ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 26 სექტემბერი – 2 ოქტომბერი

№39

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 26.09, 2022 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

კარგი დროა სამსახურის შეცვლაზე დასაფიქრებლად ან შემოსავლის ახალი წყაროს საძიებლად. ახალ ნაცნობებთან ურთიერთობა ბევრ საინტერესო ინფორმაციას მოგაწვდით. სასიყვარულო კავშირი, მეტად გულახდილი და მეგობრული გახდება.

კურო ♉

მიღებული გადაწყვეტილებები სასიკეთო იქნება არა მარტო თქვენთვის, არამედ თქვენი ნათესავებისთვისაც. ეცადეთ შეინარჩუნოთ ემოციური სტაბილურობა, რათა არ გააქტიურდნენ ფარული მტრები. უარი თქვით ფარულ საქმეებსა და რისკზე.

ტყუპები ♊

სიფრთხილე გმართებთ გზებზე გადაადგილებისას, რადგან თქვენი ენერგობალანსი დაბალია. შესაძლოა დააინტერესოთ საპირისპირო სქესის წარმომადგენელი, რაც ახალი რომანის საბაბი შეიძლება გახდეს. კარგია დიეტის დაწყება.

კირჩხიბი ♋

წარმატების მისაღწევად აუცილებელია მოთმინება და თვითკონტროლი. მოერიდეთ სხვისი ფულით მანიპულირებას, ყურადღება გამოიჩინეთ საბუთების მიმართ. სჯობს თავისუფალი დრო სახლში განმარტოებით დასვენებას დაუთმოთ.

ლომი ♌

სასიყვარულო ურთიერთობებში ნუ იეჭვიანებთ და გაითვალისწინეთ პარტნიორის სურვილები. ფსიქოსომატური ბალანსის დაქვეითება ხშირ გაღიზიანებას გამოიწვევს, რაც გაზრდის გარშემომყოფებთან უსიამოვნებების რაოდენობას.

ქალწული ♍

ფული ხელმომჭირნედ ხარჯეთ. ბევრ ხალხთან ურთიერთობა, ცხოვრების სტილისა და რითმის ცვლილება, პრობლემებს შეგიქმნით საყვარელ ადამიანთან. შეამცირეთ გადაადგილებების რიცხვი, ერიდეთ ინტრიგებსა და რისკს.

სასწორი ♎

მოერიდეთ ავანტიურებსა და ფარულ საქმიანობას, განსაკუთრებით ნაკლებად ნაცნობ ადამიანებთან. ოჯახში დაძაბული საუბრები, გაიძულებთ თავი აარიდოთ კონფლიქტებს და ბევრი დრო დაჰყოთ მეგობრებისა გარემოცვაში, ან სამსახურში. ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში ისარგებლეთ ხალხური ან არატრადიციული მედიცინის საშუალებებით. ერიდეთ მოგზაურობებს.

მორიელი ♏

თავი შეიკავეთ ემოციების გამოვლენისგან და კამათისგან, რადგან კონფლიქტები ცუდად იმოქმედებს როგორც თქვენს პირად ურთიერთობებზე, ისე საქმეებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც. ახალი ნაცნობობა და ინფორმაცია, ძველი პრობლემების გადაჭრაში დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი ♐

მოუსმინეთ ინტუიციას და თავი აარიდეთ კონფლიქტებს, განსაკუთრებით სასიყვარულო ურთიერთობებში. მატერიალური მდგომარეობა დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად დროულად შეასრულებთ ადრე აღებულ სამუშაოს. კარგი დროა ახალი კავშირების დამყარებისთვის.

თხის რქა ♑

ახლობლები ხელს შეგიწყობენ ფინანსების მოზიდვაში. გაითვალისწინეთ მათი რჩევები. შესაძლოა მიზნის მიღწევას ხელი შეუშალოს ფარულმა გარემოებებმა. სასიყვარულო ურთიერთობაში კი, მეტი ტაქტი და მოთმინება გმართებთ.

მერწყული ♒

ინფორმაციის მიღება უმჯობესია ახლობლებისგან და ნათესავებისგან, თუმცა მისი გამოყენება გადაუმოწმებლად რეკომენდებული არაა. დადებითად წარიმართება იურიდიული საქმეები. მოგზაურობები წარმატებას არ მოგიტანთ, ამიტომ სჯობს თავისუფალი დრო სახლში დასვენებას დაუთმოთ.

თევზები ♓

სამომავლოდ არაფერი დაგეგმოთ, რადგან გარემოებათა გამო შესაძლოა სულ სხვა მოვლენებს ჰქონდეს ადგილი. კონტაქტები და შეხვედრები დამღლელი იქნება და შესაძლოა ოჯახში უკმაყოფილება გამოიწვიოს. მოგზაურობისას სიფრთხილე გმართებთ, რათა არ დაშავდეთ, ან არაფერი დაკარგოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №17

22-28 აპრილი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი