კვირის პროგნოზი 3-9 მარტი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
კარგი დროა როგორც პირადი, ისე საქმიანი ცვლილებების განსახორციელებლად. სასიყვარულო ურთიერთობები და რომანტიკული გარემო გააძლიერებს გრძნობებს. მოგზაურობების დროს, სასიამოვნო სიახლეები გელით.
კურო ♉
დინამიკური და ენერგიული პერიოდია. თუმცა, ფინანსური საკითხების მოგვარებისას გაგიჭირდებათ სიმშვიდის შენარჩუნება. რომანტიკის მოთხოვნილება კი, სიყვარულის მორევში გადაგაგდებთ.
ტყუპები ♊
გაგიადვილდებათ ახალი კონტაქტების დამყარება. ადვილად შეძლებთ პირად და საქმიან ურთიერთობებში არსებული ხარვეზების გამოსწორებას. სასიყვარულო ასპარეზზე მეტად თამამი და მგრძნობიარე გახდებით და ბევრ თაყვანისმცემელს შეიძენთ.
კირჩხიბი ♊
მოიმატებს თავისუფლებისა და პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების სურვილი, რაც პარტნიორის უკმაყოფილებას გამოიწვევს. გამოიჩინეთ მოთმინება, რათა არ გაიფუჭოთ ურთიერთდამოკიდებულება ახლობლებთან. კარგია განმარტოება და დახარჯული ენერგიის აღდგენა.
ლომი ♌
პოზიტიური განწყობა ყველა პრობლემას ადვილად დაგაძლევინებთ. გადაადგილებების და კონტაქტების რაოდენობა გაიზრდება. ახალი კავშირები შემდგომში პერსპექტიული აღმოჩნდება. სასიყვარულო ურთიერთობა, მშვიდი და ჰარმონიული იქნება.
ქალწული ♍
დაგიფასდებათ შრომა და გაგიადვილდებათ ახალი სიმაღლეების დაპყრობა. ყველაფერს, რასაც შეეხებით, დადებითი ფინალი ექნება. სიტუაციის სწრაფი ცვლილება, გაახალისებს თქვენს ცხოვრებას. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა სიმშვიდეს მოგიტანთ.
სასწორი ♎
ახალი იდეებისა რეალიზება, გაგიადვილდებათ პარტნიორთა დახმარებით. ფინანსური საკითხების მოგვარებისათვის დაიხმარეთ გავლენიანი პირები. სასიყვარულო და ოჯახური პრობლემების მოგვარება შესაძლებელი იქნება, მხოლოდ ურთიერთგაგებით და მოთმინებით.
მორიელი ♏
გაძლიერდება ინტუიცია და წინათგრძნობა. ახალ ინფორმაციას, გადამოწმების გარეშე ნუ გამოიყენებთ. არ დაზოგოთ ენერგია ახალ საქმეებზე. ჯანმრთელობაზე ზრუნვა ამ პერიოდში, განსაკუთრებით ნაყოფიერი იქნება.
მშვილდოსანი ♐
გაიზრდება გადაადგილებებისა და შეხვედრების რაოდენობა. არსებული გარემოებების დახმარებით შეძლებთ დასახული მიზნების მიღწევას. გაზრდილი ინტუიცია და თავდაჯერებულობა დაგეხმარებათ პირად ურთიერთობებში წინააღმდეგობების გადალახვაში.
თხის რქა ♑
სამსახურისა და ბიზნესის საქმეებში, დროულად გადადგმული ნაბიჯი პოზიციების გამყარებასა და საწადელის მიღწევას შეუწყობს ხელს. კარგი იქნება თუ საყვარელ ადამიანს გულღიად სერიოზულად დაელაპარაკებით. უცხოელებთან ურთიერთობა, ახალ პერსპექტივებს დაგანახვებთ.
მერწყული ♒
ცოტაოდენი რისკი გამართლებული იქნება. შესაძლოა გამოჩნდნენ ძველი ნაცნობები ან აღადგინოთ ადრინდელი რომანტიკული ურთიერთობა. მოგზაურობა გადადეთ და თავისუფალი დრო დასვენებას დაუთმეთ.
თევზები ♓
შეხვედრების, ახალი ნაცნობობის, კავშირებისა და ინფორმაციის გაცვლისათვის საუკეთესო დროა. დადებითად ჩაივლის შეხვედრები და გადაადგილებები. ახალი რომანტიკული გრძნობა შეიძლება უეცრად ჩამოგიყალიბდეთ. კარგი პერიოდია იმიჯის შესაცვლელადაც.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან