კვირის პროგნოზი 26 აგვისტო – 1-ელი სექტემბერი
ავტორი: „თბილისელები“ 10:00 26.08
კვირის ასტროლოგიური პროგნოზი „თბილისელებისგან“ 👇
ვერძი ♈
დაქვეითდება ენერგობალანსი. არ გარისკოთ. ეცადეთ, დამოუკიდებლად იმოქმედოთ და აკონტროლეთ ემოციები. საყვარელ ადამიანთან მეტად გაგიადვილდებათ ურთიერთობა, თუ ზოგჯერ მის პრობლემებსაც მოისმენთ. მოგზაურობა, სჯობს გადადოთ.
კურო ♉
საკმაოდ ნაყოფიერი პერიოდია. გარკვეული მოვლენები გაიძულებთ შეიცვალოთ ცხოვრების ჩვეული განრიგი. წარმატებას მოგიტანთ საყვარელი საქმე და ახალი ხალხის გაცნობა. საყვარელ ადამიანთან ჰარმონიის შესანარჩუნებლად, ეცადეთ დაიოკოთ შეწინააღმდეგების სურვილი.
ტყუპები ♊
ნუ ეცდებით დიქტატორული თვისებების გამოვლენას და მომთმენი იყავით ახლობლებთან. ეს დრო არ უწყობს ხელს ახალი საქმეების დაწყებას და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. სასიყვარულო ურთიერთობა შეიძლება დაიძაბოს.
კირჩხიბი ♋
ახალი საქმის დაწყება დროებით გადადეთ. მეტი დრო დაუთმეთ განათლებასა და საჭირო კავშირების დამყარებას. გადაადგილებები, შედეგიანი აღმოჩნდება. კარგი დროა სახლის კეთილმოწყობისათვის, ჯანმრთელობის პროფილაქტიკისა და ორგანიზმის გაკაჟებისათვის
ლომი ♌
ყოველდღიურ საქმეებში შეიძლება ხელი უამრავმა წვრილმანმა შეგიშალოთ. წინასწარი გათვლების გარეშე სჯობს არაფერი მოიმოქმედოთ. პირად სფეროში სიმშვიდე მეტად თავდაჯერებულს გაგხდით. მოგზაურობები კი, დასვენებისა და ძალების აღდგენის საშუალებას მოგცემთ.
ქალწული ♍
ყოველდღიური ყოფიერი და პროფესიული საქმეები მოითხოვს მთელს თქვენს ენერგიას. ცოტა დრო დაგრჩებათ პირადი ცხოვრებისა და სასიყვარულო ურთიერთობებისათვის. ეცადეთ ხარჯოთ მხოლოდ თქვენი დანაზოგი და არ გამოიყენოთ სხვისი ფული.
სასწორი ♎
ენერგიის უკმარისობა ემოციურ დისბალანსს გამოიწვევს, რაც შესაძლოა ცუდად აისახოს საქმიან ურთიერთობებზე. კარგია დროა ძველი კავშირების აღდგენისა და ახალი სასიყვარულო ურთიერთობის დასაწყებად.
მორიელი ♏
აუჩქარებლად იმოქმედეთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება არ ღირს. ძველი და დასასრულებელი საქმეების სიუხვე ცოტა დროს დაგიტოვებთ პირადი ურთიერთობებისთვის, რაც რჩეულის უკმაყოფილებას გამოიწვევს.
მშვილდოსანი ♐
სიზარმაცე და მოდუნება ხელს შეგიშლით აქტიურ მოქმედებაში. გაიზრდება ფარული საქმიანობები და კავშირები, რამაც შეიძლება სასიყვარულო პარტნიორის ეჭვი და გაბრაზება გამოიწვიოს. მეტი ყურადღება გმართებთ საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ.
თხის რქა ♑
განმარტოებისა და დასვენებისათვის ცოტა დრო დაგრჩებათ, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ფსიქოსომატურ მდგომარეობაზე. სიფრთხილე გმართებთ საბუთებთან და უცხოეთთან დაკავშირებულ საქმეებში. თავი შეიკავეთ შორეული მოგზაურობისგან.
მერწყული ♒
ემოციურად დაძაბული პერიოდია. თქვენი სასიცოცხლო ტონუსი დაქვეითდება. შეამცირეთ გადაადგილებების და შეხვედრების რიცხვი. ოჯახში სიმშვიდის შესანარჩუნებლად გაითვალისწინეთ ოჯახის წევრების სურვილები და რჩევები.
თევზები ♓
მომატებული ენერგია დაგეხმარებათ ახლებურად მოქმედებასა და განვითარებაში. არასასიკეთო დროა სამსახურის გამოსაცვლელად, ან ახალი საქმიანობის დასაწყებად. კარგი პერიოდია როგორც დასვენებისათვის, ისე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებისა და მკურნალობისათვის.
სიახლეები ამავე კატეგორიიდან