ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი  29 ივლისი – 4 აგვისტო

№31

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 29.07

მიხეილ გაცარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

თქვენს წინაშე დიდი შესაძლებლობები გადაიშლება და დროის მცირე მონაკვეთში ბევრი საქმის შესრულებას მოასწრებთ. საქმიან პარტნიორებთან აქტიურად თანამშრომლობა, წარმატებას გიქადით. კარგია მოგზაურობა.

კურო ♉

სასიკეთო ცვლილებებია მოსალოდნელი პროფესიულ საქმიანობაში. ნუ გარისკავთ, დაიცავით კანონი და სიფრთხილე მნიშვნელოვანი საკითხებს გადაწყვეტისას. კარგი დროა ახალი საქმის დასაწყებად.

ტყუპები ♊

აქტიური შეხვედრებისა და კავშირების დამყარების პერიოდია, თუმცა მიზნის მისაღწევად გარკვეული ძალისხმევა დაგჭირდებათ. სასიყვარულო სფეროში გაუგებრობები ადვილად მოგვარდება. დრო დაუთმეთ საკუთარ ჯანმრთელობასა და გარეგნობას.

კირჩხიბი ♋

მატერიალური მდგომარეობა დამოკიდებული იქნება შრომისუნარიანობაზე. სიამოვნებას მოგანიჭებთ ახალი კავშირების დამყარება, ცოდნის გაღრმავება, ან ახალი ინფორმაცია. დადებითი ცვლილებებია მოსალოდნელი პირად ცხოვრებაშიც. მოგზაურობა სასიკეთოდ ჩაივლის.

ლომი ♌

მოგინდებათ ახალი და ღრმა სასიყვარულო შეგრძნებების მიღება, რის გამოც დაუფიქრებლად შეიძლება გადადგათ რადიკალური ნაბიჯები. კარგი დროა მოგზაურობისა და დასვენებისათვის. ახალი ნაცნობობა შეიძლება საინტერესო ურთიერთობაში გადაიზარდოს.

ქალწული ♍

აქტიური იქნებით. საქმეებში სასურველი შედეგის მისაღწევად აუცილებელი იქნება პასუხისმგებლობისა და მმართველობის საკუთარ თავზე აღება. დრო ხელს უწყობს ახალი სასიყვარულო კავშირის დამყარებას, მოგზაურობას, ახალი კავშირების დამყარებას.

სასწორი ♎

კარგი დროა მოგზაურობისათვის, ახალი საქმის დაწყებისთვის, კაპიტალდაბანდებების და იდეების განხორციელებისათვის. მომხიბვლელობის მეშვეობით ნებისმიერ ადამიანს ადვილად მოაწონებთ თავს. ყურადღება გმართებთ ჯანმრთელობის მიმართ.

მორიელი ♏

გამონახეთ დრო და საშუალება ოჯახის უფროსი წევრებისათვის. შესაძლოა მოგიწიოთ ბინის კეთილმოწყობა. ახალი სასიყვარულო გრძნობა ღრმა იქნება, ურთიერთობა კი სწრაფად განვითარდება.

მშვილდოსანი ♐

ორგანიზატორული თვისებების დახმარებით საქმეში წინსვლა და შემოსავლის ზრდაა მოსალოდნელი. კარგი დროა შეხვედრების მოსაწყობად, მოლაპარაკებების ჩასატარებლად და ხელშეკრულებების დასადებად. დადებითად ჩაივლის მოგზაურობაც.

თხის რქა ♑

დასახეთ რეალური გეგმები და ეცადეთ დროულად იმოქმედოთ. მოიმატებს როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობების რიცხვი. ოჯახში სტაბილური გარემო შინაგან სიმშვიდეს გაგიძლიერებს. დადებითად და შედეგიანად ჩაივლის მოგზაურობა.

მერწყული ♒

თავს ენერგიულად იგრძნობთ და არა ერთი საქმის შესრულებას შეძლებთ. მშვენიერი დროა ნიჭის წარმოსაჩენად და იდეების განსახორციელებლად. გაიზრდება რომანტიკული განცდების მოთხოვნილება, მაგრამ შესაძლოა ამისათვის დრო არ გეყოთ.

თევზები ♓

მშვიდად იმოქმედეთ, ნურავის გაუმხელთ იდეებს. კარგი დროა დამატებითი ცოდნის მისაღებად და ბიზნესსაქმიანობისათვის. სასიყვარულო ურთიერთობა დამოკიდებული იქნება თქვენს ცვალებად სურვილებსა და განწყობაზე. მოგზაურობისას, არ გარისკოთ. თავი აარიდეთ ექსტრემალურ გართობას.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №44

28 ოქტომბერი – 3 ნოემბერი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა