ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 3 – 9 იანვარი

№1

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 03.01, 2022 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

ნუ გააკრიტიკებთ გარშემომყოფებს და ნურავის გაუმხელთ საკუთარ გეგმებს. აკონტროლეთ ემოციები და უყაირათოდ არ ხარჯოთ ფული. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, მეტად მეგობრული და სასიამოვნო გახდება. მოგზაურობა დადებითად აისახება თქვენს განწყობაზე.

კურო ♉

პროფესიულ საქმეებში გადაწყვეტილებების მიღებისას, ზედმიწევნით განსაჯეთ ყველაფერი. გაგიადვილდებათ მეგობრული და საქმიანი კავშირების დამყარება. კარგი დროა, ახლო მოგზაურობებისთვის და ახალი შთაბეჭდილებების დაგროვებისთვის.

ტყუპები ♊

ოცნებასა და ფანტაზიებს ნუ მიეცემით, რათა არ გააფუჭოთ უკვე დაწყებული საქმეები. მეტი ყურადღება გმართებთ ბავშვების მიმართ. გაუმჯობესდება თქვენი ფინანსური მდგომარეობა, რაშიც მეუღლე, საყვარელი ადამიანი ან კოლეგები დაგეხმარებიან. მოგზაურობა სასიამოვნოდ და საინტერესოდ ჩაივლის.

კირჩხიბი ♋

თავს სანაქებოდ იგრძნობთ. შესაძლოა სრულად შეგეცვალოთ მიზნები. დადებითი პერიოდია, პირადი ურთიერთობებისათვის. ეცადეთ, განმარტოების ნაცვლად, მეტი დრო დაყოთ საყვარელ ადამიანთან და გაუზიაროთ ყველა თქვენი გრძნობა.

ლომი ♌

მოიმატებს კონტაქტები და შეხვედრები. რადიკალურად ნურაფერს შეცვლით. პარტნიორული უთანხმოების შემთხვევაში, გააზრებულად იმოქმედეთ. მეგობრული ურთიერთობა კი, შესაძლოა დიდ სიყვარულში გადაიზარდოს. მოგზაურობა დადებითად ჩაივლის.

ქალწული ♍

არა ერთი დამხმარე გამოგიჩნდებათ. ეს დრო ხელს უწყობს თავის წარმოჩენას, ახალი კავშირების დამყარებას, ძველების აღდგენას და გრძნობის თამამად გამხელას. მოგზაურობა დადებითად ჩაივლის და სასიამოვნო მოგონებებს დატოვებს.

სასწორი ♎

დაგეგმილი საქმეების შესასრულებლად, სწორად შეარჩიეთ პარტნიორები და გადაანაწილეთ სამუშაო. მოერიდეთ რისკსა და აზარტულ თამაშებს. ხშირად დაისვენეთ და მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობასა და ფიზიკურ მდგომარეობას. მოგზაურობისას, შესაძლოა ამაღელვებელი ურთიერთობა წამოიწყოთ.

მორიელი ♏

გაგიადვილდებათ ბევრ ხალხთან შეხვედრა, ახალი ინფორმაციის მიღება და ათვისება. სახლში, ჰარმონია დაისადგურებს. რომანტიკული განწყობა, განაპირობებს თბილ შეხვედრებსა და სასიამოვნოს გახდის, ერთობლივ გასართობ ღონისძიებებს.

მშვილდოსანი ♐

მიღებული წინადადებები და რჩევები, ერთდროულად საქმიანიც იქნება და პირადულიც. არ ჩაებათ ინტრიგებში და არ ენდოთ უცნობებს. ახალი სასიყვარულო გრძნობა, თავს ბედნიერ ადამიანად გაგრძნობინებთ.

თხის რქა ♑

თქვენს მომხიბვლელობას, მშვიდად გვერდს ვერავინ აუვლის. კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის, პარტნიორული კავშირების დამყარებისთვის და მოგზაურობისათვის. სასიკეთოდ განვითარდება თქვენი ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობები.

მერწყული ♒

მთელ დროს მხიარულებაზე ნუ დახარჯავთ, რადგან შესაძლოა ხელიდან გაუშვათ პერსპექტიული შესაძლებლობები. ეს დრო მნიშვნელოვანია ახალი კავშირების დამყარებისა და საჭირო მოლაპარაკებების ჩასატარებლად. სასიყვარულო-საოჯახო სფეროში მოსალოდნელია მრავალფეროვანი დადებითი მოვლენები.

თევზები ♓

დაიწყება აქტიური კონტაქტების, ვიზიტებისა და გართობის პერიოდი. საქმეების სიმცირე, დასვენების საშუალებას მოგცემთ. ყურადღებას გაამახვილებთ მატერიალურ კეთილდღეობაზე და შესაძლოა, შეიცვალოთ იმიჯიც. მივლინებები სასიკეთოდ ჩაივლის. რომანტიკული კავშირი კი, შეიძლება სწრაფად დასრულდეს.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი