ჰოროსკოპი და შეუცნობელი

კვირის პროგნოზი 23 – 29 მაისი

№21

ავტორი: „თბილისელები“ 10:00 23.05, 2022 წელი

მიხეილ ცაგარელი
დაკოპირებულია

კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ,,თბილისელებისგან" 👇

ვერძი ♈

შეიცვლება როგორც თქვენი ყოველდღიური ცხოვრება, ასევე სამომავლო მიზნებიც. კარგი დროა საზოგადოებრივი საქმიანობისათვის, საკუთარი თავისა და საქმიანობის რეკლამირებისთვის. მოგზაურობისას გაიცნობთ საინტერესო ადამიანებს, რომლებთანაც მომავალში მოგებიანად ითანამშრომლებთ.

კურო ♉

მნიშვნელოვანი პერიოდია. შეიძლება რადიკალურად შეიცვალოს და გაუმჯობესდეს თქვენი ცხოვრება. სასიკეთო დროა მკურნალობისათვის, მოგზაურობისათვის, სწავლისათვის, ახალი ნივთების შეძენისათვის. ადრე დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობა, შეიძლება ქორწინებით დაგვირგვინდეს.

ტყუპები ♊

კარგი დროა როგორც პირადი ცხოვრებისთვის, ისე ბიზნესისთვის. გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინეთ ყველა წვრილმანი. ერიდეთ საიდუმლო და საეჭვო საზოგადოებას. საყვარელ ადამიანთან ნუ იკამათებთ. მოგზაურობა დადებითად აისახება თქვენს შინაგან სამყაროზე.

კირჩხიბი ♋

შესაძლოა გამოაშკარავდეს და განსჯის საგნად იქცეს თქვენი საიდუმლოებები. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ეცადეთ შეინარჩუნოთ მშვიდი განწყობა. პირად ურთიერთობებში სჯობს გადაწყვეტილება ჯერ არ მიიღოთ. მოერიდეთ შორეულ მოგზაურობას.

ლომი ♌

შეიგრძნობთ სასიცოცხლო ენერგიის მოზღვავებას, ინტუიციის, ფანტაზიის უნარისა და შემოქმედებითი ხედვის გამძაფრებას. კონტაქტების უმრავლესობას საქმიანი ხასიათი ექნება და შემოსავლის გაზრდას მოემსახურება. საყვარელი ადამიანის პრობლემებმა შესაძლოა გარკვეული მიზნების მიღწევაში შეგიშალოთ ხელი.

ქალწული ♍

რთული საქმეების სიუხვის მიუხედავად, დრო დაუთმეთ ოჯახისა და პირად პრობლემებს. გამოამჟღავნეთ ლიდერისა და ორგანიზატორის თანდაყოლილი თვისებები. მოგზაურობა სჯობს დროებით გადადოთ, რადგან ამის გამო საყვარელ ადამიანთან უთანხმოება აირიდოთ.

სასწორი ♎

სამსახურში, მიუხედავად სირთულეებისა, მეტად ჰარმონიული და შემოქმედებითი სიტუაცია დამყარდება. ძველ მეგობრებთან ურთიერთობის აღდგენა გაგიხალისებთ ცხოვრებას. პირად ცხოვრებაში გადაწყვეტილების მიღებისას ნუ იჩქარებთ, გამოიჩინეთ სიფრთხილე და ყურადღება.

მორიელი ♏

ხშირად დაისვენეთ და ეცადეთ აღიდგინოთ ენერგია. პირად ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოსალოდნელი არაა. ახალი ნაცნობები დახმარებას გაგიწევენ პროფესიულ საკითხებში. საქმიანი პარტნიორების შემოთავაზებებს კი, უყურადღებოდ ნუ დატოვებთ.

მშვილდოსანი ♐

ფინანსური საკითხები და ოჯახური პრობლემები თქვენი ძირითადი საფიქრალი გახდება. სასიყვარულო ურთიერთობა, არაერთგვაროვანი და პერიოდულად გაუგებარიც მოგეჩვენებათ, მაგრამ ეჭვიანობის საბაბი არ გექნებათ. მოგზაურობა და დასვენება დადებითად წაადგება თქვენს ჯანმრთელობას.

თხის რქა ♑

საქმეში და ფინანსებში წარმატებისათვის ყურადღება მიაქციეთ პარტნიორებს. მოგებას ადვილად მიიღებთ, მაგრამ ადვილადაც დახარჯავთ. ამის გამო კი რჩეულთან შესაძლოა, ჩხუბი მოგივიდეთ. კოლეგებთან ურთიერთობისას ტაქტიანი იყავით, თუ არ გსურთ მათთან ურთიერთობის დაძაბვა.

მერწყული ♒

არ გაგიჭირდებათ გარშემომყოფთა სიმპათიის მოპოვება. სასიყვარულო, ან საქორწინო ურთიერთობებში კი, მოიკლებს ჰარმონიულობა. პრობლემების მეშვებით დაინახავთ, თუ რა გაკავშირებთ და რა გაშორებთ თქვენს რჩეულთან. მეტი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, ჯანმრთელობასა და გარეგნობას.

თევზები ♓

წარმატება ელის თქვენს ყოფით და სამსახურებრივ საქმეებს. კარგი პერიოდია უცხოელებთან ან უცხოეთში მყოფ მეგობრებთან საქმიანი მოლაპარაკებების გასამართად. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა კი, მეტად სტაბილური გახდება და შესაძლოა იფიქროთ ქორწინებაზე.

სიახლეები ამავე კატეგორიიდან

ახალი ნომერი - №13

18-24 მარტი

კვირის ყველაზე კითხვადი

კვირის ასტროლოგიური
პროგნოზი

კვირის დღეების ასტროპროგნოზი