კვირის პროგნოზი 27 იანვარი – 2 თებერვალი
ავტორი: „თბილისელები“ 11:26 27.01
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
ხანგრძლივი პროექტები და საქმიანი აქტიურობა მომავალში დიდ შემოსავალს გპირდებათ. მოგზაურობა, სჯობს დროულად დაასრულოთ. სასიყვარულო პარტნიორთან კი, თავშეკავებული იყავით, რათა არ იჩხუბოთ.
კურო ♉
განთავისუფლდებით ფსიქოლოგიური პრობლემებისაგან და უმტკივნეულოდ ნელ-ნელა შეცვლით ყველაფერს. რომანტიკული ურთიერთობებით ზედმეტად ნუ გაერთობით. ეცადეთ დრო და დრო შეისვენოთ, რათა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაიუარესოთ.
ტყუპები ♊
თქვენი ენერგია ჯერ კიდევ სუსტია, ამიტომ ხშირად დაისვენეთ და არ გადაიღალოთ. არ აჰყვეთ ცდუნებებს, რადგან შეცდომებს ვერ ასცდებით და შესაძლოა ბევრი უსიამოვნება შეგხვდეთ. შორეული მოგზაურობა, სჯობს გადადოთ.
კირჩხიბი ♊
იზრუნეთ საკუთარ თავზე, კარიერაში ზრდაზე და მატერიალურ კეთილდღეობაზე. გააფართოვეთ საურთიერთო ჰორიზონტები. რთულ სიტუაციებში ეძებეთ კომპრომისი. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია დაიწყოს სასიამოვნო ცვლილებები.
ლომი ♌
კარგი დროა ცოდნის მისაღებად და პროფესიის შესაცვლელად. გაგიადვილდებათ ნათესავებთან და მეგობრებთან კონტაქტის დამყარება. საყვარელ ადამიანს კი ნუ გაუბრაზდებით, თუ მას სამსახურის გამო ნაკლები თავისუფალი დრო ექნება.
ქალწული ♍
ეცადეთ გამოიჩინოთ მეტი დიპლომატია და მოქნილობა, რათა გვერდი აუაროთ კამათსა და კონფლიქტებს. ოჯახის წევრები ყოველმხრივ გაგიწევენ თანადგომასა და დახმარებას. კარგი იქნება, თუ იზრუნებთ ჯანმრთელობაზე.
სასწორი ♎
შეძლებთ წინააღმდეგობა გაუწიოთ კონკურენტებს და ფარულ მტრებს. საოჯახო და სასიყვარულო სფეროში ცვლილებები, სასიკეთო გადაწყვეტას პოვებს, რაც დამატებით სტიმულს მოგცემთ მოქმედებისათვის. მოგზაურობა, დროებით სჯობს გადადოთ.
მორიელი ♏
მეტი დიპლომატიურობა და გულისხმიერება გმართებთ პარტნიორებთან. დიდი ფინანსური გარიგებებისა და ოპერაციებისათვის არახელსაყრელი დროა. საყვარელ ადამიანთან არსებული გაუგებრობა სჯობს დროულად გაარკვიოთ.
მშვილდოსანი ♐
აქტიურად ითანამშრომლეთ საზოგადოებრივ საქმეებში და აიმაღლეთ ავტორიტეტი ხელმძღვანელ პირებისა და პარტნიორებთან. სასიყვარულო პარტნიორის შერჩევისას ეცადეთ იგი აკმაყოფილებდეს ყველა თქვენს მოთხოვნას.
თხის რქა ♑
რთულ სიტუაციაში, მეგობრების რჩევები დაიხმარეთ. კარგი დროა ახალი ნივთების შეძენისა და იმიჯის შესაცვლელად, დიეტის დასაწყებად და გამაჯანსაღებელი პროცედურებს ჩასატარებლად. მოგზაურობა სჯობს დროებით გადადოთ.
მერწყული ♒
კარგი დროა გავლენიან პირებთან კავშირის დასამყარებლად. შესაძლებელია, ახალ თანამდებობაზე გადასვლა ან სამსახურის დაწყება. ურთიერთობისათვის კარგი დროა, თუმცა სირთულეებია მოსალოდნელი საბუთებთან დაკავშირებით.
თევზები ♓
ახალ პროექტებში მონაწილეობა გაგიუმჯობესებთ მატერიალურ მდგომარეობას. მოგზაურობამ შესაძლოა სრულიად შეცვალოს თქვენი ცხოვრება. ზღვარგადასული დროსტარება კი, ცუდად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან