ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 29 ნოემბერი - 5 დეკემბერი

№48

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 29.11, 2021 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“👇

ვერძი ♈

გაგიადვილდებათ დასახული მიზნების მიღწევა. ენთუზიაზმი, კონტაქტურობა და ხშირი გადაადგილებები, არა ერთი საქმის სწრაფ დასრულებაში დაგეხმარებათ. კარგი დროა გამოცდების ჩაბარებისათვის და მოგზაურობისათვის. საყვარელ ადამიანთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას, გააკონტროლეთ ემოციები.

კურო ♉

თქვენი ნიჭისა და შესაძლებლობების დემონსტრირება, პოპულარობას მოგიტანთ და ავტორიტეტს აგიმაღლებთ. კარგი დროა ძველი საქმეების დასასრულებლად და ხანგრძლივი პარტნიორული თანამშრომლობის დასაწყებად. დრო ხელს უწყობს მოგზაურობებს და უცხოელებთან კონტაქტს.

ტყუპები ♊

შემოქმედებითი მუშაობის სურვილი იმდენად მაღალი იქნება, რომ სხვებსაც გადასდებთ მუხტს და დაეხმარებით პრობლემების მოგვარებაში. ექსტრემალურ სიტუაციებს ადვილად გაართმევთ თავს აქტიურობით, მოთმინებითა და გამტანიანობით. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა, ბევრ სასიამოვნო წუთს გპირდებათ.

კირჩხიბი ♋

თუ გაითვალისწინებთ საქმიანი პარტნიორების რჩევებს, სასიკეთოდ დასრულდება ადრე დაწყებული საქმეები. შესაძლოა გაიზარდოს შემოსავლებიც. სასიყვარულო და საოჯახო ურთიერთობები, ჰარმონიას გპირდებათ. მეტი ყურადღებაა საჭირო ჯანმრთელობის მიმართ.

ლომი ♌

ნუ შეგეშინდებათ ცვლილებების. სამსახურის საქმეებში, ადვილად გაართმევთ თავს ნებისმიერ სირთულეს. გაიზრდება კონტაქტების, საქმიანი შეხვედრებისა და გადაადგილებების რაოდენობა. კარგია მოლაპარაკებები. სასიყვარულო პარტნიორისგან კი, სიურპრიზი გელით.

ქალწული ♍

აქტიური იქნებით. საქმიანი პარტნიორების დახმარებით, არა მარტო ახალი კავშირებს დაამყარებთ, არამედ შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენების ახალ გზებსაც იპოვით. სითბოსა და მზრუნველობას იგრძნობთ ოჯახის წევრებისაგან, რაც მეტად თავდაჯერებულს გაგხდით.

სასწორი ♎

თქვენს ცხოვრებაში დიდ როლს შეასრულებენ ავტორიტეტული ადამიანები. კონტაქტები და ახალი ინფორმაცია, წარმატებას გიქადით. მოერიდეთ იმ სიტუაციებს, რომელთა გაკონტროლებასა და მართვასაც ვერ შეძლებთ და მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს.

მორიელი ♏

ჩანაფიქრების განსახორციელებლად, დროა გადახედოთ თქვენს გარემოცვას და გააანალიზოთ არსებული მოვლენები. დაამყარეთ თქვენთვის აუცილებელი კავშირები. სასიყვარულო და ოჯახურ ურთიერთობებში სიმშვიდე, დაგეხმარებათ სულიერი წონასწორობის შენარჩუნებაში.

მშვილდოსანი ♐

მიღებული ინფორმაციის მეშვეობით, შესაძლოა სრულიად შეცვალოთ ცხოვრების მიზნები და სტილი. გაგიადვილდებათ თამამი გადაწყვეტილებების მიღება. საყვარელ ადამიანს თუ დროულად არ გააგებინებთ თქვენი გრძნობის შესახებ, შესაძლოა, გაგიცივდეთ ურთიერთობა.

თხის რქა ♑

შესაძლოა მიიღოთ სერიოზული ცხოვრებისეული გადაწყვეტილება, რაც თქვენს კარიერაში და სოციალურ მდგომარეობაში ცვლილებებს გამოიწვევს. სამსახურში წარმატებისათვის, აუცილებელია კოლეგებთან კარგი ურთიერთობის დამყარება. საქმეების სიუხვის გამო, პირად ცხოვრებისთვის შეიძლება არ დაგრჩეთ დრო.

მერწყული ♒

მოგიწევთ, ერთდროულად არა ერთ პრობლემაზე ფიქრი და ბევრი საქმის შესრულება. მოერიდეთ ფულის უყაირათოდ ხარჯვას. სამსახურში დაწყებულმა ფლირტმა, შესაძლოა ზიანი მიაყენოს არსებულ ურთიერთობას. მოგზაურობამ კი, შეიძლება დაგაფიქროთ საცხოვრებელი ადგილის, ან სპეციალობის შეცვლაზე.

თევზები ♓

საქმიან ურთიერთობებში ახალ იდეებსა და ხალისს შეიტანთ, რაც ამ წრეებში პოპულარობასა და წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა, მოიმატოს შემოსავლებმაც. ყურადღებაა საჭირო საბუთების გაფორმებისას. მშვენიერი დროა, პირად ცხოვრებაში წარმატებებისათვის, თუმცა სერიოზული გადაწყვეტილების ნაჩქარევად მიღება რეკომენდებული არაა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №16

15-21 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი