ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი  28 ოქტომბერი - 3 ნოემბერი

№44

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 28.10, 2024 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇

ვერძი ♈

თქვენი ენერგია დაიწყებს კლებას. მოვლენების რეალური შეფასება დაგეხმარებათ შინაგანი კრიზისის დაძლევაში. ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ საყვარელ ადამიანებსა და ბავშვებს. მოგზაურობა დადებითად აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.

კურო ♉

გაძლიერდება თქვენი ფსიქოსომატური მდგომარეობა. მეუღლის ან საყვარელი ადამიანის საქმით დაკავება, თქვენდამი ყურადღების ნაკლებობას გამოიწვევს, რაც შესაძლოა თქვენი უკმაყოფილების მიზეზი გახდეს. კარგი დროა ექიმებთან პროფილაქტიკის მიზნით ვიზიტისა და სამკურნალო პროცედურების ჩატარებისათვის.

ტყუპები ♊

გაგიჭირდებათ დამოუკიდებლად მოქმედება, მიზნებისა და საქმეების არჩევა. თუ რეალურად არ გადადგამთ ნაბიჯებს, გეგმები შეიძლება შორეულ ოცნებად დარჩეს. გაითვალისწინეთ გამოცდილ ადამიანთა რჩევები. მოგზაურობისას, დაისვენებთ და აღიდგენთ დახარჯულ ენერგიას.

კირჩხიბი ♋

ყველა საქმეს ერთად არ მოჰკიდოთ ხელი. სასიკეთოდ წაგადგებათ იმიჯის შეცვლა. სტაბილური სასიყვარულო ურთიერთობის ჩამოყალიბებას ხელს შეუშლის თქვენი სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ. პერიოდი ხელს არ უწყობს ახალი საქმეების დაწყებასა და შორეულ მოგზაურობას.

ლომი ♌

ერიდეთ გაუაზრებელ ხარჯებს. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას მაქსიმალურად ტაქტიანი იყავით. ახალი ნაცნობობა და ხშირი გადაადგილებები, ინფორმაციულად საინტერესო აღმოჩნდება. უსმინეთ ინტუიციას და ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.

ქალწული ♍

მეგობრები დაგეხმარებიან ახალი კონტაქტებისა და საქმიანი ურთიერთობის დამყარებაში. ეცადეთ, მეტად რაციონალურად ხარჯოთ ფული. მეტი დრო გაატარეთ სახლში და ხშირად დაისვენეთ.

სასწორი ♎

მოემზადეთ ახალი პროექტების დასაწყებად და ჩანაფიქრების განსახორციელებლად. სასიყვარულო სფეროში შესაძლოა ახალი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდეთ. წარსულ კავშირებს კი, ნუ გამოედევნებით და ეცადეთ მეტად ოპტიმისტურად შეხედოთ ცხოვრებას.

მორიელი ♏

თქვენს მომხიბვლელობას ამ პერიოდში მშვიდად გვერდს ვერავინ აუვლის. კარგი დროა ახალი ნაცნობობისთვის, შეხვედრებისა და პარტნიორული კავშირების დამყარებისთვის. სასიკეთოდ განვითარდება თქვენი ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობებიც, რაც ახალ ემოციებს მოგიტანთ.

მშვილდოსანი ♐

გზებზე მოძრაობისას ეცადეთ ყურადღებით იყოთ. გაგიადვილდებათ მიზნის მიღწევა, ცოდნისა და ინფორმაციის მიღება, თუმცა ყველა საქმის ერთად შესრულება გაგიჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ თავს ჯანსაღად იგრძნობთ, დაუთმეთ დრო ორგანიზმის გამოკვლევას.

თხის რქა ♑

სიდინჯე დაგეხმარებათ კოლეგებსა და მეგობრებთან კარგი დამოკიდებულების შენარჩუნებაში. კარგი დროა ახალი საქმიანობის დასაწყებად. მოულოდნელი ინფორმაცია გაგიადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას. ენერგიის აღსადგენად შეიძლება შვებულების აღება და დასასვენებლად გამგზავრება.

მერწყული ♒

ამ პერიოდში ჩამოყალიბებული ახალი იდეები უპერსპექტივო აღმოჩნდება. გონება არეული გექნებათ და შესაძლოა თავად შეიყვანოთ საკუთარი თავი შეცდომაში. სასიყვარულო სფეროში შესაძლოა გადაუდებელი გადაწყვეტილების მიღება მოგიხდეთ. მიღებული ინფორმაცია კი, აუცილებლად გადაამოწმეთ.

თევზები ♓

კარგი დროა კარიერაში წინსვლისათვის, პირად ცხოვრებაში ახალი ეტაპის დასაწყებად და მეტი სიამოვნების მისაღებად. მიუხედავად ამისა, აუცილებელია პერიოდული შესვენებები, რათა ზიანი არ მიადგეს თქვენს ორგანიზმს. ყურადღება გმართებთ საბუთების მიმართ, რათა არ დაუშვათ შეცდომა.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №26

30 ივნისი – 6 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

საინტერესო ფაქტები

ეს საინტერესოა