ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 24 – 30 იანვარი

№4

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 24.01

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

ჯგუფური მუშაობა საქმის სწრაფად დასრულების საშუალებას მოგცემთ. საინტერესო ადამიანებთან ურთიერთობა დაგეხმარებათ შიშების დაძლევაში. მეგობრობა შეიძლება გადაიზარდოს საიმედო და ხანგრძლივ სასიყვარულო ურთიერთობაში. მოგზაურობისას დამყარებული კავშირები დიდხანს გაგრძელდება.

კურო ♉

ახლობლების კეთილგანწყობა ძალას შეგმატებთ და გიბიძგებთ ახალი იდეების განხორციელებისაკენ. მიუხედავად დაბალი ენერგეტიკული ფონისა, დრო ხელს უწყობს ახალი საქმეების დაწყებას, ჩანაფიქრების განხორციელებას, ახალი კავშირების დამყარებას. მოგზაურობა წარმატებით ჩაივლის და სასურველ შედეგს გამოიღებს.

ტყუპები ♊

კარგი დროა ფინანსურ საკითხებში გარკვევისა და არსებული დავალიანებების დაფარვისთვის. ოჯახის წევრების მიმართ მეტად ყურადღებიანი იყავით, რათა თავადაც უფრო მშვიდად იგრძნოთ თავი. მოგზაურობა წარმატებას მოგიტანთ, ოღონდ ერიდეთ ექსტრემალურ სიტუაციებს.

კირჩხიბი ♋

შესაძლოა შეიცვალოთ ცხოვრებისეული მიზნები, სამსახური ან საქმიანობა. ცვლილება დადებითად აისახება თქვენს შემდგომ ცხოვრებაზე. მოერიდეთ ზედმეტ გადაღლასა და მძიმე ფიზიკურ შრომას, რათა რამე დაავადების გამწვავება არ გამოიწვიოთ. არახელსაყრელი დროა შორეული მოგზაურობისათვის.

ლომი ♌

წინასწარ დაალაგეთ გეგმები და ფრთხილად იმოძრავეთ, რათა თავი აარიდოთ უსიამოვნებებს. მოგზაურობები, კონტაქტები და ახალი ინფორმაცია წარმატებასა და პერსპექტივებს გიქადით. კარგი განწყობა კი სასიამოვნო სასიყვარულო ურთიერთობის საწინდარი გახდება.

ქალწული ♍

კარგი დროა არსებული პრობლემების მოსაგვარებლად და ურთიერთობების დასარეგულირებლად. შესაძლოა, მიიღოთ საინტერესო და სარფიანი შემოთავაზებები, მაგრამ საქმის დაწყებამდე ყველაფერი კარგად უნდა გაიაზროთ და დაგეგმოთ. სასიყვარულო ურთიერთობაში კი, მეტი ტაქტი და მოთმინება გმართებთ. კარგი დროა მკურნალობისა და ჯანმრთელობაზე ზრუნვისათვის.

სასწორი ♎

ფინანსურ მდგომარეობაზე ზრუნვა დაგეხმარებათ კარიერულ წინსვლასა და სამომავლო მიზნების ჩამოყალიბებაში. დროის სიმცირის გამო მოიკლებს რომანტიკული და მეგობრული ურთიერთობები. საოჯახო და სასიყვარულო ურთიერთობებში კი აუცილებელია დაფიქრება, რათა თავი აარიდოთ კონფლიქტებს.

მორიელი ♏

ფინანსებთან დაკავშირებული ოპერაციები წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ფარულ საქმეებს და ექსპერიმენტებს. გაზრდილი ინტუიცია კრიზისულ სიტუაციებს აგარიდებთ. ეცადეთ მეტი დრო დაუთმოთ ჯანმრთელობას და უყურადღებოდ არ დატოვოთ საყვარელი ადამიანი და ოჯახის წევრები.

მშვილდოსანი ♐

მოიმატებს გადაადგილებებისა და კონტაქტების რიცხვი. მატერიალური მდგომარეობა კი, ჯერ კიდევ უცვლელი დარჩება. ნაკლებად უსმინეთ რჩევებს, რათა სხვისი ზეგავლენის ქვეშ არ მოექცეთ. პატივი ეცით სხვის აზრს, რათა თავი აარიდოთ უსიამოვნებებს ოჯახსა და საქმიან პარტნიორულ ურთიერთობებში.

თხის რქა ♑

ახალი იდეებისა და პროექტების რეალიზება გაგიადვილდებათ პარტნიორთა დახმარებით. სასიყვარულო და ოჯახური პრობლემების მოგვარება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ურთიერთგაგებით და მოთმინებით. მოგზაურობისას კი მეტი სიფრთხილე გმართებთ.

მერწყული ♒

გაიზრდება ამტანიანობა და გაუმჯობესდება გუნება-განწყობა. თქვენი პროფესიული საქმიანობა და გაწეული შრომა სათანადოდ დაფასდება. კარგია ხანმოკლე მოგზაურობა და ახალი კავშირების დამყარება, პირადი და სასიყვარულო შეხვედრები.

თევზები ♓

თავს სანაქებოდ იგრძნობთ და მოგინდებათ ახალი მწვერვალების დაპყრობა. გაიზრდება თქვენი პოპულარობაც, მაგრამ წარმატებების გამო ეიფორიაში ნუ ჩავარდებით და მეტად პრაქტიკულად შეხედეთ სინამდვილეს. საყვარელ ადამიანთან არსებული გაუგებრობა სჯობს, დროულად გაარკვიოთ.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №27

4-10 ივლისი

კვირის ყველაზე კითხვადი

მიხეილ ცაგარელი

კვირის პროგნოზი  4 – 10 ივლისი