანმრთელობას.

ქალწული ♍

ეცადეთ გამოიყენოთ ეს პერიოდი არა მარტო საქმისათვის, არამედ დასვენებისთვისაც. მოერიდეთ რთული საკითხების განხილვას. შორეული მოგზაურობები დადებით შედეგს ვერ გამოიღებს, თუმცა დრო ხელს უწყობს კავშირების გამყარებას.

სასწორი ♎

თავი შეიკავეთ ემოციებისგან, რადგან კონფლიქტები ცუდად იმოქმედებს პირად ურთიერთობებზე. ერიდეთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს, ზღვარგადასულ დროსტარებას და მეტი დრო დაყავით სახლში. კარგი იქნება თუ დასასვენებლად, ქალაქიდან რამდენიმე დღით მაინც გაემგზავრებით.

მორიელი ♏

არახელსაყრელი დროა სამსახურის შესაცვლელად, სამაგიეროდ კარგ შედეგს გამოიღებს ცოდნის გაღრმავება, კვალიფიკაციის ამაღლება. მეტი ყურადღება მიაქციეთ პირად ურთიერთობებსა და ჯანმრთელობას

მშვილდოსანი ♐

საქმეებში, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ ინტუიცია. მინიმუმამდე შეამცირეთ ხელმძღვანელობასთან დაპირისპირების რისკი. ძალთა ნაკლებობის გამო, გაგიჭირდებათ პირად პარტნიორებთან ჰარმონიულად ურთიერთობა.

თხის რქა ♑

საქმეებში დაეყრდენით ინტუიციას. ნუ აიღებთ კრედიტებს. ოჯახური და სასიყვარულო კონფლიქტების დაძლევაში, დაგეხმარებათ ახლობლების რჩევები. ხშირად დაისვენეთ, ეცადეთ არ გადაღალოთ გონება და ზიანი არ მიაყენოთ ჯანმრთელობას. შორეული მოგზაურობისთვის არახელსაყრელი დროა.

მერწყული ♒

სიფრთხილე გმართებთ თანამშრომლებთან ურთიერთობისას. საყვარელ ადამიანთან, შესაძლოა კამათი მოგივიდეთ ტყუილის ან ეჭვიანობის ნიადაგზე. სხვა ქალაქში გამგზავრებისას კი, ეცადეთ საბუთები წესრიგში გქონდეთ და ყურადღებით იყოს ყველასა და ყველაფრის მიმართ.

თევზები ♓

საქმეების სიუხვის გამო ცოტა დრო დაგრჩებათ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისათვის. სამაგიეროდ ადვილად ამოიცნობთ ფარული მტრების მიზნებს და სასიკეთოდ შეცვლით თქვენს სამომავლო მდგომარეობას. კარგი პერიოდია საქმიანი კავშირების დამყარებისთვის. მოერიდეთ რისკსა და ხალხმრავალ ადგილებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი