ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 30 დეკემბერი - 5 იანვარი

№53

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 30.12, 2024 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

საქმეებში გადაწყვეტილებების მიღებისას ზედმიწევნით განსაჯეთ ყველაფერი. გაგიადვილდებათ საქმიანი კავშირების დამყარება. კარგი დროა ახლო მოგზაურობებისთვის და ახალი შთაბეჭდილებების დაგროვებისთვის.

კურო ♉

კონტაქტების სიუხვე, სიახლეს მატებს თქვენს ცხოვრებას. ბევრ დროს წაგართმევთ ადრე დაუსრულებელი საქმეები. ეცადეთ დაამყაროთ ახალი კავშირები და გაიფართოვოთ სანაცნობო წრე. კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის.

ტყუპები ♊

ახლობლებთან ურთიერთობა და შემოქმედებითი მუშაობა, დიდ სიამოვნებას მოგგვრით. მოერიდეთ რისკსა და აზარტულ თამაშებს. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას. შორეულ მოგზაურობაში, შესაძლოა ამაღელვებელი ურთიერთობა წამოიწყოთ.

კირჩხიბი ♋

ოცნებასა და ფანტაზიებს ნუ მიეცემით, რათა არ გააფუჭოთ უკვე დაწყებული საქმეები. გაუმჯობესდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა, რაშიც მეუღლე, საყვარელი ადამიანი ან კოლეგები დაგეხმარებიან. მოგზაურობა სასიამოვნოდ და საინტერესოდ ჩაივლის.

ლომი ♌

ახლობლების წრეში გატარებული დრო, შემოქმედებითად და სასარგებლოდ ჩაივლის. წარმატებას მოგიტანთ ახალი ხალხის გაცნობა. გაიზრდება ფლირტის, პირადი და სასიყვარულო შეხვედრების რაოდენობა.

ქალწული ♍

გაგიადვილდებათ ბევრ ხალხთან შეხვედრა, ახალი ინფორმაციის მიღება და ათვისება. სახლში, ჰარმონია დაისადგურებს. რომანტიკული განწყობა განაპირობებს თბილ შეხვედრებსა და სასიამოვნოს გახდის ერთობლივ გასართობ ღონისძიებებს.

სასწორი ♎

ბევრ დროს გაატარებთ მეგობრებისა და თანამოაზრეების წრეში, რაც აისახება თქვენს სასიყვარულო და საოჯახო ურთიერთობებზე. ფინანსებთან დაკავშირებული ყველა საქმე და მოგზაურობა სჯობს გადადოთ.

მორიელი ♏

პერიოდი გამოირჩევა ბევრი კონტაქტებით და შეხვედრებით. მიზნის მისაღწევად, კატეგორიული არ იყოთ. რადიკალურად ნურაფერს შეცვლით. გააზრებულად იმოქმედეთ. მეგობრული ურთიერთობა შესაძლოა დიდ სიყვარულში გადაიზარდოს.

მშვილდოსანი ♐

დამოუკიდებლად აზროვნება და მოქმედება გარკვეულ შემოსავალს გპირდებათ. კარგი დროა, მეგობრებთან კავშირების გასამყარებლად. პერიოდულად აუცილებლად დაისვენეთ, რათა ზედმეტმა ემოციებმა არ გადაგღალოთ.

თხის რქა ♑

თავი შეიკავეთ რისკისაგან და არ აჰყვეთ ცდუნებებს. შეეცადეთ დაამყაროთ კარგი ურთიერთობა უცხოელებთან. სასიყვარულო ურთიერთობებში კი, მეტი სიფრთხილე გმართებთ, რათა თქვენი რჩეული არ გაგინაწყენდეთ.

მერწყული ♒

ეცადეთ, გაერთოთ მეგობრების წრეში და აღიდგინოთ დახარჯული ენერგია. მოგზაურობა რეკომენდებული არაა. კარგია დიეტის დაცვა, გამაჯანსაღებელი ვარჯიშების ჩატარება. საყვარელი ადამიანის თანადგომა თქვენს გრძნობას გააძლიერებს.

თევზები ♓

სადღესასწაულო განწყობა დიდ ხანს გაგყვებათ. დრო ხელს უწყობს თავის წარმოჩენას, ახალი კავშირების დამყარებას, ძველების აღდგენას და გრძნობის თამამად გამხელას. მოგზაურობა დადებითად ჩაივლის და სასიამოვნო მოგონებებს დატოვებს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №52

23-29 დეკემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა